ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1181.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 4
მაჰმუდ მამდანის მტკიცებით, ევროპელებმა განზრახ გააძლიერეს გაუმაძღარი აფრიკელი ბიგმენების კლასი, რომლებსაც შეეძლოთ ყოვლად არატრადიციული გზებით ტერორში ჰყოლოდათ საკუთარი თანატომელები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელებს საკუთრების თანამედროვე უფლებების სისტემის შექმნა სურდათ.
Mahmood Mamdani argues that the Europeans deliberately empowered a class of rapacious African Big Men, who could tyrannize their fellow tribesmen in a totally nontraditional way as a consequence of the Europeans’ desire to create a system of modern property rights.
1182.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა უპირველესად ერთმანეთთან მეომარი სამეფოების სამხედრო ორგანიზაციების ევოლუცია განაპირობა.
It should not be surprising that the first consequence of this high level of warfare was an evolution in the military organizations of the warring states.
1183.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 7
სინამდვილეში, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაცია არც ევროპული განვითარების პროცესში ყოფილა დროში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა, განსხვავებული იყო თანმიმდევრობაც, რადგან სოციალური მოდერნიზაცია თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებას უსწრებდა წინ.
Political, economic, and social modernization were in fact not closely connected temporally in European development either but the sequence was different, with social modernization preceding growth of a modern state.
1184.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
დღემდე ჩინეთში სხვადასხვა დიალექტზე განაგრძობენ საუბარს, მაგრამ დამწერლობის ერთიანი სისტემის შექმნამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩინური იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
While different dialects continue today to be spoken all over China, unification of the written language had incalculable consequences for Chinese identity.
1185.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
ნათესაობის წესებში მთავარი განსხვავებები სანსკრიტულ ჩრდილოეთსა და დრავიდულ სამხრეთს შორის უკავშირდება ბიძაშვილთა შორის ქორწინებას, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა პოლიტიკურ ორგანიზაციაზე.
The major differences in kinship rules between the Sanskritic north and Dravidian south related to cross-cousin marriage, which may have had consequences for political organization.
1186.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
აჰიმსას ანუ არაძალადობის დოქტრინა თავის ფესვებს ვედიურ ტექსტებში პოვებს, სადაც ნათქვამია, რომ ცოცხალი არსების მოკვლას კარმაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
The doctrine of ahimsa, or nonviolence, has its roots in Vedic texts, which suggests that the killing of living beings can have negative consequences for karma.
1187.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 12
დასავლეთით, რაჯასტანსა და პენჯაბში ისევ გაჩნდა ტომობრივი გაერთიანებები, რომლებსაც ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ახალმა დამპყრობელმა ტომებმა დაუწყეს შევიწროება, ეს ნაწილობრივ ჩინეთის იმპერიის პოლიტიკური განვითარების უფრო მაღალი დონის შედეგი იყო.
Tribal polities reappeared in Rajasthan and Punjab in the west, which was also beset by new tribal invaders coming out of Central Asia, this was in part a consequence of the Chinese empire’s superior level of political development.
1188.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 14
ოსმალეთის იმპერიის აღზევების უშუალო შედეგი იყო ის, რომ მამლუქებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ ახალი მონა-ჯარისკაცების რეკრუტირება, რადგან ოსმალებმა ცენტრალური აზიიდან მომავალი სავაჭრო გზები ჩაკეტეს.
One of the immediate consequences of the rise of the Ottomans was that it became harder and harder for the Mamluks to recruit young slave-soldiers since the Ottomans sat directly astride the trade routes to Central Asia.
1189.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
ამას ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი მმართველობითი ხასიათის შედეგები ჰქონდა, რადგან ნათელი შეიქმნა, რომ რესურსების დიდი ნაწილი ახლა უკვე იმპერიის საზღვრებიდან კი არა, ბირთვიდან უნდა ამოღებულიყო.
This had important internal governance consequences, since higher levels of resource extraction would now have to come from the core areas of the empire instead of the frontiers.
1190.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ვებერს სწამდა, რომ ამ ტიპის რაციონალური მოდერნულობა მხოლოდ დასავლეთში გაჩნდა და იგი მე- 16-17 საუკუნეებით ათარიღებდა და უკავშირებდა ისეთ მოვლენათა თანმიმდევრობას, როგორებიც იყო პროტესტანტული რეფორმაცია და განმანათლებლობა.
He believed that this kind of rational modernity emerged only in the West and dated the transition to modernity to a sequence of events that took place in the 16th and 17th centuries, encompassing the Protestant Reformation and the Enlightenment.
1191.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ, მარქსის მოსაზრების საპირისპიროდ, კაპიტალიზმი სოციალურ ურთიერთობებსა და ჩვეულებებში მომხდარი ცვლილებების შედეგი უფროა, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი.
This suggests that, contrary to Marx, capitalism was the consequence rather than the cause of a change in social relationships and custom.
1192.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 17
სამართლის უზენაესობის არსთან დაკავშირებული გაურკვევლობის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მდიდარი ქვეყნების პროგრამები, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში სამართლის უზენაესობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, იშვიათად იძლევა სასარგებლო შედეგს.
One of the consequences of these confusions about the meaning of the rule of law is that programs designed by rich countries to improve rule of law in poor ones seldom produce useful results.
1193.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
კათოლიკური ეკლესიის განსაკუთრებული როლი ევროპაში სამართლის უზენაესობის დამყარებაში; ინვესტიტურასთან დაკავშირებული კონფლიქტები და მისი შედეგები; როგორ შეიძინა ეკლესიამ სახელმწიფოს მსგავსი მახასიათებლები; სეკულარული მმართველობის სფეროს წარმოშობა; როგორ უკავშირდება თანამედროვე სამართლის უზენაესობა აღნიშნულ მოვლენებს.
How the Catholic church was critical to the establishment of the rule of law in Europe; the investiture conflict and its consequences; how the church itself acquired statelike characteristics; the emergence of a domain of secular rule; how contemporary rule of law is rooted in these developments.
1194.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
ინვესტიტურის კონფლიქტის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იყო სასულიერო და საერო სფეროების სრული გამიჯვნა და ამით სეკულარული სახელმწიფოსთვის გზის გაკაფვა, და შესაბამისად.
The second important consequence of the investiture conflict was to clearly separate the domains of the spiritual and temporal, and thus to pave the way for the modern secular state.
1195.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
საბოლოოდ, ინვესტიტურასთან დაკავშირებული კონფლიქტი მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი აღმოჩნდა ევროპაში როგორც სამართლის ისე სამართლის უზენაესობის განვითარებისათვის.
Finally, the investiture conflict had great consequences for the development of both law and the rule of law in Europe.
1196.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
ამგვარი ძიების ერთ-ერთ პირველ შედეგად იუსტინიანეს კოდექსის ანუ Corpus Iuris Civilis-ის ხელახალი აღმოჩენა იქცა, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიის ერთ ბიბლიოთეკაში მიაკვლიეს მე-11 საუკუნის ბოლოს.
One of the consequences of this search was the rediscovery of the Justinian Code, the Corpus Iuris Civilis, in a library in northern Italy at the end of the 11th century.
1197.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 20
ჯანის და მისი ძმებისათვის სასიამოვნოდ ჟღერადი სახელების მოფიქრებისას, მათ ჯანს სახელად შიჩენი შეურჩიეს, მაგრამ არც კი გაუმხელიათ მისთვის, რომ მენ-ძის წიგნის ერთ-ერთ ცნობილ აბზაცში ერთმანეთის გვერდიგვერდაა ორი სიტყვა.
In devising elegant-sounding formal names for Zhang and his brothers, they had given Zhang the name Shicheng, not telling him that in the book of Mencius there is a well-known line where those two words appear in sequence.
1198.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
შედეგად, იმპერატორს უხდებოდა ზემოდან ქვემოთ კონტროლის ცენტრალიზებულ ერთ მექანიზმზე მეორეს დაშენება.
As a consequence, the emperor had to pile one centralized system of top-down control on top of another.
1199.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
შედეგად, მათი ძალაუფლება არც გადასახადების დაწესების თვალსაზრისით იყო შეუზღუდავი და ამიტომ ხშირად უხდებოდათ ბანკირებისგან ფულის სესხება ომების დასაფინანსებლად.
As a consequence, they did not have unlimited taxing authority and needed to borrow money from bankers to finance their wars.
1200.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
კომუნეროს აჯანყების შედეგები ბევრი რამით ჰგავდა 130 წლით ადრე საფრანგეთში მომხდარი ფრონდას აჯანყების შედეგებს.
The aftermath of the comunero revolt was similar in certain ways to the consequences of the uprising of the Fronde in France that took place 130 years later.