ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12001.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბევრ ქიმიურ სინაფსში, ნეიროტრანსმიტერებთან დაკავშირების უნარიანი ლიგანდ-დაჭიშკრული იონური არხები, კლასტერების სახით მჭიდროდაა წარმოდგენილი პოსტსინაფსური უჯრედის მემბრანაში - უშუალოდ სინაფსური ტერმინალის პირდაპირ.
At many chemical synapses, ligand-gated ion channels capable of binding to the neurotransmitter are clustered in the membrane of the postsynaptic cell, directly opposite the synaptic terminal.
12002.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონური ბორცვი არის ნეირონის ინტეგრაციული ცენტრი - უბანი, სადაც მემბრანული პოტენციალი ნებისმიერ მომენტში წარმოდგენილია აპსპ-ისა და შპსპ-ის ჯამის სახით.
The axon hillock is the neuron's integrating center, the region where the membrane potential at any instant represents the summed effect of all EPSPs and IPSPS.
12003.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, პარასიმპათიკური განყოფილების აქტიურობის გაზრდა ამცირებს გულის რიტმს, ზრდის გლიკოგენის პროდუქციას და აძლიერებს მონელებას.
For example, increased activity in the parasympathetic division decreases heart rate, increases glycogen production, and enhances digestion.
12004.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მარჯვენა ჰემისფერო ავლენს სპეციალიზაციას წარმოდგენილსა და მთელ კონტექსტს შორის აღქმულ ურთიერთობაში, რომელშიც ისინი აღიძვრება, მაშინ, როდესაც მარცხენა ნახევარსფერო უკეთესია ფოკუსირებულ აღქმაში.
The right hemisphere appears to specialize in perceiving the relationship between images and the whole context in which they occur, whereas the left hemisphere is better at focused perception.
12005.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მათი სამუშაო აერთიანებდა უჯრედშორის კომუნიკაციის ელემენტებს, გენის ექსპრესიის კონტროლს და განვითარების გენეტიკურ საფუძველს.
Their work combines elements of cell-to-cell communication, control of gene expression, and the genetic basis of development.
12006.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონური ზრდის მექანიზმის გაშიფვრაზე მუშაობა გრძელდება ცნს-ის დაზიანების აღდგენის საბოლოო მიზნით.
Work continues on deciphering the mechanisms of axonal growth, with the ultimate goal of repairing CNS damage.
12007.
ბიოლოგია | თავი XLVIII
2001 წელს, გეიჯიმ და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ნეირონული პროგენიტორული უჯრედების კულტურები ახლად გარდაცვლილი პირების თავის ტვინიდან და ქსოვილების ქირურგიული ნიმუშებიდან.
In 2001, Gage and his colleagues announced that they had cultured neural progenitor cells from the brains of recently deceased individuals and surgical tissue samples.
12008.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ტერმინი პროგენიტორი გვიჩვენებს, რომ ამ ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქმნება ნეირონები ან გლია.
The term progenitor refers to the fact that these stem cells are committed to becoming either neurons or glia.
12009.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შემდგომი კვლევის ერთ-ერთი მიზანია იმ მეთოდის პოვნა, რომელიც გამოიწვევს საკუთარი ორგანიზმის პროგენიტორული უჯრედების დიფერენცირებას სპეციფიკური სახის ნეირონებად ან გლიად, მათი საჭიროების შესაბამისად.
One of the goals of further research is to find a way to induce the body's own neural progenitor cells to differentiate into specific types of neurons or glia when and where they are needed.
12010.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მეორე მიზანს წარმოადგენს კულტივირებული ნეირონული პროგენიტორული უჯრედების ტრანსპლანტაცია დაზიანებულ ცნს-ში.
Another goal is to transplant cultured neural progenitor cells into the damaged CNS.
12011.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქ ჩართული უნდა იყოს მრავლობითი გენები, რადგან მემკვიდრეობითობა არ მისდევს ცალკეული გენის მუტაციისთვის მოსალოდნელ მენდელის მოდელს.
Multiple genes must be involved because the inheritance does not follow the Mendelian pattern expected for a single-gene mutation.
12012.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სენილური ბალთა არის უხსნადი ცილის – β ამილოიდის ერთობლიობა, რომელიც გამოიყოფა ნეირონში ჩვეულებრივ წარმოდგენილი მემბრანული ცილიდან.
Senile plaques are aggregates of B-amyloid, an insoluble peptide that is cleaved from a membrane protein normally present in neurons.
12013.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ზოგიერთ ოჯახს პარკინსონის დაავადების ხშირი გამოვლენით აქვს α-სინუკლეინის გენის მუტაცია.
For example, some families with an increased incidence of Parkinson's disease have a mutated form of the gene for a-synuclein.
12014.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ადამიანის გენომში დადგენილია 25 000 გენის არსებობა, რაც ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივი პროკარიოტის გენების რიცხვს.
The human genome, for instance, has an estimated 25,000 genes-more than five times that of a typical prokaryote.
12015.
ბიოლოგია | თავი XIX
პროკარიოტების მსგავსად, ევკარიოტული გენის ექსპრესიის რეგულირებაც უფრო ხშირად ტრანსკრიფციის სტადიაზე მიმდინარეობს.
As in prokaryotes, eukaryotic gene expression is most often regulated at the stage of transcription.
12016.
ბიოლოგია | თავი XIX
გაეცნობით კიბოს განვითარებას, რომელსაც გენის რეგულაციის დარღვევა იწვევს.
Next, we will describe how disruptions in gene regulation can lead to cancer.
12017.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ თავში განვიხილავთ ზოგიერთ უახლეს აღმოჩენას, რომელიც ეხება გენის ექსპრესიის რეგულაციაში ჰისტონების კუდებისა და ნუკლეოსომების მონაწილეობას.
Later in this chapter, we'll discuss some recent discoveries about the roles of histone tails and nucleosomes in the regulation of gene expression.
12018.
ბიოლოგია | თავი XIX
გენის ექსპრესიის რეგულაცია შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაზე, მაგრამ ტრანსკრიფცია მისი გადამწყვეტი საფეხურია.
Gene expression can be regulated at any stage, but the key step is transcription.
12019.
ბიოლოგია | თავი XIX
ამიტომ პროკარიოტებისა და ევკარიოტების შემთხვევაშიც ტერმინი გენის ექსპრესია ხშირად ტრანსკრიფციასთან ასოცირდება.
For that reason, the term gene expression is often equated with transcription for both prokaryotes and eukaryotes.
12020.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგრამ ევკარიოტული უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციების სირთულის გამო გენის ექსპრესიის რეგულაცია შესაძლებელი ხდება დამატებით სტადიებზეც.
However, the greater complexity of eukaryotic cell structure and function provides opportunities for regulating gene expression at additional stages.