ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12041.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ამოკითხვის ღია ჩარჩოების დადგენის შემდეგ, დგინდება გაშიფრული ცილების ფუნქციური თვისებები, რაც ცილების მონაცემთა ბაზაში მისი საშუალებით შესრულებული ჰომოლოგების ძებნით ხორციელდება.
Once open reading frames are determined, functional assignment of the encoded proteins is carried out by homology searching using it searches against a protein database.
12042.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
პრობლემა თავს იჩენს არსებული ლიტერატურის გამოყენებისას, ვინაიდან გენის ფუნქციის აღწერისას ხშირად გამოყენებულია ბუნებრივი ენა, ის კი, როგორც წესი, ორაზროვანი და არაზუსტია.
A problem arises when using existing literature because the description of a gene function uses natural language, which is often ambiguous and imprecise.
12043.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ამ საჭიროებამ გამოიწვია გენის ონტოლოგიის პროექტის განვითარება, რომელიც მოლეკულური ფუნქციების, ბიოლოგიური პროცესებისა და უჯრედული კომპონენტების აღსაწერად, კონკრეტულ ლექსიკონს იყენებს.
This demand has spurred the development of the gene ontology project, which uses a limited vocabulary to describe molecular functions, biological processes, and cellular components.
12044.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
მისი გამოყენებისას გენომის ანოტაციის შემადგენელს შეუძლია გენის პროდუქტის ფუნქციური თვისებების სხვადასხვა იერარქიულ დონეზე დადგენა, რაც დამოკიდებულია გენის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის რაოდენობაზე.
Using it, a genome annotator can assign functional properties of a gene product at different hierarchical levels, depending on how much is known about the gene product.
12045.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ერთ მონაცემთა ბაზაში ძებნის მეთოდის გამოყენება ხშირად არასრულყოფილია და მიდრეკილია შეცდომებისკენ, ამიტომ ავტომატური მეთოდი მანუალურ პროცესს უნდა წააგავდეს, რომელიც მხედველობაში იღებს მრავალ დასტურს, როცა გენის ფუნქციას ადგენს, რაც შეცდომების შემცირების მიზნით ტარდება.
Because using a single database searching method is often incomplete and error prone, automated methods have to mimic the manual process, which takes into consideration multiple lines of evidence in assigning a gene function, to minimize errors.
12046.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გენისა და ცილის ფუნქციების დადგენა შესაძლებელია თანმიმდევრობების მსგავსების მიდგომის გამოყენებით, ახლად სეკვენირებული გენომის გენების დაახლოებით 40%-ს არა აქვს ცნობილი ფუნქციები და მათი ანოტირება შეიძლება მხოლოდ ისეთი გენების სახით, რომლებიც „ჰიპოთეზურ ცილებს“ აკოდირებენ.
Although a large number of genes and proteins can be assigned functions by the sequence similarity based approach, about 40% of the genes from newly sequenced genomes have no known functions and can only be annotated as genes encoding "hypothetical proteins".
12047.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ჰიპოთეზური ცილების მაკოდირებელი გენების ფუნქციური მოხვედრების დადგენის ერთი გზაა, მონაცემთა ბაზაში დაცილებული ჰომოლოგების ძებნა.
One way to obtain functional hints of genes encoding hypothetical proteins is by searching for remote homologs in databases.
12048.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
თუ დაცილებული ჰომოლოგები, რომლებიც დადგენილია სტრუქტურული მიდგომის გამოყენებით, ერთმანეთთან დაკავშირებულია კარგად განსაზღვრული ფუნქციებით, შეიძლება დავადგინოთ გამოსაკვლევი ცილის ფუნქციების ფართო სპექტრი, ან მისი კონკრეტული ფუნქციაც.
If the distant homologs detected using the structural approach are linked with well-defined functions, a broad functional class of the query protein if not the precise function of the protein can be inferred.
12049.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
რამდენი გენია გენომში?
How Many Genes in a Genome?
12050.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ეს ძირითადად გამოწვეულია ამ გენომების რთული სტრუქტურებით, რომლებიც გენის პროგნოზს ხელს უშლიან.
This is mainly because of the complex structures of these genomes, which obscure gene prediction.
12051.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
სანამ ადამიანის გენომის სეკვენირება დამთავრდებოდა, დადგენილი გენების რაოდენობა 20 000-დან 120 000-მდე მერყეობდა.
Before the human genome sequencing was completed, the estimated gene numbers ranged from 20,000 to 120,000.
12052.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ადამიანის გენომის სეკვენირების დამთავრების შემდეგ, რამაც გენის პოვნის უფრო რთული პროგრამების გამოყენება მოითხოვა, ადამიანის გენების სრული რაოდენობა 25 000-დან 30 000 ის ფარგლებამდე დაეცა.
Since the completion of the sequencing of the human genome, with the use of more sophisticated gene finding programs, the total number of human genes now dropped to close to 25,000 to 30,000.
12053.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ის, რომ ადამიანს არც ისე ბევრი გენი აქვს, შეიძლება მისთვის საწყენიც იყოს, ვინაიდან მან უნდა აღიაროს, რომ სულ ხუთჯერ უფრო რთული გენომი აქვს, ვიდრე საცხობის საფუარს და თითქმის ისეთივე სირთულის, როგორც თაგვს.
The discovery of the low gene count in humans may be ego defeating to some as they realize that humans are only five times more complex than baker’s yeast and apparently equally as complex as the mouse.
12054.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
რაც კიდევ უარესია, ჩვენს საკუთარ საკვებს, ბრინჯს, ჩვენზე ორჯერ მეტი გენი აქვს.
What is worse, the food in their rice bowls has twice as many genes.
12055.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
როგორც მალე ვნახავთ, გენის ექსპრესია და რეგულაცია, ცილის ექსპრესია, მოდიფიკაცია და ურთიერთმოქმედება, ყველა ეს მოვლენა პასუხისმგებელია ორგანიზმის საერთო სირთულეზე.
As will soon become clear, gene expression and regulation, protein expression, modification, and interactions all contribute to the overall complexity of an organism.
12056.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
გენეტიკური სირთულის ერთი დონე ცილის ექსპრესიის დონეზე აღმოაჩინეს, რომელზეც აღმოჩნდა მეტი ექსპრესირებული ცილა, ვიდრე მათი მაკოდირებელი გენი.
One level of genetic complexity is manifested at the protein expression level in which there are often more expressed proteins than genes available to code for them.
12057.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
მაგალითად, ადამიანში ანალიზის საფუძველზე 100 000 მეტი გამოვლენილი ცილა დადგინდა გენი კი სულ 30 000.
For example, in humans, there are more than 100,000 proteins expressed based on analysis compared to no more than 30,000 genes.
12058.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
თუ ერთი გენი ერთი ცილა წესი მართალია, რამ გამოიწვია ასეთი შეუთავსებლობა?
If the "one gene, one protein" paradigm holds true, how could this discrepancy exist?
12059.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
პასუხი გენომის ეკონომიურობაშია. ეს რამდენიმე გენის მიერ მრავალი ცილის სინთეზის ფენომენია.
The answer lies in "genome economy", a phenomenon of synthesizing more proteins from fewer genes.
12060.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 17
ცილის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის ძირითადი მექანიზმი ალტერნატიული სპლაისინგია. ეს სპლაისინგის მოვლენაა, რომელიც ერთი გენის სხვადასხვა ეგზონებს აერთიანებს, რაც სხვადასხვა ტრანსკრიპტებს წარმოქმნის.
A major mechanism responsible for the protein diversity is alternative splicing, which refers to the splicing event that joins different exons from a single gene to formdifferent transcripts.