ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მედიცინა
ვირუსული ჰეპატიტის დროს ჰომეოსტატიური გადახრის პარალელურად ორგანიზმში ადგილი აქვს სანერწყვე ჯირკვლების მოშლას, რაც გამოწვეულია კალიუმის და ნატრიუმის თერმოდინამიკური კონცენტრაციის მომატებით და ქლორის იონების აქტიურობის დაქვეითებით, რომლებიც მონაწილეობენ ნერწყვის დაჟანგვა-აღდგენით პოტენციალში, აგრეთვე pH-ის ბალანსში.
In patients with infectious hepatitis with homeostatic alterations the secretory function of salivary glands also changes due to increased thermodynamic concentration of potassium and sodium ions and decreased chlorine ion activity, contributing to the maintainance of redox potential of saliva as well as acid-base equilibrium.
1262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ნუკლეინის მჟავები და გლიკოგენი ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა უბანში სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე ექსპერიმენტული პნევმონიის დროს.
Nucleic acids and glycogen have been studied in various segments of the CNS during experimentally induced pneumonia developing against the background of sensitization.
1263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მორფოლოგია
საკუთარი მასალის შესწავლით დადგენილ იქნა მკვეთრი ცვლილებები ნუკლეინის მჟავას და გლიკოგენის მხრივ თავის ტვინის ქერქის შუბლის მიდამოს ზემო შრეებში.
Analysis of the data obtained by the author has revealed exceedingly well – pronounced changes in the nucleic acids and glycogen in the upper strata of the frontal lobe of the cerebral cortex and in the anterior segment of the hypothalamus.
1264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ჰიპოთალამუსის წინა მიდამოში, მხედველობის ბორცვის მედიალურ უბანში ცვლილებები წარმოდგენილია შედარებით სუსტად.
Such changes, however, are less pronounced in the medical segment of the optic thalamus.
1265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მორფოლოგია
სექციური მასალის მონაცემებით დადგენილ იქნა ინტენსიური სტრუქტურული ცვლილებები ჰიპოთალამუსის წინა მიდამოში.
A study of post – mortem material has shown that the most intensive pathoarchitectonic changes are observable in the anterior portion of the hypothalamus.
1266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ სისტემებში Lu(NO<sub>3</sub>)<sub>3</sub>-M<sub>2</sub>C<sub>2</sub>O<sub>4</sub>-H<sub>2</sub>0 კომპონენტებს შორის ურთიერთქმედების შედეგად თანმიმდევრულად წარმოიქმნება ლუტეციუმის მარტივი Lu<sub>2</sub>(C<sub>2</sub>O<sub>4</sub>)<sub>3</sub>·10H<sub>2</sub>O და კომპლექსური M[Lu(C<sub>2</sub>0<sub>4</sub>)<sub>2</sub>] ·xH<sub>2</sub>O ოქსალატები.
It has been established that in the Lu(NO<sub>3</sub>)<sub>3</sub>-M<sub>2</sub>C<sub>2</sub>O<sub>4</sub>-H<sub>2</sub>0 systems, simple: Lu<sub>2</sub>(C<sub>2</sub>O<sub>4</sub>)<sub>3</sub>·10H<sub>2</sub>O and complex: M[Lu(C<sub>2</sub>0<sub>4</sub>)<sub>2</sub>] ·xH<sub>2</sub>O oxalates are formed in succession due to the component ineraction.
1267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ზოგიერთი მეტალის ფსევდოჰალოგენიდურ-დიმეთილაცეტამიდის კომპლექსების შთანთქმის ინფრაწითელი სპექტრები.
Infrared absorption spectra of mixed pseudohalogendimetyl acetamide complexes of some metals.
1268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ზოოლოგია
შესწავლილია Acarus და Tyrophagus სახეობათა არაზრდასრული ფაზების მორფოლოგიური ნიშნების ცვალებადობა და სხვა თავისებურებანი და ამის საფუძველზე შედგენილია ამ სახეობათა სარკვევი ტაბულები მატლებისა და ჭუპრების მიხედვით.
Some evidence is presented on the variability of the morphological properties of preimaginal stages of Acarus and Tyrophagus species. The keys to the species on larvae, proto- and tritonymphs are drawn.
1269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, კიბერნეტიკა
შესწავლილია მრავალარხიან მომსახურების სისტემაში მომსახურე მოწყობილობების ოპტიმალური განლაგების ვარიანტის დადგენის საკითხი.
The paper deals with the problem of determining the optimal arrangement service facilities of differing productivity in a multilinear mass service system with losses.
1270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ლითოლოგია
ახალციხის დეპრესიაში ოლიგოცენი წარმოდგენილია თხელი ზღვისა და სანაპირო ზოლის ნალექებით.
In the Akhaltsikhe depression the Oligocene is represented by the sediments of the shallow sea and the shore line.
1271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, მათემატიკა
დადგენილია განაწილების ფუნქციისა და სიმკვრივის პარზენის ტიპის შეფასებათა თანაბრად კრებადობის სიჩქარის რიგი.
The rate of convergence is uniformly metric; the estimates of distribution functions and density of probability are investigated.
1272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, მათემატიკა
განხილულია საკითხი, თუ რა პირობა უნდა დაედოს ფუნქციის ცვლილების მოდულს, რომ ფურიე-ჰაარის კოეფიციენტებისაგან შედგენილი (1) და (2) სახის მწკრივები იყოს კრებადი.
The following question is considered: what condition should be imposed on the modulus of variation of the function f(t) for the series (1) and (2) consisting of Fourier–Haar coefficients to be convergent.
1273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, მანქანათმცოდნეობა
ექსპერიმენტული გზით დადგენილია მშრალი ჩაის ჩამოდინების სიჩქარეები ბუნკერის ძირითად ზონებში, აგრეთვე მოძრაობის კოეფიციენტის მნიშვნელობები ღარისებური ბუნკერის ძირის დახრის კუთხის და გამოსასვლელი ნახვრეტის ზომების დამოკიდებულებით.
The speed of outflow of dry tea from the main zones of the bunker has been determined experimentally, as well as the value of the coefficient of mobility depending on the angle of inclination of the bottom of the slotted bunker and the dimensions of the outlet hole.
1274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
იწ- და უი- სპექტროსკოპიის მონაცემებით და აგრეთვე მოდელური რეაქციებისა და ნივთიერებების შესწავლის საფუძველზე დადგენილია მიღებული პოლიმერების აგებულება.
The structure of the polymers was verified by the synthesis of model reactions and compounds, as well as by the IR and UV-spectral analysis data.
1275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ დიალკინოქსიდიალკილ(არილ)სილანებში ალკინის რადიკალის გაზრდა იწვევს მჟავურ ჰიდროლიზის უნარის შემცირებას.
It has been established that in dialkineoxydialkyl (aryl) silanes an increase of the alkyne radical leads to a decrease of the capacity for hydrolysis in the acid medium.
1276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ბის(დიმეთილაცეტილენილოქსი)დიალკილ(არილ)სილანებთან შედარებით შესაბამისი ნაჯერი პროდუქტები უფრო ღრმად ჰიდროლიზდებიან.
In comparison with bis(dimethylacetylenyloxy)dialkyl(aryl) silanes corresponding saturated products have been found to become hydrolyzed to a greater extent.
1277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
რადიოლიზის საბოლოო პროდუქტების ბუნების დადგენის საფუძველზე დადგინდა ადამანტანის რადიაციულ-ქიმიური გარდაქმნის მექანიზმი.
On the basis of the determination of the nature of the end – products of radiolysis the mechanism of the radiochemical transformation of adamantane is presented.
1278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
განხორციელებულია α, ω-ბის (ჰიდროდიმეთილსილოქსი) მეთილფენილსილოქსანების ალილამინთან ჰიდრიდული მიერთების რეაქცია სპაიერის კატალიზატორის თანაობისას და დადგენილია, რომ რეაქცია მიმდინარეობს γ-მდგომარეობაში.
The synthesis of α, ω-bis (hydrodimethylsiloxy) methylphenylsiloxanes to allylamine in the presence of the catalyst H2PtCl2·6H20 has been brought about by the reaction of hydride addition. The indicated reaction has been found to take place in γ-position.
1279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ მიღებულ პოლიამიდებს ახასიათებს ლღობის დაბალი ტემპერატურა.
The obtained polyamides are shown to possess low temperatures of softening.
1280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, პალეობიოლოგია
ავტორთა აზრით, აქ კუიალნიკური სრულადაა წარმოდგენილი და მისი დალექვა მოხდა მომარილოვნო აუზის სანაპირო და ძლიერ გამტკნარებულ ზოლში.
According to the authors the Kuyalnikian stage is completely represented here, and its formation had taken place in the coastal and greatly freshened zone of the brackish basin.