ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1321.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ფიზიკა
საინტერესო ელემენტის კონცენტრაციის განსაზღვრის ზოგადად ჩაწერილი ფარდობითი ცდომილების მინიმუმის გამოყენებით დადგენილია აქტივაციური ანალიზის ჩატარების ოპტიმალური დროითი რეჟიმის მონახვის განზოგადებული კრიტერიუმი.
A generalized criterion based on the condition of the minimum relative error of the estimation of the concentration of the element under study written in general form is given.
1322.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ნაშრომში წარმოდგენილია ამოსახსელი ველის აგების ახალი მეთოდი მრავალპროცესორული გამოთვლითი სისტემისათვის, რომელიც განპირობებულია იმ ამოცანათა ეფექტურად ამოხსნისათვის დროის რეალურ მასშტაბში, რომელთათვისაც დასაშვებია ინფორმაციათა მასივების ჯგუფური გადამუშავება.
The paper deals with a method of constructing a solving field for a multiprocessor computer system for effective determination of the problems, permitting group treatment of the data file in real time.
1323.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ანალიზური ქიმია
დადგენილია, რომ შესწავლილი ანიონიტების როდანიდული ფორმებიდან გალიუმის დესორბცია სხვადასხვა კონცენტრაციის კალიუმის როდანიდის ხსნარით ეფექტურია ანიონიტ AB – 16 -ის შემთხვევაში.
Among the investigated anion exchangers for eluting gallium by kalium rhodanide solutions of different concentrations the anion exchanger of AB – 16 type has been found to be effective.
1324.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ანალიზური ქიმია
შემუშავებულია ელუირების ოპტიმალური ჰიდროდინამიკური პირობები და დადგენილია ელუენტების ეფექტურობის რიგი.
The optimal hydrodynamic conditions of eluting are found, and the sequence of the effectiveness of the eluents studied is as follows.
1325.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, არქეოლოგია
თეთრ მღვიმეში (წყალტუბოს რაიონი) ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინა, რომ აქ წარმოდგენილია ორი კულტურული ფენა: ზედაპალეოლითური და ენეოლითური.
Archeological explorations carried out in the White Cave (Tsqaltubo district) have revealed two cultural layers: Upper Palaeolithic and Aeneolithic.
1326.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ბიოქიმია
დადგენილია კავშირი თავის ტვინის მიტოქონდრიებში გლუტამინის, გამა-ამინოერბოს მჟავის განაწილებასა და ჟანგვითს ფოსფორილირებას შორის.
The relation between glutamic and gamma–aminobutyric acid distribution and oxidative phosphorylation of rats’ brain mitochondria has been established.
1327.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ბიოქიმია
აირ-თხევადური ქრომატოგრაფიული ანალიზის შედეგად აუთენტიკური ნიმუშების გამოყენებით დადგენილია, რომ დეკას ღეროებიდან და ფოთლებიდან მიღებული სტეროლები შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: β-სიტოსტეროლი, ქლოროსტეროლი, სტიგმასტეროლი და ორი არაიდენტიფიცირებული სტეროლი.
Sterols obtained from Rh. caucasicum Pall stems and leaves by the method of GLC, using authentic samples, were found to contain β–sitosterol as a major component, as well as stigmasterol, chlorosterol and two unidentified sterols.
1328.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ბოტანიკა
ბორეალური ელემენტი შედგენილობით ნახევარჯერ ნაკლებია და წარმოდგენილია მდელოებით, წყალ-ჭაობისა და ტყის მეზოფილური სახეობებით, ლიტოფიტების თითქმის მთლიანი გამორიცხვით.
Boreal element in the flora, one-half as much as that of the Mediteranean mountainous region, is represented by meadow, aquatic-marshy and sylvan mesophytes; lithophytes are almost completely absent.
1329.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოლოგია
დადგენილია დასავლეთ საქართველოს ფორამინიფერების ფაუნის საერთო ხასიათი, შედგენილობა და გავრცელება მდ. ღალიძგის, მდ. ღეჯირის, მდ. ციციკვარას, სოფ. ბიის და სოფ. ჩოჩხათის მეოტურ ნალექებში მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით.
The common characteristic composition and distribution of the Foraminifera are given in the Maeotian sediments of the rivers Galidzga, Ghejiri and Tsitsivara and of the villages Chochkhati and Bia.
1330.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოლოგია
დაზუსტებულია კისტინკის წყების ქანების მინერალოგიური შედგენილობა და გავრცელება.
The mineralogical composition and distribution of the Kistinka suite deposits are specified.
1331.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოლოგია
ჩრდილო-დასავლეთი აფხაზეთის პალეოგენის პალეოგეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი.
Some questions of the paleogeography of the Paleogene in the north – western part of Abkhazia.
1332.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
დადგენილია საშიში ზომის სეტყვის ნაწილაკთა კონცენტრაციის დამოკიდებულების ხასიათი ყინულის ჩანასახთა საწყის კონცენტრაციაზე.
The character of the dependence of the concentration of hailstones of dangerous sizes on the value of the initial concentration of ice embryos is established.
1333.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოფიზიკა
ერთი და იგივე პეტროგრაფიული შედგენილობის ვულკანიტებში ნარჩენი დამაგნიტებისა და მაგნიტური შემთვისებლობის სიდიდე მათი ასაკის შემცირების შესაბამისად იზრდება.
In volcanites of the same petrologic composition the value of residual magnetization and magnetic susceptibility increases with the decrease of age.
1334.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, გეოქიმია
დადგენილია მათი ცვალებადობის ზოგიერთი კანონზომიერება.
Some regularities of their functuation have been established.
1335.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ელექტროქიმია
MoO<sub>4</sub><sup>2-</sup>-ის ელექტროქიმიური აღდგენის კინეტიკის პოლაროგრაფიული შესწავლა გამლღვალ KCl–NaCl-ის ფონზე.
A polarographic study of the kinetics of the electrochemical reduction of MoO<sub>4</sub><sup>2-</sup> - against the background of melted KCl–NaCl.
1336.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ელექტროქიმია
კვლევის პოლაროგრაფიული მეთოდით შესწავლილია MoO<sub>4</sub><sup>2-</sup> - ელექტროქიმიური აღდგენის პროცესი.
The process of electrochemical reduction of MoO<sub>4</sub><sup>2-</sup> - has been studied by the polarographic method.
1337.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ იგი მიმდინარეობს კინეტიკური შეზღუდვებით.
It has been found to occur with kinetic inhibitions.
1338.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ელექტროქიმია
MnO<sub>2</sub>-ის გოგირდმჟავა ხსნარებში კათოდური აღდგენის მექანიზმის შესახებ.
Concerning the mechanism of cathodic reduction of MnO<sub>2</sub> in sulphuric acid solutions.
1339.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ელექტროქიმია
შესწავლილია პლატინის ელექტროდზე ფორმირებული მანგანუმის ორჟანგის კათოდური აღდგენის პროცესი ოსცილოპოლაროგრაფიის მეთოდით.
Cathodic reduction of MnO2 deposited at a platinum surface has been investigated in sulphuric acid solutions by the oscillopolarographic method.
1340.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 80, ენერგეტიკა
თერმოდინამიკური წონასწორობების განხილვის საფუძველზე დადგენილია, რომ ორთქლსა და წყლის წვეთებს შორის ნივთიერების განაწილების კოეფიციენტი ნაკლებია ვიდრე წყლისა და ორთქლის მოცულობით ფაზებს შორის კოეფიციენტი და ეს უკანასკნელი ნაკლებია ვიდრე განაწილების კოეფიციენტი წყალსა და ორთქლის ბუშტულებს შორის.
The thermodynamic analysis of corresponding balances demonstrates that the distribution coefficients of substances between the bubbles of steam and water, between bulk phases of water and steam, and between steam and drops of water are different.