ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1621.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ზოგიერთი მარკეტოლოგი უფრო მეტად ენდობა მარკეტინგს კატალოგებით — მომხმარებელთა შერჩეულ სიას ფოსტით უგზავნიან კატალოგებს, არიგებენ მაღაზიებში ან მათი ნახვა შესაძლებელია ინტერნეტით.
Some marketers rely on catalog marketing—selling through catalogs mailed to a select list of customers, made available in stores, or accessed on the Web.
1622.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სატელევიზიო მარკეტინგი მოიცავს ორ ფორმას: პირდაპირი რეაგირების რეკლამას (ანუ საინფორმაციო რეკლამებს) და არხებს საყიდლების შინიდან გასაკეთებლად.
DRTV marketing has two forms: direct-response advertising (or infomercials) and home shopping channels.
1623.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბოლო წლებში აქტიურად შემოვიდა პირდაპირი მარკეტინგის რამდენიმე ახალი ციფრული ტექნოლოგია, მობილური მარკეტინგის, პოდკასტებისა და ვოდკასტების და ინტერაქტიური ტელევიზიის ჩათვლით.
In recent years, a number of new digital direct marketing technologies have emerged, including mobile marketing, podcasts and vodcasts, and interactive TV.
1624.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ონლაინმარკეტინგი მოიცავს ონლაინარხებს, რომლებიც გამყიდველებს კომპიუტერით აკავშირებს მომხმარებლებთან.
Online marketing involves online channels that digitally link sellers with consumers.
1625.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 3 ახსენით, როგორი რეაგირება მოახდინეს კომპანიებმა ინტერნეტზე და სხვა მძლავრ ახალ ტექნოლოგიებზე ონლაინმარკეტინგის სტრატეგიებით.
Objective 3 Explain how companies have responded to the Internet and other powerful new technologies with online marketing strategies.
1626.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ონლაინმარკეტინგი პირდაპირი მარკეტინგის სწრაფად მზარდი ფორმაა.
Online marketing is the fastest-growing form of direct marketing.
1627.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამდენად, ჭკვიანი მარკეტოლოგები ინტეგრირებულ მრავალარხიან სტრატეგიებს იყენებენ, რომლებსაც ინტერნეტი იმისათვის სჭირდებათ, რომ გაყიდვები სხვა მარკეტინგულ არხებში გადაამისამართონ.
Thus, smart marketers are employing integrated multichannel strategies that use the Web to drive sales to other marketing channels.
1628.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 4 განიხილეთ, როგორ ახერხებენ კომპანიები ონლაინმარკეტინგს წარმართვას ისე, რომ მომხმარებელს უფრო მეტად ღირებული მომსახურება შესთავაზონ.
Objective 4 Discuss how companies go about conducting online marketing to profitably deliver more value to customers.
1629.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ყველა ტიპის კომპანია უკვე აქტიურადაა ჩართული ონლაინმარკეტინგში.
Companies of all types are now engaged in online marketing.
1630.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გარდა ამისა, მრავალმა ტრადიციულმა კომპანიამ მომსახურების პაკეტს ონლაინმარკეტინგის ელემენტიც დაამატა.
In addition, many traditional companies have added online marketing operations.
1631.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიებს ონლაინმარკეტინგის წარმოება შეუძლიათ: ვებგვერდის შექმნით, ონლაინრეჟიმში სხვადასხვა სარეკლამო განცხადების განთავსებითა და აქციების მოწყობით, ვებსაზოგადოებების შექმნით და მათში აქტიური მონაწილეობით ან ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
Companies can conduct online marketing in any of the four ways: creating a Web site, placing ads and promotions online, setting up or participating in Web communities and online social networks, or using e-mail.
1632.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ონლაინრეკლამის ფორმები მოიცავს ონლაინსივრცეში სარეკლამო განცხადებების მოთავსებას, რეკლამის ძიების პროფილის მიხედვით, ერთი რეკლამის გამავრცელებლის მიერ დასპონსორებულ რეკლამას და ე.წ. ვირუსულ რეკლამას, რომელიც ნაამბობით ინფორმაციის გავრცელების ელექტრონული ვარიანტია.
Forms of online promotion include online display advertising, search-related advertising, content sponsorships, and viral marketing, the Internet version of word-of-mouth marketing.
1633.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგი ელექტრონული შეტყობინებებით სწრაფად მზარდ მექანიზმად გადაიქცა როგორც ბი-თუ-სი, ისე ბი-თუ-ბი მარკეტოლოგებისათვის.
Finally, e-mail marketing has become a fast-growing tool for both B-to-C and B-to-B marketers.
1634.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირი მარკეტინგის რა მექანიზმებს იყენებენ ისინი, მარკეტოლოგებმა დაუღალავი შრომის ფასად უნდა შეძლონ მათი ინტეგრირება მარკეტინგულ კომპლექსში.
Whatever direct marketing tools they use, marketers must work hard to integrate them into a cohesive marketing effort.
1635.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 5 მიმოიხილეთ სახელმწიფო პოლიტიკისა და ეთიკის საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია პირდაპირი მარკეტინგის დროს.
Objective 5 Overview of the public policy and ethical issues presented by direct marketing.
1636.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პირდაპირი მარკეტინგის სფეროში ასევე შეიმჩნევა პირადულობის დარღვევისა და ინტერნეტუსაფრთხოების პრობლემებიც, რაც მოითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას მარკეტოლოგებისა და საჯარო პოლიტიკის შემქმნელთაგან, რათა დაიცვან პირდაპირი მარკეტინგის შემოტევებისაგან.
The direct marketing industry has also faced growing concerns about invasion of privacy and Internet security issues that call for strong action by marketers and public policymakers to curb direct marketing abuses.
1637.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საბოლოო ჯამში, პირდაპირი მარკეტოლოგების უმეტესობას იგივე სურს, რაც მომხმარებლებს: კარგად მომზადებული და პატიოსანი მარკეტინგული შეთავაზებები, რომლებიც მხოლოდ იმ მომხმარებლებზე იქნება გათვლილი, რომლებიც მათ შესაბამისად დააფასებენ და რეაგირებას მოახდენენ.
In the end, most direct marketers want the same things that consumers want: honest and well-designed marketing offers targeted only toward consumers who will appreciate and respond to them.
1638.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირი მარკეტინგი საოცარი ტემპებით იზრდება და მისი უდიდესი ნაწილი სწორედ მობილური ტელეფონების პროგრამებით - ხორციელდება.
The Internet opened the door for explosive growth in direct marketing, and much of that growth is through applications for mobile devices.
1639.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პირდაპირი მარკეტინგის ეს ფორმები რა სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს და მარკეტოლოგებს?
What key benefits do these forms of direct marketing offer for consumers and for marketers?
1640.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მოძებნეთ ან წარმოიდგინეთ სხვა სფეროები, რომლებშიც ინტერნეტი და მობილური მოწყობილობები პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შესაძლებლობებს იძლევა.
Find or conceive of other applications in which the Internet and mobile devices create direct marketing opportunities.