ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1821.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ფიტოპათოლოგია
1970 – 1974 წლებში ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევი სოკოს Botrytis cinerea წინააღმდეგ გამოცდილი ფუნგიციდებიდან მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან ტოპსინი, ბმკ, ბენომილი და კაპტანი, ხოლო კომპლექსდაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე) წინააღმდეგ ერთდროული ბრძოლისთვის - ცინები + ბენომილი და ცინები + უზგენი.
Among fungicides tested in 1970 – 1974 against the fungus Botrytis cinerea Pers., which causes gray mould of grapes, the most effective fungicides are: topsin, benomyl and captan; cineb + benomyl and cineb + usgen are used against complex diseases (powdery, mildew, gray mould).
1822.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ქიმიური ტექნოლოგია
სამგორის ნავთობის შესწავლით დადგენილია, რომ საქონლის საკვები ცილების მიკრობიოლოგიური მეთოდით წარმოებისათვის საჭირო ნ. პარაფინული ნახშირწყალბადების შემცველ ოპტიმალურ პროდუქტებს წარმოადგენენ 250 – 300° C და 180 – 300° C ტემპერატურულ ინტერვალებში მიღებული ფრაქციები.
Study of Samgori oil has shown that the fractions obtained at temperature ranges of 250–300° C and 180–300° C are the optimum products on n–paraffin hydrocarbons for the production of animal feed proteins by the microbiological method.
1823.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
დადგენილია ორი კომპლექსური ფორმის დომინირება მარილმჟავას სხვადასხვა კონცენტრაციისას 4,0 – 2,2 მოლი და 0,08 მოლის ქვევით.
The domination of two complex forms in intervals of hydrochloric acid concentration of 4,0 – 2,2 M and below 0,08 M has been established.
1824.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
დადგენილ იქნა, რომ კოლორიმეტრიული მეთოდით 4-ამინოანტიპირინის გამოყენებით ფენოლის განსაზღვრას ხელს უშლის სულფიდ-იონის, აგრეთვე რკინის, ქრომისა და სპილენძის კათიონების არსებობა.
It was established that phenol determination by the colorimetric method, applying 4-aminoantipyrine as the reagent, is substantially influenced by the presence in the analyzed sample of sulphide ions, as well as of cations of iron, chrome and copper.
1825.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ანალიზური ქიმია
რკინა, ქრომი და სპილენძი, როგორც დადგენილ იქნა, შეიძლება შენიღბულ იქნენ კომპლექსონების (ტარტრატ-, ციტრატ-, EDTA-იონების) დამატებით.
It was found that iron, chrome and copper can be masked by adding complexons of tartrate- citrate- or EDTA ions.
1826.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ოქსიპროლინის როლი ხერხემლიანთა კოლაგენის სტრუქტურის სტაბილიზაციაში.
The role of hydroxyproline in stabilizing the vertebrate collagen structure.
1827.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
ხერხემლიანთა კოლაგენის თერმოსტაბილობის ფილოგენეტიკურ ცვლილებებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ოქსიპროლინი, რომლის რაოდენობის ზრდა იწვევს კოლაგენის დენატურაციის ტემპერატურის ზრდას.
The results of the analysis have proved that the phylogenetic alteration of thermostability in vertebrate collagen is determined by the changes in hydroxyproline content.
1828.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბიოფიზიკა
დადგენილია Nitella -ს უჯრედებისათვის ადრენალინისა და ნორადრენალინის ოპტიმალური კონცენტრაცია, რომელიც თავდაპირველად იწვევს პროტოპლაზმის მოძრაობის სიჩქარისა და მოსვენების პოტენციალის გაზრდას, ხოლო შემდეგ აღნიშული პარამეტრების შემცირებას.
Optimal concentrations of adrenalin and noradrenalin have been found for Nitella cells which first cause an increase in the protoplasm motion rate and the rest potential and later induce a decrease of the mentioned parameters.
1829.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბოტანიკა
ჩანასახის პარკის მიკროპილურ ნაწილში განლაგებულია კვერცხუჯრედი და ორი სინერგიდა, ქალაძურ ნაწილში - სამი ანტიპოდა, ხოლო ცენტრალური უჯრედი წარმოდგენილია ორი პოლარული ბირთვით.
The egg apparatus is represented by two synergids and an egg cell; there are three small antipodes in the chalazal part of the embryo sac, and two polar nuclei in the central cell of the embryo sac.
1830.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ბოტანიკა
დადგენილია რცხილის იარუსის სწრაფი გავრცელება ფიჭვის წარაფში - 7 – 10 მ წელიწადში.
The rate of the advance of the storey of C. orientalis into the pine grove has been found to be 7 m over a decade.
1831.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოლოგია
შესწავლილი რაიონის ბარემულ ნალექებში წარმოდგენილია ფორამინიფერების მრავალფეროვანი ფაუნა, რომელიც გვხვდება ქვედა ბარემის ზედა ნაწილში და ზედა ბარემში.
In the Barremian deposits of the investigated region a rich and varied foraminiferal fauna has been found in the upper part of the Lower Barremian and in the Upper Barremian.
1832.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოლოგია
მდ. ჭოჭიანის ხეობაში (ხრამის კრისტალური შვერილი) წარმოდგენილი ულტრაფუძე და ფუძე ქანების ტექტონიკური პოზიციისა და პეტროლოგიურ-გეოქიმიურ თავისებურებათა საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს ქანები ძველი ოკეანური ქერქის ფრაგმენტებია.
On the basis of the tectonic position and petrological and geochemical properties of ultrabasic and basic rocks in the gorge of the Chochviani river (crystalline uplift of Khrami), the authors suggest that the rocks represent a fragment of the old oceanic crust.
1833.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
წარმოდგენილია რთული მრუდიდან ცნობილი პერიოდის მქონე ჰარმონიკების გამოყოფის სქემა სასრულო სხვაობების მეთოდის გამოყენებით.
A scheme is presented for the separation of harmonics with a known frequency from a compound curve.
1834.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
პრაქტიკული შემოწმებისათვის შედგენილ იქნა რთული მრუდი 12 ჰარმონიკისაგან.
The compound curve was built of twelve harmonics for the purpose of verification.
1835.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
წარმოდგენილია ჯამური მრუდიდან საძიებელი სიხშირეების მქონე ჰარმონიკების გამოყოფის შედეგები.
The results of the separation of some harmonics with the sought frequency from summary curves are given.
1836.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
წარმოდგენილია ნალექების თვიური ჯამის გრძელვადიანი პროგნოზის რიცხვითი სქემა ძირითადი გრადაციებისათვის.
The long–range forecast numerical scheme of the monthly quantities of precipitation according to gradations is given.
1837.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
ამიერკავკასიის ცალკეული რაიონებისათვის შედგენილია დისკრიმინანტული ფუნქციები წლის ცივი და თბილი პერიოდებისათვის.
Discriminant functions for the different regions of the Transcaucasus for the cold and warm half years are constructed.
1838.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
ამ ტალღების ჯგუფურ სიჩქარეთა გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ დედამიწის ზედა მანტიის მცირესიჩქარიანი ფენა სისქით 230 – 250 კმ დედამიწის ზედაპირიდან მოთავსებულია 120 – 140 კმ სიღრმეზე აზიის კონტინენტისათვის.
A study of the group velocities of these waves has revealed that a lower velocity layer with the thickness of 230 – 250 km is found at the depth of 120 – 140 km from the surface of the earth on the continent of Asia.
1839.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
დამაგნიტების ფიზიკური ბუნების განსაზღვრის N<sub>T</sub> მეთოდი გამოიყენება ისეთი ქანებისათვის, რომლებშიც ფერომაგნეტიკი ძირითადად წარმოდგენილია მრავალდომენიანი მარცვლებით.
The determination method of the physical nature of the magnetization I<sub>n</sub> (the method N<sub>T</sub>) is applicable to rocks in which ferromagnetic is mostly present by multidomain grains.
1840.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ ზედა მანტიის მცირესიჩქარიანი ფენა სისქით 240 კმ კავკასიის ცენტრალური ნაწილისათვის დედამიწის ზედაპირიდან მოთავსებულია 130 კმ სიღრმეზე.
It has been determined that the lower velocity layer of the upper mantle with the thickness of 240 km on the territory of the central part of the Caucasus is found at the depth of 130 km from the surface of the earth.