ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1841.
ბიოლოგია | თავი LI
ხელოვნური მორთულობა წარმოადგენს ახალ ანატომიურ მახასიათებელს, რასაც შეიძლება ბუნებრივადაც ჰქონდეს ადგილი პოპულაციებში გენეტიკური მუტაციის შედეგად.
The artificial ornaments represent novel anatomical features that might appear naturally in populations as a consequence of genetic mutations.
1842.
ბიოლოგია | თავი LI
ამის შედეგად ნარინჯისფერყელიანი მამრები ხელში იგდებენ ცისფერყელიანი მამრების ტერიტორიებს და მრავლდებიან.
As a consequence, orange-throat males take over blue-throat territories and increase in abundance.
1843.
ბიოლოგია | თავი LI
ზოგადად მიჩნეულია, რომ თუ ამ ინდივიდებს ერთმანეთთან კვლავ შეხვედრის შანსი აქვთ და თუ ამ შეხვედრას უარყოფითი შედეგი მოჰყვა, ანუ ინდივიდი, ვისაც ადრე დახმარება გაუწიეს, სიკეთითვე არ გადაუხდის, ამგვარ საქციელს ქცევის ეკოლოგები „მოტყუებას “ უწოდებენ.
It is generally thought to be most likely where individuals are likely to meet again and where there would be negative consequences associated with not returning favors to individuals who had been helpful in the past, a pattern of behavior that behavioral ecologists refer to as "cheating."
1844.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ კითხვას ბიოლოგებმა რომ უპასუხონ, მათ სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებული ორგანიზმების არა მარტო მორფოლოგია (სხეულის ფორმა) უნდა შეადარონ, არამედ მხედველობაში უნდა მიიღონ გარეგნულად ნაკლებად შესამჩნევი სხვაობა ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში და დნმ-ის თანმიმდევრობაში.
To answer this question, biologists have compared not only the morphology (body form) of different groups of organisms but also less obvious differences in physiology, biochemistry, and DNA sequences.
1845.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბიოლოგები სახეობების ფილოგენეტიკური ისტორიის გამოსაკვლევად ადარებენ მათ ფიზიკურ თვისებებს ან ერთი სახეობის დნმ-ის თანმიმდევრობას სხვა ორგანიზმების დნმ-ის თანმიმდევრობასთან.
Biologists trace the phylogenetic history of a species by comparing its physical characteristics or its molecular sequences with those of other organisms.
1846.
ბიოლოგია | თავი XXVI
დნმ-ის ორმაგი ჯაჭვისგან განსხვავებით, რომელიც ორმაგი სპირალის სტანდარტულ ფორმას იღებს, რნმ-ის ერთჯაჭვიანი მოლეკულები სხვადასხვა სამგანზომილებიან ფორმას იღებს, რომელსაც მათი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა განსაზღვრავს.
Unlike double-stranded DNA, which takes the form of a uniform helix, single-stranded RNA molecules assume a variety of specific three-dimensional shapes mandated by their nucleotide sequences.
1847.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთ მოლეკულას აქვს ორივე: - გენოტიპური (მისი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა) და ფენოტიპური (მისი სტრუქტურა, რომელიც კონკრეტული მიმართულებით გარშემო მყოფ მოლეკულებთან ურთიერთმოქმედებს) თვისებები.
The molecule thus has both a genotype (its nucleotide sequence) and a phenotype (its conformation, which interacts with surrounding molecules in specific ways).
1848.
ბიოლოგია | თავი XXVI
გარემოს ექსტრემალურ პირობებში რნმ-ის მოლეკულები, რომლებსაც ზუსტი ძირითადი თანმიმდევრობა აქვს, უფრო სტაბილურია.
In a particular environment, RNA molecules with certain base sequences are more stable and replicate faster and with fewer errors than other sequences.
1849.
ბიოლოგია | თავი XXVI
მათი რეპლიკაციაც უფრო სწრაფია და ნაკლები შეცდომებით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა თანმიმდევრობების რეპლიკაცია. რნმ-ის განსხვავებული მოლეკულები კონკურირებენ რეპლიკაციისთვის საჭირო მონომერებისთვის. იმარჯვებს თანმიმდევრობა, რომელიც უკეთ შეგუებულია ტემპერატურას, მარილის კონცენტრაციასა და ხსნარის სხვა თვისებებს, და საუკეთესო თვითკატალიზური აქტივობა ახასიათებს.
Beginning with a diversity of RNA molecules that must compete for monomers to replicate, the sequence best suited to the temperature, salt concentration, and other features of the surrounding solution and having the greatest autocatalytic activity will prevail.
1850.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთი მოლეკულების შთამომავლობა ერთი რნმ-ის აბსოლუტურად იდენტური ასლი არ არის. ახლომონათესავე თანმიმდევრობათა ოჯახს შვილეული რნმ-ები ქმნიან.
Its descendants will not be a single RNA species but will be a family of closely related sequences because of copying errors.
1851.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროტობიონტებში გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი რნმ-ის თანმიმდევრობის გაჩენის შემდეგ ბევრი სხვა ცვლილებაც გახდა შესაძლებელი.
Once RNA sequences that carried genetic information appeared in protobionts, many further changes were possible.
1852.
ბიოლოგია | თავი XXVI
საუკეთესო ინდექსური ნამარხები წარსულში დედამიწაზე ფართოდ გავრცელებული წყლის ნიჟარიანი ორგანიზმებია. ინდექსური ნამარხებიდან ჩანს, რომ ყველა ადგილს ახასიათებს ნამარხების თანმიმდევრობის დარღვევები.
Index fossils reveal that at any particular location there are likely to be gaps in the sequence.
1853.
ბიოლოგია | თავი XXVI
დანალექ შრეებში არსებული ნამარხების შედარებით ვხედავთ ნამარხების დალაგების თანმიმდევრობას, მაგრამ მათ ასაკს ვერ ვიგებთ.
The relative sequence of fossils in rock strata tells us the order in which the fossils were laid down, but it does not tell us their ages.
1854.
ბიოლოგია | თავი XXVI
შევძლებთ კედელზე გაკრული ქაღალდის თანმიმდევრობის დადგენას, მაგრამ მისი კედელზე დაწებების დროს ვერ დაადგენთ.
You can determine the sequence in which the layers were applied but not the year each layer was added.
1855.
ბიოლოგია | თავი XXVI
სერიული ენდოსიმბიოზის (ენდოსიმბიოზური მოვლენების თანმიმდევრობა) ჰიპოთეზის თანახმად პლასტიდებზე ადრე ამ პროცესში მიტოქონდრია ჩაება.
Thus, the hypothesis of serial endosymbiosis (a sequence of endosymbiotic events) supposes that mitochondria evolved before plastids.
1856.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზომით, ნუკლეოტიდური თანმიმდევრობითა და გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის მიხედვით მიტოქონდრიების და პლასტიდების რიბოსომები უფრო წააგავს პროკარიოტების რიბოსომებს, ვიდრე ევკარიოტული უჯრედის ციტოპლაზმურ რიბოსომებს.
In terms of size, nucleotide sequence, and sensitivity to certain antibiotics, the ribosomes of mitochondria and plastids are more similar to prokaryotic ribosomes than they are to the plasmic ribosomes of eukaryotic cells.
1857.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სისტემატიკოსებმა რიბოსომის ერთი სუბერთეულის რნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა შეისწავლეს.
To answer this question, systematists have focused on the nucleotide sequence of the RNA in one of the ribosomal subunits.
1858.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის გენომის პროექტის საბოლოო მიზანი იყო ადამიანის დნმ-ის სრული თანმიმდევრობის წაკითხვა და მისი აღქმის გაადვილება.
The ultimate purpose of the Human Genome Project was to read out and make freely available the complete DNA sequence of the human being.
1859.
ბიოლოგია | თავი XIII
ძალიან გრძელ თანმიმდევრობებში გენების იდენტიფიცირება რთული საქმეა.
It's not easy to identify the genes within a very long sequence.
1860.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს განსაკუთრებით ადამიანსა და სხვა მრავალუჯრედიან ევკარიოტებს ეხება, რომლებსაც აქვთ არამაკოდირებელი დნმ-ისა და გენ-მაკოდირებელი თანმიმდევრობების დიდი რაოდენობა, რომელიც არამაკოდირებული დნმ-ს ფრაგმენტებით (ინტრონებით) მოკლე სეგმენტებად (ეგზონებად) დაყოფილია.
This is particularly so in humans and other multicellular eukaryotes, which generally have huge amounts of noncoding DNA and gene-coding sequences split up into small segments (exons) interrupted by stretches of noncoding DNA (introns).