ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ენვაირონმენტალიზმი ორგანიზებული სოციალური მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
Environmentalism is an organized social movement seeking to minimize the harm done to the environment and quality of life by marketing practices.
1882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონსიუმერიზმი და ენვაირონმენტალიზმი მდგრადი მარკეტინგის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
Both consumerism and environmentalism are important components of sustainable marketing.
1883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 4 - აღწერეთ მდგრადი მარკეტინგის პრინციპები.
Objective 4 - Describe the principles of sustainable marketing.
1884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, კომპანიის მარკეტინგული გუნდი ვალდებულია ხელი შეუწყოს მარკეტინგული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
Under the sustainable marketing concept, a company’s marketing should support the best long-run performance of the marketing system.
1885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის ხუთი ძირითადი პრინციპი ასეთია: მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი, მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებაზე ორიენტირებული მარკეტინგი, ინოვაციური მარკეტინგი, მისიის აღქმის მარკეტინგი და საზოგადოებრივი მარკეტინგი.
It should be guided by five sustainable marketing principles: consumer-oriented marketing, customer-value marketing, innovative marketing, sense-of-mission marketing, and societal marketing.
1886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზან 5 - განმარტეთ ეთიკის როლი მარკეტინგში.
Objective 5 - Explain the role of ethics in marketing.
1887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიები სულ უფრო ხშირად აცნობიერებენ პოლიტიკის და სამოქმედო სახელმძღვანელოების შემუშავების აუცილებლობას, რათა მენეჯერებმა უფრო იოლად შეძლონ მარკეტინგული ეთიკის საკითხების გააზრება.
Increasingly, companies are responding to the need to provide company policies and guidelines to help their managers deal with questions of marketing ethics.
1888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თითოეული ფირმა და მარკეტინგის მენეჯერი ვალდებულია შეიმუშაოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და ეთიკური ქცევის ფილოსოფია.
Each firm and marketing manager must work out a philosophy of socially responsible and ethical behaviour.
1889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, მენეჯერები ვალდებულნი არიან არ შემოიფარგლონ მხოლოდ იურიდიულად დასაშვებ ღონისძიებებზე ფიქრით და შეიმუშაონ პიროვნულ ღირსებაზე, კორპორაციულ ცნობიერებაზე და მომხმარებლების გრძელვადიან კეთილდღეობაზე დაფუძნებული სტანდარტები.
Under the sustainable marketing concept, managers must look beyond what is legal and allowable and develop standards based on personal integrity, corporate conscience, and long-term consumer welfare.
1890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ლევი სტრაუსს, ტიმბერლენდს, თარგეთს, პატაგონიასა და სხვებს, შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის ეკოლოგიური ზემოქმედება შეაფასონ.
Many companies, such as Timberland, which was profiled at the beginning of this chapter, take sustainable marketing seriously.
1891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რა გზებს გვთავაზობს მეორადი პროდუქციის ბიზნესი მარკეტინგის გავრცელებული სოციალურ კრიტიკის საწინააღმდეგოდ?
In what ways does the thrift store industry present solutions to the common social criticisms of marketing outlined in the text?
1892.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმა: შესავალი.
The Marketing Plan: An Introduction.
1893.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
როგორც მარკეტოლოგს, კარგი მარკეტინგული გეგმა იმისათვის გჭირდებათ, რომ თქვენი ბრენდის, პროდუქტისა თუ კომპანიისათვის შეარჩიოთ შესაბამისი მიმართულება და სამიზნე.
As a marketer, you’ll need a good marketing plan to provide direction and focus for your brand, product, or company.
1894.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
არაკომერციული ორგანიზაციები მარკეტინგულ გეგმებს ასევე იმისათვის იყენებენ, რომ უკეთესად შეძლონ დაფინანსების მოძიება და საზოგადოების ინფორმირება.
Nonprofit organizations also use marketing plans to guide their fund-raising and outreach efforts.
1895.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
სახელმწიფო უწყებებიც კი სახავენ მარკეტინგულ გეგმებს ისეთი ინიციატივებისათვის, როგორიცაა საზოგადოების ცოდნის ამაღლება სწორი კვების შესახებ და ტურიზმის ხელშეწყობა.
Even government agencies develop marketing plans for initiatives such as building public awareness of proper nutrition and stimulating area tourism.
1896.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმის მიზანი და შინაარს.
The Purpose and Content of a Marketing Plan.
1897.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ბიზნესგეგმისაგან განსხვავებით, რომელიც მთლიანი ორგანიზაციის მისიის, მიზნების, სტრატეგიისა და რესურსების განაწილების ამსახველ დოკუმენტს წარმოადგენს, მარკეტინგულ გეგმას უფრო მეტად ლიმიტირებული არეალი აქვს.
Unlike a business plan, which offers a broad overview of the entire organization’s mission, objectives, strategy, and resource allocation, a marketing plan has a more limited scope.
1898.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მისი მიზანია დოკუმენტურად წარმოადგინოს, როგორ მოხდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევა კონკრეტული მარკეტინგული სტრატეგიებისა და ტაქტიკის მეშვეობით, სადაც მყიდველს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
It serves to document how the organization’s strategic objectives will be achieved through specific marketing strategies and tactics, with the customer as the starting point.
1899.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ვთქვათ, მარკეტინგული გეგმით განსაზღვრული მიზანი არის 200 000 ცალი პროდუქტის გაყიდვა.
Suppose a marketing plan calls for selling 200,000 units annually.
1900.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
შესაბამისი ორგანიზაციული მხარდაჭერისა და რესურსების გარეშე, ვერცერთი მარკეტინგული გეგმა ვერ მიაღწევს წარმატებას.
Without the appropriate level of organizational support and resources, no marketing plan can succeed.