ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ენტომოლოგია
შესაბამისად, რბილი ცრუფარიანას მაღალი სიმჭიდროვის დროს ლიმონარიუმში რეკომენდირებულია პესტიციდების გამოყენება ან ენდოპარაზიტების შეყვანა.
Accordingly, under such critical density, application of pesticides and endoparasites is recommended in lemon glasshouses.
202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, პალეონტოლოგია
მდ. მაგანის ნახშირიანი წყების ნამარხებს მხოლოდ მცენარეები წარმოადგენენ. აქ დადგენილია Equisetales-ის, Filicales-ის, Bennettitales-ის, Coniferales-ის 10 წარმომადგენელი, რომლებიც შემცველ ნალექებს შუაიურულად ათარიღებენ.
Ten representatives of Equisetales, Filicales, Bennettitales and Coniferales have been identified in the coal-bearing suite deposite of the Magana river (Western Georgia), permitting to refer them to Middle Jurassic.
203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ფსიქოლოგია
ექსპერიმენტული კვლევის პროცესში მოწმდება ჰიპოთეზა: რაც უფრო რთულია განწყობის შემუშავების პროცესი, მით ნაკლებია განწყობის საწინააღმდეგოდ შეცვლის ალბათობა.
The paper deals with experimental verification of the following hypothesis: the more complex the process of set fixation the less likely will set change to its opposite.
204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 93, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმის მარილთა წყალხსნარებიდან დალექილი მანგანუმის კარბონატის თერმული დისოციაციის შედეგად მიღებულია γ-მოდიფიკაციის აქტიური მანგანუმის ორჟანგი.
Active γ-manganese dioxide has been produced by thermal dissociation of manganese carbonate deposited from aqueous solutions of manganese salts.
205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კონტრალატერალური მხარის ჰიპოკამპის სიმეტრიული წერტილის გაღიზიანება, როგორც წესი, იწვევდა ჰიპოკამპის პირამიდული უჯრედების მონოსინაფსურ აგზნებას. სიმეტრიული წერტილიდან 1-2 მმ-ით დაშორებული წერტილის გაღიზიანება კი იწვევდა საწინააღმდეგო ეფექტს, კერძოდ, სპაიკური აქტივობის საწყის შეკავებას.
Single stimulation of the symmetrical site of the contralateral hippocampus was found to cause a monosynaptic excitation of hippocampal pyramidal cells, whereas stimulation of a site at 1-2 mm distance rostrally or caudally from the symmetrical site had an opposite effect, namely, initial inhibition of spike activity.
206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მინერალოგია
ამფიბოლების სტრუქტურაში კათიონების განაწილების საფუძველზე დადგენილია, რომ ტემპერატურის შემცირებასთან ერთად მათი შემადგენლობა იცვლებოდა პარგასიტიდან რქატყუარასაკენ.
A study of kation distribution in the amphibole structure has shown that with the decrease of temperature the composition of amphiboles change from pargasite to hornblende.
207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მცენარეთა ფიზიოლოგია
შესწავლილია შაქრების როლი ვაზის საწარმოო ჯიშების (რქაწითელი, ჩინური, გორული მწვანე, საფერავი) გადაზამთრებაში.
Data are reported on the content of sugars in the shoots of the main industrial grapevine varieties Rkatsiteli, Chinuri, Goruli Mtsvane and Saperavi.
208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მცენარეთა ფიზიოლოგია
კერძოდ შემოდგომიდან ზამთრისაკენ ვაზის ლერწებში მატულობს მონო- და ოლიგოსახარიდების რაოდენობა, რაც უფრო შეიმჩნევა შედარებით მეტად ყინვაგამძლე ჯიშებში - რქაწითელსა და ჩინურში.
Sugar storage relative to wintering is more pronounced in the frost-resistant varieties Rkatsiteli and Chinuri.
209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია საქართველოს ძეგვის საბადოს (ხეკორძულას უბანი) კლინოპტილოლითის იონგაცვლითი უნარი თუთიისა და სპილენძის კათიონების მიმართ.
A study has been made of the ion-exchange capacity of the Dzegvi clinoptilolite from the Khekordzula site (Georgian SSR) at interaction with zinc and copper salts.
210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ქიმიური ტექნოლოგია
საქართველოს მცირედებეტიანი საბადოების ნავთობების მიზანშეწონილი ათვისების ზოგიერთი წინამძღვარი.
Some prerequisites for expedient exploitation of low-debit petroleum deposits of Georgia.
211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკული ცდის პირობებში კატის ღვიძილის დროს თავის ტვინის ე.წ. ზღუდის (Claustrum) მაღალი სიხშირით გაღიზიანება (კუდიანი ბირთვისგან განსხვავებით) იწვევს ახალი ქერქის ნეირონთა სინქრონულ აქტივობას, ხოლო ძილის ნელტალღოვანი ფაზის დროს მის გაძლიერებას, ე.ი. ზღუდე ხელს უწყობს ქერქის ელექტრული აქტივობის სინქრონიზაციას, განსხვავებით კუდიანი ბირთვისაგან, რომლის გაღიზიანებაც ძილის ნელტალღოვანი ფაზის დროს იწვევს ელექტრული აქტივობის დესინქრონიზაციასა და ცხოველის გამოღვიძებას. ამრიგად, ზღუდისა და კუდიანი ბირთვის გაღიზიანება, გარკვეულ პირობებში, ქერქული ელემენტების ელექტრულ აქტივობაზე ერთიმეორის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
In waking cats (chronic experiments) a high-frequency stimulation of the claustrum (as distinguished from the caudate nucleus) results in the synchronization of neocortical electrical activity, while during the slow wave phase of sleep synchronization enhances: in other words, it contributes to EEG synchronization, unlike the caudate nucleus, stimulation of which in slow wave sleep leads to EEG desynchronization and the animal’s arousal thus, in definite conditions stimulation of the claustrum and the caudate nucleus exerts an opposite influence on the electrical activity of the cerebral cortical elements.
212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
ცდები ტარდებოდა ევროპულ ჯიშებზე: რქაწითელი და საფერავი, რომლებიც დამყნილია საძირეებზე, ბერლანდიერი × რიპარია 5 ბბ, რიპარია × რუპესტრის 3309, შასლა × ბერლანდიერი 41 ბ და რუპესტრის × დიულო, საკონტროლოდ ვიღებდით იგივე ჯიშების დაუმყნელ ვაზებს.
The frost-resistance of the varieties Rkatsiteli and Saperavi, grafted on the stocks Berlandieri × riparia 5 BB, Riparia ×Rupestris 3309, Chasselas × Berlandieri 41 b, and Rupestris Dulot, was studied. Ungrafted grapevines of the same varieties were taken as controls.
213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
როგორც რქაწითელის, ასევე საფერავის ნამყნებში გამობრძმედის ორივე ფაზის გავლის შემდეგ, გამოუბრძმედავთან შედარებით, ყინვაგამძლეობა საგრძნობლად იზრდება.
Both the Rkatsiteli and Saperavi varieties, grafted on different stocks, increased their frost-resistance after both phases of hardening.
214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
შესწავლილი ჯიშებიდან მეტი ყინვაგამძლეობით გამოირჩევა საძირე დიულო და მასზე დამყნილი ვაზები. განსაკუთრებით რქაწითელი, ნაკლებ ყინვაგამძლე აღმოჩნდა 3309-ზე ნამყენი ვაზები.
The Dulot stock and the vines grafted on it, the Rkatsiteli variety in particular, proved to be the most frost-resistant stock among all the varieties studied, whereas stock 3309 should be considered less frost-resistant.
215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
ცდები ტარდებოდა ევროპულ ჯიშებზე: რქაწითელი და საფერავი, რომლებიც დამყნილია საძირეებზე, ბერლანდიერი × რიპარია 5 ბბ, რიპარია × რუპესტრის 3309, შასლა × ბერლანდიერი 41 ბ და რუპესტრის × დიულო, საკონტროლოდ ვიღებდით იგივე ჯიშების დაუმყნელ ვაზებს.
The study involved the European varieties Rkatsiteli and Saperavi, grafted on the stocks Berlandieri × Riparia 5 BB, Riparia × Rupestris 3309, Chasselas ×Berlandieri 41 b, and Rupestris Dulot.
216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
შაქრების ჯამი შედარებით ყინვაგამძლე ჯიშებში - რქაწითელსა და მის ნამყენებში ზამთრის პერიოდში მეტია, ვიდრე ნაკლებ ყინვაგამძლე საფერავში.
The total amount of sugars in the more frost-resistant Rkatsiteli variety and its graftings is somewhat higher in winter as compared with the less frost-resistant Saperavi variety.
217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, მცენარეთა ფიზიოლოგია
ამგვარად ზამთრის თვეებში ხსნადი ნახშირწყლების მეტი რაოდენობით გამოირჩევა რქაწითელი და მისი ნამყენები 5 ბბ-ზე და დიულოზე.
Thus, in winter months the content of soluble carbohydrates is higher in the Rkatsiteli variety and its graftings on 5 BB and Dulot.
218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, ნიადაგმცოდნეობა
ნაშრომში ნაჩვენებია ანდეზიტ-ბაზალტების და ქვიშაქვების გამოფიტვის პროდუქტებზე განვითარებულ ყომრალ ნიადაგებში თიხა მინერალების ასოციაციების თავისებურებანი განსხვავებული ტყის შემქმნელი ჯიშების (ნაძვი და წიფელი) ზეგავლენით.
The paper deals with the peculiarities of associations of clayey minerals in brown forest soils developed on the weathering products of andesite-basalts and sandstones as influenced by differing forest-forming trees (fir and beech).
219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
გადალექილი მტვრის შესახებ კოლხეთის ჰოლოცენურ ნალექებში.
On redeposited pollen in the holocene deposits of Kolkheti.
220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 113, პალეობიოლოგია
აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ჰოლოცენის ზღვიურ ნალექებში უმეტესად გვხვდება Taxodiaceae, Carya, Cedrus-ის გადალექილი მტვერი და ხისებრი გვიმრების სპორები.
The highest content of redeposited pollen of Taxodiaceae, Carya, Cedrus, and of the spores of dendritic ferns is found in marine deposits of the Holocene in north-western Abkhazia.