ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2661.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
რკინაბეტონის რეზერვუარების შედგენილი პანელების სტატიკური მუშაობისა და წყალგაუმტარიანობის გამოკვლევა.
Study of the structural behaviour and watertightness of sectional reinforced concrete slabs of reservoirs.
2662.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
მოყვანილია შედგენილი რკინაბეტონის პანელების ექსპერიმენტული გამოკვლევის მონაცემები.
The paper deals with the results of test studies of the structural behaviour of sectional reinforced concrete slabs with an insulating layer.
2663.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, სამშენებლო მექანიკა
შერჩეულია და ექსპერიმენტულად გასინჯულია საიზოლაციო ფენის ოპტიმალური შედგენილობა, სიგრძე და მდებარეობა.
The optimum composition, thickness and position of the insulating layer, guaranteeing watertightness of reservoir slabs, have been selected and experimentally tested.
2664.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ფიზიკა
დადგენილია, რომ ახლო მოწესრიგებას არა აქვს ადგილი მინარევის 8ატ. %-მდე.
No short-range order is observed up to 8 at. % of impurity.
2665.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ფიზიკური ქიმია
განსაზღვრულია Mn<sub>3</sub>P სტანდარტული ენტროპიის მნიშვნელობა და დადგენილია 1378K ტემპერატურაზე Mn<sub>3</sub>P დაშლის შესაძლებლობა შემდეგი რეაქციით Mn<sub>3</sub>P=Mn<sub>2</sub>P+Mn.
The value of standard entropy of Mn<sub>3</sub>P has been determined and the probability of peritectic decomposition of Mn3P has been established according to the reaction Mn<sub>3</sub>P=Mn<sub>3</sub>P+Mn at 1378K.
2666.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ფიზიკური ქიმია
შედგენილია Mn<sub>3</sub>P წარმოქმნის ჯიბსის თავისუფალი ენერგიის ტემპერატურისაგან დამოკიდებულების გამომსახველი სამწვერა განტოლებები 298 – 1378K ტემპერატურულ შუალედში.
Three-member equations of temperature dependence of the Gibbs free energy of Mn<sub>3</sub>P formation from simple substances in the range of 298 – 1378K have been derived.
2667.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ციტოლოგია
შესწავლილია დროული ახალშობილების ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების ციტოქიმიური მაჩვენებლების (ტუტე და მჟავე ფოსტაზა, გლიკოგენი, ფოსფოლიპიდები, მიელოპეროქსიდაზა, რნმ, სუქცინატდეჰიდროგენაზა) დინამიკა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის მწვავე, ქვემწვავე და გახანგრძლივებული მიმდინარეობის შემთხვევაში.
The dynamics of the neutrophil and lymphocyte cytochemical indices (alkaline and acid phosphatase, glycogen, phospholipids, myeloperoxidase, RNA, succinate dehydrogenase) in newborn children with acute, subacute, and chronic staphylococcal sepsis was studied.
2668.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰიდროტექნიკა
ჩატარებულია თბილისის წყალსაცავის ჰიდროქიმიური შედგენილობის გაზომვათა რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინებულია მათი კავშირი წყალსაცავში წყლის დგომის მოდულთან, წყალსაცავის ზედაპირიდან წყლის აორთქლებასთან და ანალოგიურ შედგენილობასთან სიონის წყალსაცავში.
Quantitative analysis has been carried out, dealing with the results of long-term investigations of the hydrochemical composition of water in the Tbilisi water storage basin. The analysis has revealed a relationship between the water quality in the storage basin under consideration and the modulus of water stagnation in the basin, as well as water mineralization in the Sioni storage basin.
2669.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ხუთ კატაზე დადგენილია ცვლილებები სამიზნე რეფლექსისა და სხვა ქცევითი რეაქციების მიმდინარეობაში ბგერით პირობით სიგნალებს შორის დროის ინტერვალის შემცირებისას 7 სეკუნდამდე და უფრო მეტად.
In five cats some changes were established in the course of the “targeting reflex” and other behavioural reactions if the time intervals between the conditional acoustic signals were reduced to 7 sec. and less.
2670.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ გამოხარშვის პროცესში იზრდება ტერპენულ ნაერთთა, განსაკუთრებით ლინალოოლის, მისი ჟანგეულების და გერანიოლის შემცველობა.
Tea brewing was found to be accompanied by an increase in the content of terpenic compounds, particularly linalool and its oxides, as well as geraniol.
2671.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ მუხის მერქანში ელაგოტანინი წარმოიშობა და გროვდება 14-15 წლის ხნოვანების პარენქიმულ უჯრედებში, რომლებშიც გააქტივებულია სუნთქვითი პროცესი.
It is established that elagotannin is formed and accumulated in 14-15-year old parenchymal cells of oak-tree woods in which the respiratory process is activated.
2672.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ სახაროზის მაღალი კონცენტრაცია იწვევს იუკა შესანიშნავის კოკრების იზოლირებული ქსოვილის ზრდის შენელებას.
A high concentration of sucrose was found to decrease the growth rate of isolated tissues of Yucca gloriosa buds.
2673.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით დადგენილ იქნა, რომ იუკა შესანიშნავის კოკრების იზოლირებული ქსოვილი ინარჩუნებს სტეროიდული საპოგენინების სინთეზის უნარს.
A study by the method of fine-layer chromatography showed that the bud tissue of Yucca gloriosa preserves the ability of synthesising steroid sapogenins.
2674.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
თვისობრივმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ ტიგოგენინის რაოდენობა ჭარბობს სხვა საპოგენინების რაოდენობას.
A qualitative study indicates that the quantity of tigogenine is more than that of other sapogenins.
2675.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ კალმოდულინი, ვალინომიცინი, NaF, ნორადრენალინი ააქტივებენ, ედტა ინჰიბირებს, ხოლო KCl, CaCl<sub>2</sub> არ მოქმედებენ ადენილატციკლაზის აქტივობაზე გლიურ უჯრედებში.
Kalmoduline, valinomicine, NaF, and noradrenaline were found to increase adenylate cyclase activity, EDTA to decrease, and KCl, CaCl<sub>2</sub> had no effect on its activity in glial cells.
2676.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ნეიროსტენინი და გლიოსტენინი არ განსხვავდება სუპერპრეციპიტაციის სიჩქარისა და ხარისხის მაჩვენებლებით, ამინომჟავური შედგენილობით და ატფ-აზური აქტივობით.
It is shown that neurostenin and gliastenin do not differ in the rate and degree of superprecipitation and amino acid composition, or in ATPase activity.
2677.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
შესწავლილია α-ნაფტოლისა და ო-ნიტროფენოლის დეტოქსიკაციის გზები მცენარეებში. დადგენილია, რომ მრავალატომიანი ფენოლებისაგან განსხვავებით α-ნაფტოლი და ო-ნიტროფენოლი მცენარეებში არ წარმოქმნიან გლიკოზიდებს.
The formation of the products of conjugation with peptides was found to be one of the main pathways of α-naphthol and o-nitrophenol detoxication in annual plants.
2678.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ლიმონის ფოთლებიდან დიფერენციალური და გრადიენტული ცენტრიფუგირების მეთოდებით გამოყოფილ სუბუჯრედულ ფრაქციებში მალატდეჰიდროგენაზის და ნად- და ნადფ-გლუტამატდეჰიდროგენაზების, ქლოროფილის და მიტოქონდრიებისა და პეროქსისომების მარკერული ფერმენტების - ციტოქრომ c-ოქსიდაზისა და კატალიზის განაწილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ნად- და ნადფ-გლუტამატდეჰიდროგენაზები ლოკალიზებულია მხოლოდ მიტოქონდრიებში, ხოლო მალატდეჰიდროგენაზა ძირითადად მიტოქონდრიებში და შედარებით მცირე ხვედრითი აქტივობით პეროქსისომებში.
Subcellular organelles have been isolated from lemon (Citrus limon) leaves by the methods of differential and sucrose density gradient centrifugation. On the basis of percentage distribution of malate and NAD- and NADP-glutamate dehydrogenases, chlorophyll and marker enzymes of mitochondria and peroxisomes – cytochrome c-oxidase and catalase, respectively – NAD- and NADP-glutamate dehydrogenases were found to be localized only in mitochondria, while malate dehydrogenase localizes mainly in mitochondria and – with relatively low specific activity – in peroxisomes.
2679.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ გლიური უჯრედები შეიცავენ β-რეცეპტორებს.
Glial cells were found to contain β-receptor.
2680.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, გეოლოგია
არდონის აუზში დადგენილია კამპანურის (და არა სენომანურის, როგორც ადრე ვარაუდობდნენ) უთანხმო განლაგება ზედაალბურის ქვედა - Hysteroceras orbignyi ზონაზე.
An unconformity of the Campanian (not the Cenomanian as believed by earlier authors) in the lower zone of the Upper Albian has been established in the Ardon basin (North Caucasus).