ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცალკეული პიგმენტების შემცველობა და ქლოროფილაზას აქტივობა მგრძნობიარე მაჩვენებლებია ვაზში ტრიანიზული ჰერბიციდების ოპტიმალური ხარჯვის ნორმების დადგენისათვის.
It is suggested that the quantitative content of separate pigments and chlorophylase activity are sensitive indices in determining the optimal doses of the indices herbicide in vineyards.
2722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ შედარებით ძველი ასაკის ვულკანოგენურ წარმონაქმნებში ფერომაგნიტურ მინერალებს საკმაოდ აქვს განცდილი ჰიპერგენეზული პროცესების ზეგავლენა, ხოლო ახალგაზრდა ქანებში ეს პროცესი ზოგან უმნიშვნელოა და ზოგან საერთოდ არ შეიმჩნევა.
On the basis of experiments, graphs of the temperature decay of residual magnetism Irs of the first and second heatings are built separately for rock samples from day surface and bore-hole cores. Supergene processes were found to be mainly connected with the age of rocks. Older rocks are more subject to supergene processes than the younger ones.
2723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, გეოფიზიკა
წარმოდგენილია მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა აიხსნას იონოსფერული აღრევის დადებითი ფაზის მრავალსახა გამოვლინება გეომაგნიტური ქარიშხლის დროს.
The paper presents a model which permits to explain the multiform manifestation of the positive phase of ionospheric disturbance during a geomagnetic storm.
2724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ეთნოგრაფია
შესწავლილია ადიღეურ ოქრომჭედლობაში მოსევადებისა და მოოქრვის ტექნოლოგიის საკითხები. დადგენილია, რომ ადიღეური სევადის დამზადება განსხვავდება ზოგადი კავკასიურისაგან კლასიკური შემადგენელი ელემენტების პროპორციებით და ბრინჯაოს ჩართვით, რაც უზრუნველყოფს მასში კალის მონაწილეობას:
A study of the title problem has revealed that the Adyghe technique of niello production differs from the common Caucasian method in the proportions of the classical components, as well as in the inclusion of bronze, which ensures the participation of lead.The components of niello were in the following proportions:
2725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ეთნოგრაფია
სხმულის ადიღეური ხალხური ხერხების თავისებურებაა საყალიბო ცომის შედგენილობა და ზოგიერთი პროცესის თანმიმდევრობა.
The specificity of Adyge popular techniques of preparation the mould lies in the composition of the mass used for making mouleds and in the sequence of some processes.
2726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ელექტროქიმია
მანგანუმის ორჟანგის γ მოდიფიკაციის მიღების მიზნით შესწავლილია პერმანგანატის ხსნარის აღდგენის პროცესი ორვალენტიანი მანგანუმის მარილებით.
The reduction of potassium permanganate solution by bivalent salts of manganese has been investigated with the purpose of obtaining the manganese dioxide of γ-modification.
2727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ელექტროქიმია
ქიმიური და რენტგენოსტრუქტურული ანალიზის საფუძველზე დადგენილია სინთეზირებული მანგანუმის ორჟანგის ფიზიკურ-ქიმიური ბუნება.
The physicochemical properties of synthetic samples of MnO<sub>2</sub> produced in this way were studied by chemical and X-ray structural analysis.
2728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ენტომოლოგია
ტკიპების პოპულაციის შესწავლის საფუძველზე მიღებული მასალებისა და ეკოლოგიურ-გეოგრაფიული მონაცემების გამოყენებით შედგენილია ბორელიებით დაინფექტებული O. verrucosus და O. alactagalis გავრცელების რუკა, სადაც აღნიშნულია დადგენილი არეალის გარდა პოტენციურად საშიში კერებიც.
On the basis of an investigation of tick populations by means of an ecologic-geographic approach a map of distribution of O. verrucosus and O. alactagalis infected by Borrelia has been compiled. The boundaries of potentially dangerous places have been indicated.
2729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ციკლის ფაზური ანალიზისა და მიოკარდიუმის გლიცერინიზებული ბოჭკოების მაქსიმალური იზომეტრული დაძაბულობის შესწავლით დადგენილ იქნა, რომ ტორპიდული ფაზის დასასრულს ცხოველების ერთ ჯგუფში გულის შეკუმშვადობა არ ქვეითდებოდა, ხოლო მეორეში მკვეთრად მცირდებოდა, ასეთი ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობაც შედარებით ნაკლები იყო.
On the basis of interrelation between phasic analysis of the cardiac cycle and maximal isometric tension of glycerol-extracted myocardial fibres, two kinds of myocardial contractility changes were revealed at the end of the torpid phase of traumatic shock. In particular, in the first group of animals a tendency towards restoration of the myocardial function was observed, whereas in the second group cardiac performance was progressively diminished. The rats in the second group lived for a somewhat shorter period than those in the first.
2730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ იმუნოლოგიური ძვრების ინტენსივობა კავშირშია გულის უკმარისობის ხარისხთან, რაც თავის მხრივ პირობადებული უნდა იყოს ჰიპოქსიური მდგომარეობით.
The intensity of immunological changes was found to be connected with the rate of cardiac insufficiency, the latter probably being due to the hypoxic state.
2731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების ბირთვებისა და ციტოპლაზმის წონის ცვლილება დაკავშირებულია ბირთვსა და ციტოპლაზმას შორის მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში მომხდარ ძვრებთან.
It is shown that the change in the weight of nuclei and cytoplasm of neutrophils and lymphocytes is related to the alterations occurring in the metabolism between nucleus and cytoplasm.
2732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილ იქნა, რომ პაროდონტოზი იწვევს განსაზღვრულ სტრუქტურულ ცვლილებებს დაავადებულთა სისხლის ნეიტროფილებში: უჯრედების წონა იკლებს, ნივთიერებათა ცვლა დაქვეითებულია, წარმოიშობა კლაზმატოზი, უჯრედების ადგეზიის უნარიანობა იმატებს.
Paradontosis was found to cause certain structural changes in the patients’ neutrophil cells, leading to a diminished cell weight (of the nucleus and cytoplasm) altered metabolism, clasmatosis and increased adhesion.
2733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ზოოლოგია
მოცემულია საბჭოთა კავშირის ფაუნაში პირველად დადგენილი ჯავშნიანი ტკიპების Liacarus robustus Ewing და L. cuspidatus Mich. ხელმეორედ აღწერა.
The description of Liacarus robustus Ewing and L. cuspidatus Mihelcic. found for the first time in the oribatid fauna in the Soviet Union, is given.
2734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, კიბერნეტიკა
მოყვანილია ვექტორულ კრიტერიუმთა ეკვივალენტურობის ცნების განზოგადება და მის საფუძველზე გამოთქმულია ეფექტურობის კერძო კრიტერიუმთა წონების ობიექტური გზით დადგენის შესაძლებლობის ჰიპოთეზა.
The concept of equivalence of vectorial criteria of effectiveness is generalized and on its basis a hypothesis is suggested on the feasibility of calculating the weight coefficients of particular criteria of effectiveness in an objective way.
2735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, მათემატიკა
განხილულია ნამდვილი ღერძისათვის განზოგადებული ზღვრის ეფექტური განსაზღვრის შესაძლებლობის საკითხი და დადგენილია ამ საკითხის კავშირი ბერის თვისებასთან.
The question of the effective definition of a generalized on a real line is considered in the paper. The connection of this question with Bair’s property is established.
2736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, მანქანათმცოდნეობა
მოდ. 16K20 სახარატო-ხრახნსაჭრელი ჩარხის სიჩქარეთა კოლოფის კინემატიკის ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ გადაცემათა უკანასკნელ ჯგუფში თანმიმდევრობით შეერთებულ გადაცემებთან ერთად გვაქვს ორი პარალელური გადაცემა პირდაპირ შპინდელზე.
An analysis of the kinematics of the headstock of the model 16K20 engine lathe has shown that in the end group of gear train side by side with the consecutively connected gearings there are two parallel transmissions directly to the spindle.
2737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 56 წლის მანძილზე დადგენილია თურქულის ცხრა ეპიზოოტიური ტალღა თავის შესაბამისი სეზონურობის და დაძაბულობის ინდექსით, რომლის მიხედვითაც დადგენილია ეპიზოოტიური ინტენსიურობის გარკვეული რაიონების ჯგუფი.
Over the past 56 years nine epizootic waves of the foot-and-mouth disease have been registered in Georgia. Each had its own idex of intensity and seasonal prevalence, according to which definite regional groups of epizootic intensity have been established.
2738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, მცენარეთა ფიზიოლოგია
ფითრში ქლოროფილ-ცილის კომპლექსი II წარმოდგენილია ერთი ზოლით, რაც შეეხება ქლოროფილ-ცილის I კომპლექსს, აქ მდედრობით და მამრობით მცენარეებს შორის შეიმჩნევა განსხვავება, რაც მდედრობით მცენარეებში I ზოლის (შედის I ფოტოსისტემის შემადგენლობაში) ინტენსიურ შეფერვაში გამოიხატება.
Chlorophyll-protein complex II is represented in plants of both sexes of Viscum album L. by one intensively stained band. As to chlorophyll-protein complex II, here some differences between male and female plants are observed, which is expressed by the most intensive staining of band I forming a part of photosystem I in female plants.
2739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
იზომერების სტრუქტურები დადგენილია მათი ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და პროტონულმაგნიტური რეზონანსის სპექტრების მონაცემების საფუძველზე.
The structure of the isomers was established by their IR-, UV-and proton-magnetic resonance spectra.
2740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 101, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ ბუთენ-1 შემცველობა ეთილენის დიმერებში დამოკიდებულია გელისმაგვარი კატალიზატორის აქტივობაზე და რაოდენობაზე.
The butane-I content in ethylene dimers was found to depend on the activity and quantity of the gel-like catalyst.