ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2761.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
რენტგენის სხივების მოქმედება თეთრი თაგვების ძვლის ტვინის უჯრედებზე ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში.
X-ray effects on bone marrow cells of white mice in conditions of hypoxia.
2762.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გენეტიკა და სელექცია
რენტგენის სხივების მოქმედება თეთრი თაგვების ძვლის ტვინის უჯრედებზე ჰიპეროქსიის პირობებში.
X-ray effects of bone marrow cells of white mice in hyperoxia.
2763.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოლოგია
აფხაზეთის პალეოგენის ფაციესების შესახებ.
On Abkhazian paleogene facies.
2764.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ აღნიშნულ ტრასაზე დედამიწის ქერქი შედგება ზედა მანტიაზე განლაგებული 4 ფენისაგან 45 კმ საერთო სისქით.
The Earth’s crust along this line was found to consist of four layers with the total thickness of 45 km, lying above the upper mantle.
2765.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოქიმია
ნაჩვენებია, რომ ეს პროცესი განისაზღვრება გოგირდის დაჟანგული და აღდგენილი ფორმების ბუფერული შეფარდებით.
Such a process seems to be determined by the buffer ratio of oxidized and reduced species of the dissolved sulphur.
2766.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, გეოქიმია
კელასურის გრანიტოიდული მასივის ქანებში და მინერალებში სპილენძის რაოდენობების განსაზღვრის საფუძველზე ცალკეული ფაზების მიხედვით დადგენილია მისი განაწილების კანონი, ქცევის ხასიათი ინტრუზივის ჩამოყალიბების პროცესში და მისი შესაძლო არსებობის ფორმები ქანებში და მინერალებში.
Basing on Cu determination in rocks and minerals of the Kelasuri granitoid massif, the regularities of Cu distribution in the rocks of distinct stages as well as the character of its behaviour in the differentiation processes, and possible forms of occurrence in rocks and minerals are established.
2767.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, დრეკადობის თეორია
ვარიაციული მეთოდის გამოყენებით დადგენილია დრეკადობის მომენტური თეორიის რხევის პირველი ოთხი ძირითადი სასაზღვრო ამოცანის საკუთრივი რიცხვების განაწილების კანონი ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცის ნებისმიერი სასრული არისათვის, რომელიც შემოსაზღვრულია ლიაპუნოვის ზედაპირით.
Using the variational method, the author has established the distribution of eigen-values of the first four basic boundary-value oscillation problems of couple-stress elasticity for an arbitrary finite domain of a dimensional Euclidean space bounded by a Liapunov surface.
2768.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ელექტროქიმია
დიმეთილსულფოქსიდის ხსნარებში პლატინის ელექტროდზე წყლის აღდგენის რეაქციის კინეტიკა და მექანიზმი.
The kinetics and mechanism of the reaction of water reduction at the platinum electrode in dimethylsulphoxide solutions.
2769.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ელექტროქიმია
დინამიკური და იმპულსური პოტენციოსტატიკური მეთოდებით შესწავლილია წყლის აღდგენის რეაქციის კინეტიკა პლატინის ელექტროდზე ლითიუმის პერქლორატის ხსნარებიდან დიმეთილსულფოქსიდში.
By dynamic and pulse potentiostatic methods the kinetics of water reduction reaction has been studied at the platinum electrode in dimethylsulphoxide solutions containing lithium perchlorate.
2770.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ელექტროქიმია
წყლის ელექტროაღდგენის რეაქციის როლი დიმეთილსულფოქსიდის ხსნარებში ციკლოპენტადიენილის ანიონის წარმოქმნის პროცესში.
On the role of the water electroreduction reaction in the process of cyclopentadienyl-anion formation in dimethylsulphoxide solutions.
2771.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ელექტროქიმია
დადგენილია ციკლოპენტადიენის მონომერის შემცველ დიმეთილსულფოქსიდის ხსნარებში ციკლოპენტადიენილის ანიონის კათოდური გენერირების რეაქციის მექანიზმი.
The mechanism of cyclopentadienyl-anion cathodic generation reaction in dimethylsulphoxide solutions containing cyclopentadiene monomer has been established.
2772.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილი ჰისტოქიმიური ძვრები განხილულია ძვალ-სახსროვანი აპარატის გარკვეულ ფუნქციონალურ როლთან კავშირში, რაც ორგანიზმის საერთო ადაპტაციური რეაქციის გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს.
The established histochemical changes have been considered in relation to a definite functional role, which must be expressive of the general adaptational reaction of the organism.
2773.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ ოპერაცია, უმრავლეს შემთხვევაში, იწვევს ჰიპოდინამიის ფაზური სინდრომის განვითარებას.
Surgical intervention was found to cause a change in the phase structure of the left ventricle systole – in the majority of cases according to the type of hypodynamic phase syndrome.
2774.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ Nd<sub>2</sub>S<sub>3</sub> – In<sub>2</sub>S<sub>3</sub> სისტემა წარმოადგენს Nd – In – S სამმაგი სისტემის კვაზიბინარულ კვეთას.
The Nd<sub>2</sub>S<sub>3</sub> – In<sub>2</sub>S<sub>3</sub> system was found to be a quasibinary section of the Nd – In – S ternary system.
2775.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ზოოლოგია
დადგენილია, რომ ოოგონიების მეიოზური გარდაქმნა რუსული თეთრი და ავსტრალორპის ჯიშის ქათმებში იწყება ემბრიონული განვითარების მე-40 სტადიაზე.
Differentiation of sex cells and quantitative changes in separate populations of sex cells in the embryogenesis of the Russian White and Australorp hen breeds has been studied. Meiotic changes in the sex cells of these breeds of hens are first noted in the 40th stage of embryonic development.
2776.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, კიბერნეტიკა
განხილულია მიდგომა, რომელიც ეყრდნობა იმას, რომ ორადობის თეორიის თანახმად სიმპლექსურ მეთოდში ბაზისის მონახვის პროცედურა წარმოდგენილია როგორც ლოგიკური ოპერაცია.
An approach is considered which is based on the fact that according to the duality theory the basis determination procedure in the simplex method is presented as a logical operation.
2777.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მათემატიკა
განსაზღვრულია პროსასრული ჯგუფის ჰოხშილდის კოჰომოლოგიები ლოკალურად კომპაქტური ფარდობითი კოჰომოლოგიების დახმარებით და მათთვის დადგენილია პროსასრული ჯგუფის ჩვეულებრივი კოჰომოლოგიების ძირითადი ფუნქტორული თვისებები.
The Hochschild cohomologies of profinite groups are defined by means of relative cohomologies of locally compact groups constructed in [3] and the basic functor properties of ordinary cohomologies of profinite groups are proved for them.
2778.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მათემატიკა
დადგენილია აუცილებელი და საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ყოველი სრული G-ზომა კლასიკური n-განზომილებიანი ლებეგის ზომის გაგრძელებას წარმოადგენდეს.
The necessary and sufficient condition is established for each complete G-measure to be the continuation of the classical n-dimensional Lebesgue measure.
2779.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მათემატიკა
დადგენილია აგრეთვე აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ყველა G-ზომათა კლასის მიმართ შესრულებადი იყოს ვიტალის ცნობილი კონსტრუქციის ანალოგიური კონსტრუქცია, რომელიც ნებისმიერი მოცემული G-ზომისათვის აბსოლუტურად არაზომად სიმრავლეს იძლევა.
Besides, the necessary and sufficient conditions are established for effecting a construction, similar to the well-known Vitali construction, with respect to each class of G-measures, which will yield an absolutely non-measurable set for any given G-measure.
2780.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, მეტალურგია
მაღალტემპერატურულ პირობებში აფეთქებით დამუშავებული WC-Co სალი შენადნობების შემაკავშირებელი ფაზის შედგენილობის გამოკვლევა.
Investigation of the binding phase composition in WC-Co hard alloys worked by explosion at high temperatures.