ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, პეტროლოგია
მდ. ჯეჯორის აუზში ტყვია-თუთიის გამადნებასთან დაკავშირებულ ჰიდროთერმულად შეცვლილ ქანებში - პროპილიტებში პირველადაა დადგენილი პრენიტ-პუმპელიიტური ფაციესი, რომელიც ვითარდება ანდეზიტ-ბაზალტური ვულკანოგენების შეხების ზოლში გრანიტ-პორფირებისა და ტრახი-პორფირის გამკვეთ სხეულებთან.
The prehnite-pumpellyite facies, developed in the adjacent zones of subalkaline granite-porphyries and trachy-porphyries together with andesite-basaltic volcanites, was first discovered within the limits of development of mineralization in the hydrothermally changed propylite rocks of the Jejora basin.
2782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია მდგრადობის საზღვრები.
The limits of stability have been established on a resonance motion curve.
2783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია კრიტიკული დრო, რის შემდეგაც ფენი იმყოფება არამდგრად მდგომარეობაში.
The critical time after which the seam is in an unsteady state is determined.
2784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, სამშენებლო მექანიკა
მისი ამოხსნა წარმოდგენილია I რიგის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის სახით, რომელიც საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს სტატისტიკური მომენტების I და II რიგის სრული სისტემა შემთხვევითი პროცესისათვის არასტაციონარულ რეჟიმში სისტემის გამოსასვლელზე.
Solution is obtained as a system of first order equations, allowing to determine the total system of statistic moments of the first and second order for a random process at the output of the system in non-steady-state conditions.
2785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, სამშენებლო მექანიკა
საანგარიშო დინამიკური სქემა წარმოდგენილია უწონადო თხელი გარსული ელემენტების ერთობლიობით.
The design dynamic scheme is represented by a network of weightless thin shell elements.
2786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ფიზიკა
დადგენილია ცილინდრული ტრიოდის კონსტრუქციის გავლენის ხასიათი რეოსტატული გამაძლიერებლის სიხშირულ მახასიათებელზე, რეზონანსული გამაძლიერებლის გაძლიერების მაქსიმალურ კოეფიციენტზე, LC- და RC-გენერატორების უგანზომილებო ამპლიტუდასა და სიხშირის შესწორებებზე (თვისობრივად და რაოდენობრივად).
The nature of the influence of the design of a cylindric triode on the frequency characteristic of the rheostat amplifier, maximum coefficient of resonance amplifier enhancement, the reduced amplitudes of oscillation and the corrections of frequency of RC and LC generators (both qualitatively and quantitatively) has been established.
2787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ფიზიკური ქიმია
დადგენილია თიოფენის ზოგიერთი ბენზოლოგის განსაზღვრის ფარდობითი მგრძნობიარობა ნავთობის მაღალმოლეკულურ არომატულ ფრაქციებში, ლუმინესცენციის კვაზიხაზოვანი სპექტრების საშუალებით, რის საფუძველზეც ნაჩვენებია აღნიშნული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა ანალოგიურ სისტემებში.
The relative sensitivity of quasilinear spectral analysis has been established for some thiophene benzologues of high-molecular aromatic fractions of petroleum, and the feasibility of applying the given method in analogous systems is shown.
2788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ ქრომის ჟანგი წარმოადგენს p-ტიპის ნახევარგამტარს, მაგრამ 1000°C ზემოთ საკუთრივ ელექტრონული გამტარებლობის წვლილი იზრდება.
It is shown that chromium sesquioxide is a p-type semiconductor, but above 1000°C the role of electron conduction increases.
2789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 102, ფიზიკური ქიმია
დადგენილია [NiJ(C<sub>10</sub>H<sub>14</sub>N<sub>2</sub>O)<sub>4</sub>•H<sub>2</sub>O]J კოორდინაციული ნაერთის კრისტალური სტრუქტურა.
The crystal structure of the coordination compound [NiJ(C<sub>10</sub>H<sub>14</sub>N<sub>2</sub>O)<sub>4</sub>•H<sub>2</sub>O]J has been determined.
2790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია მრავალპროცესორულ სისტემაში პროცესორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიმდევრობის დაგეგმვის ამოცანა იმ შემთხვევისათვის, როდესაც აღნიშნული სამუშაოები შედიან ქსელური გრაფიკებით წარმოდგენილი პროცედურების შემადგენლობაში.
The present paper deals with the task of planning action-performing sequences in a multiprocessor when certain actions are included in the procedures represented by a network.
2791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ტემპერატურის შემცირებისას დიამაგნიტური კალციუმის იონების თანაობისას გაჯერების მრუდების ფორმა მახინჯდება, ვლინდება რა მათი შედგენილი ხასიათი.
In the presence of diamagnetic Ca2+, decrease of temperature causes the distortion of the shape of the saturation curves, demonstrating their composite character.
2792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
დადგენილია, რომ CO<sub>2</sub>-ის ნახშირბადი შედარებით აქტიურად ჩაირთვება სიმინდის მარცვლის ენდოსპერმის ალბუმინების ფრაქციის ლიზინში, ჩანასახში კი გლობულინების ფრაქციის ლიზინში.
Carbon CO<sub>2</sub> was found to be more actively incoporated in the lysine fraction of albumin of maize kernel endosperm, whereas in the embryo in the lysine of globulin fraction.
2793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ყურძნის ფლავონოიდური ნაერთები მგრძნობიარეა საკვლევი ჰერბიციდის მიმართ და ეს ფაქტი გასათვალისწინებელია ვენახებში ატრაზინის ჰერბიციდული დოზების დადგენის დროს.
Thus, the flavonoid substances of the grapevine are sensitive to the herbicide under investigation, and this fact should be taken into account in determining the herbicide levels of atrazine in the vineyard.
2794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, გეოლოგია
რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს სინკლინების ჭრილებში, პირველად საქართველოს ნეოგენური ნალექებისათვის, დადგენილია თარხნული სართულის დამახასიათებელი ნანოპლანქტონური კომპლექსი, რომელიც სტანდარტული ნანოპლანქტონური სკალის NN 5 (Sphenolithus heteromorphus) ზონას შეესაბამება.
In several sections of the Racha-Lechkhumi and Megrelian synclines a nannoplanktonic complex has been established for the first time for the Gerogian Neogene. It corresponds to the Tarkhanian level, being related to the standard nannoplanktonic scale NN 5 zone (Sphenolithus heteromorphus).
2795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, გეოლოგია
ავტორები ასკვნიან, რომ ამფიბოლიანი ფიქლები შეესაბამება ბუულგენის სერიის კლიჩის წყების, ხოლო წარსიანი ფიქლები - სისინის, დომბაის და ლადევალის წყების ქანებს.
The authors conclude that the amphibole schists correspond to the Klych suite of the Buulgen series, whereas the mica schists to rocks of the Sisina, Dombai and Ladevali suites.
2796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, გეოფიზიკა
აეროზოლების ოპტიკური სისქე წარმოდგენილია როგორც 13-განზომილებიანი შემთხვევითი ვექტორი, ხოლო შემთხვევითი სიდიდეების ფორმირება ცალკეულ ჯგუფებად განხორციელებულია ატმოსფეროს გამჭვირვალეობის დონის მიხედვით.
By representing the optical thickness of aerosols as a 13-dimensional vector the aggregates of random values were formed in terms of the general state of turbidity of the atmosphere aerosol particles.
2797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, გეოფიზიკა
ამოცანის ამოხსნა წარმოდგენილია სამჯერადი ინტეგრალების სახით და ითვლება კვადრატურული ფორმულების საშუალებით, რომლებიც აგებულია ინტეგრალქვეშა ფუნქციების დიფერენციალური თვისებების გათვალისწინებით.
The solution of the problem is represented by a threefold iterated integral and is calculated by means of the quadrature formula.
2798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, გეოქიმია
დადგენილია მათი რეგიონალური ცვალებადობის კანონზომიერებები და კავშირი ნალექების ქიმიურ შედგენილობასთან.
The regular regional change of Fe forms and their relation to some components of the sediments have been ascertained.
2799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, დრეკადობის თეორია
ალმანსის ერთი განზოგადებული ამოცანის შესახებ სხვადასხვა იზოტროპული მასალისაგან შედგენილი პრიზმული ძელებისათვის.
On one generalized problem of almansi for composite prismatic beams.
2800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, დრეკადობის თეორია
მოცემულია შედგენილი იზოტროპული პრიზმული ძელის წონასწორობის ამოცანის ამოხსნა, როცა ძელზე მოქმედი მოცულობითი და ზედაპირული ძალები პოლინომებია გრძივი კოორდინატის მიმართ.
The solution of the problem of composite prismatic beam balance is given, when the surface and volume forces acting upon the beam are polynomials to the longitudinal coordinate.