ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3341.
აველუმი | თავი XII
ოფიციანტი, რა თქმა უნდა, ეცოდებოდა და უკვე ისიც იცოდა, დადგენილზე მეტს რომ დაუტოვებდა „მომსახურებაში“, მაგრამ თანაგრძნობით მაინც ვერ იმსჭვალებოდა მის მიმართ, ისევ და ისევ, მისი უგუნური, უაზრო პრინციპულობის გამო.
Naturally, he felt sorry for the waitress; he knew beforehand he’d leave her a bigger tip than the usual service charge, but he didn’t feel all that sympathetic, given her irrational, absurd obstinacy.
3342.
აველუმი | თავი XI
ისინი მალავდნენ თავიანთი მღელვარების ჭეშმარიტ მიზეზს, რადგან ადამიანები ერთ ბედს ქვეშ კი არიან, მაგრამ „გზა ხსნისა“ ყველასათვის განსაკუთრებული დაუდგენია ღმერთს.
They hid their real reasons for anxiety, for people may be united by fate, but the Lord has appointed each person his own "path to salvation".
3343.
აველუმი | თავი XI
რაც შეეხება თეატრ „გოგის“ მსახიობებს, წარმოუდგენლად მცირე დროში ეუფლებიან, თურმე, ქართულ სიმღერებს და წარმოდგენის დაწყების წინ, გრძნობამორეულნი უმღერიან „ჭრელო პეპელასა“ თუ „ჟუჟუნა წვიმას“ ბედის სისასტიკით არაერთხელ გულმოკლულ მაყურებელს.
As for the actors in Gogi theatre, they master Georgian songs in an incredibly short time and, before the actual performance, they sing with full pathos Colourful Butterfly or Drizzling Rain to an audience which has had its spirits broken many times by fate’s cruelty.
3344.
აველუმი | თავი XI
არც ის გაუკვირდებოდა, ხელებსაც თუ გადაუტრიალებდნენ ზურგს უკან, იმ სულელი გიჟივით, კოპენჰაგენის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული, სრულიად შემთხვევით რომ შეუპყრიათ საქალაქო ტრანსპორტში, რადგან იმ მართლა სულელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო სულელს, ვიდრე გიჟს) გაჭედილ ავტობუსში ადგილი დაუთმია ფეხმძიმე ქალისთვის.
He wouldn’t have been surprised, either, if his arms were twisted behind his back, as happened to that stupid madman in Copenhagen, who ran away from a mental hospital and was recaptured by chance on a city bus, because, like a real idiot (in any case, more idiot than madman) he’d given up his seat in the crowded bus to a pregnant woman.
3345.
აველუმი | თავი X
გაზეთი ამბობს, „ჩვენს ქალაქში ჰაერის სწრაფი, ყოვლად გაუთვალისწინებელი დაბინძურების გამოო“ (წარმოგიდგენიათ!).
The newspaper says, "because of our city’s rapid, completely unforeseen air pollution" (Would you believe it!).
3346.
აველუმი | თავი X
წარმოგიდგენიათ, რა იქნება?
You can imagine what will happen.
3347.
აველუმი | თავი X
დაემორჩილები შენს მიერვე დადგენილ წესს, დადგენისას სხვებისთვის გამიზნულს?
Will you submit to a rule you made up yourself, that was meant to be made for other people?
3348.
აველუმი | თავი X
ოღონდ, ჯერ დასადგენია, ღმერთის გაჩენილი არსებები არიან ისინიც, თუ თანამედროვე ყველაზე ჰუმანური საბჭოთა მეცნიერებისა.
But it is still not known if these creatures are natural-born, created by God, or a product of Soviet science, the most humanitarian of all sciences.
3349.
აველუმი | თავი X
ჩვენ ნამდვილად შევქმენით ახალი ტიპის ადამიანი, ოღონდ ისეთი კი არა, როგორსაც სიტყვით ვხატავდით ჩვენს მრავალრიცხოვან გამოსვლებში, არამედ - როგორადაც გუნებაში გვყავდა წარმოდგენილი.
Clearly, we’ve produced a new type of human being, not the type we described in endless public statements, but a type we imagined.
3350.
აველუმი | თავი IX
და, რაც მთავარია, უტყუარ ფაქტს ერთმანეთის გამომრიცხავი ვერსიები დაუპირისპირა, რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო დონეზე მოძიებული, „კომპეტენტური“, „მაღალპროფესიული“, „სწავლული“ გვამებისგან შედგენილი კომისიების მიერ.
And, above all, it confronted an undeniable fact with contradictory versions, concocted at a republican, all-Soviet or international level by "competent", "highly professional" commissions of enquiry that had been set up after "studying" the corpses.
3351.
აველუმი | თავი IX
სამაგიეროდ, მსოფლიო ეკრანებზე წარმატებით მოგზაურობს სხვა ქართველი, არც მეტი და არც ნაკლები, ერთადერთი რუსთაველი რუსთაველის შემდეგ, სულმნათი შოთას ერთადერთი მოგვარე მთელი რვა საუკუნის მანძილზე, - სახელგანთქმული რეციდივისტი, მოუხელთებელი კონტრაბანდისტი და სწორუპოვარი ბანდიტი, რასაკვირველია, თავად იმპერიის თანხმობითა და უანგარო კონსულტაციებით შობილი, რასაკვირველია, არაფრისმცოდნე მსოფლიოსთვის სწორი, ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად ოდესღაც მის მიერ ცოცხლად გადასანსლული ხალხის საბრალო ნარჩენებზე.
Instead, another Georgian is having a successful career in world cinema, a second Rustaveli, no less: the Blessed Shota’s only namesake in eight centuries — a famous career criminal, elusive smuggler and peerless bandit, created, of course, with the Empire’s consent and disinterested advice, to give, of course, a totally ignorant world a "precise, objective" idea of the pathetic detritus of a people swallowed alive by that Empire.
3352.
აველუმი | თავი IX
წარმოგიდგენიათ, რას მოვესწარით?! გვიხარია, არცკი გვჯერა.
Imagine what we’ve lived to see! We rejoice but don’t believe.
3353.
აველუმი | თავი IX
გუშინდელ ჩვენს ბალზამმახერებს, თურმე, ისიც არ სცოდნიათ, სხვადასხვა სენით გარდაცვლილთა შესამურად სხვადასხვა შედგენილობის წამლები რომ გამოიყენება.
Yesterday’s quack medicine makers seem not to have known that various drugs are used to embalm people who have died of various illnesses.
3354.
აველუმი | თავი IX
სამაგიეროდ, აბორიგენი მრავალშვილიანი დედა ა.დ. კვლავაც მზადაა ახალი სიცოცხლის გასაჩენად.
Instead, Mrs A. D., an aborigine, mother of several children, is yet again about to create new life.
3355.
აველუმი | თავი IX
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ ორმოცდათექვსმეტში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობაც ვერ დაგვიდგენია აქამდე - ბევრმა ვერ მოიკითხა თავისიანი, ვერ გაბედა, შეეშინდა...
Apart from anything else, we still haven’t established the exact number of victims in 1956: many people didn’t ask after their relatives, they were too frightened to dare…
3356.
აველუმი | თავი IX
თქვენ როგორ გგონიათ, მოცლილნო მკითხველნო, მარტო აბორიგენი ექიმები მონაწილეობენ კლინიკური დიაგნოზის დადგენასა და მკურნალობის წარმართვაში?
What do you think, idle readers: is it only aborigine doctors involved in making clinical diagnoses and deciding treatment?
3357.
აველუმი | თავი IX
მართალია, დაგვხოცეს, მაგრამ დაუდგენელმა პირებმა დაგვხოცეს (ჯარისკაცს საერთოდ არა აქვს სახელი), როცა დადგენილი და საქვეყნოდ ცნობილი პირები გაჭირვებაშიც თავზე გვადგანან.
True, we were massacred, but by persons unidentified (soldiers don’t have names, generally), whereas identified and worldfamous persons share our distress.
3358.
აველუმი | თავი IX
თუმცა, ჯერ დასადგენია, ჩაშლილია თუ გადატანილია ხვალისთვის, მომავლისთვის.
Though it remains to be seen whether it’s been foiled or just postponed for the foreseeable future.
3359.
აველუმი | თავი VIII
გადმოხტება თუ არა მეტროს ვაგონიდან, შედგამს თუ არა ფეხს ესკალატორზე, მაშინვე დენთისა და კვამლის მწარე სუნი ეცემა სახეში (შეიძლება წარმოდგენილიც), ზემოდან, მიწიდან, მომავალი.
As soon as he jumps out of the underground carriage and gets a foot on the escalator, his face is struck by a bitter (perhaps imagined) smell of cordite and smoke from the ground above.
3360.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ასე თუ არ იქცევა, მხოლოდ იმიტომ, სიყვარულის ერთადერთ, გნებავთ, უკანასკნელ რაინდად, სულაც მსახურად რომ წარმოუდგენია თავი.
But if he doesn’t do this, it is only because he thinks he is the last of the chivalrous lovers, still serving the cause.