ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3881.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის სასწაულია, რომ ძლიერი სახელმწიფოები, რომელთაც ძალუძთ კანონების აღსრულება, ამავდროულად შებოჭილი არიან კანონებითა და საკანონმდებლო ორგანოებით, შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მხოლოდ საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს შორის ძალთა მეტ-ნაკლები ბალანსის პირობებში.
The miracle of modern liberal democracy, in which strong states capable of enforcing law are nonetheless checked by law and by legislatures, could arise only as a result of the fact that there was a rough balance of power among the different political actors within the society.
3882.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
ამის რამდენიმე მცდელობა არსებობს, დაწყებული გერმანელი ისტორიკოსით, ოტო ჰინტცეთი და გაგრძელებული ჩარზ ტილის შრომებით, რომელიც ძირითად ამხსნელ ცვლადებად საგარეო სამხედრო წნეხს და გადასახადების აკრეფის უნარს განიხილავს.
Several efforts have been made to do this, beginning with the German historian Otto Hintze and continuing through the work of Charles Tilly, who sees external military pressure and capacity for tax extraction as the primary explanatory variables.
3883.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
ამის ზოგადი წინაპირობა იყო მოსახლეობის მკვეთრი მატება, განსაკუთრებით მე-16 საუკუნეში, ასევე ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის ზრდა.
A background condition for this change was a large increase in population, particularly during the 16th century, and also increases in per capita wealth.
3884.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
დაბოლოს, ინგლისმა და დანიამ მოახერხეს როგორც ძლიერი სამართლის უზენაესობისა, ისე ანგარიშვალდებული სახელმწიფოს შექმნა, თუმცა ამავდროულად განავითარეს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელსაც ძალუძდა ეროვნული მობილიზაცია და თავდაცვა.
Finally, England and Denmark were able to develop both strong rule of law and accountable government, while at the same time building strong centralized states capable of national mobilization and defense.
3885.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
მაგრამ ძველ რეჟიმს ეს ვერც წარმოედგინა და არც შეეძლო, ამიტომ მუდმივი ეკონომიკური კრიზისის სიტუაციას თავს ვერაფრით აღწევდა.
But this was beyond the imagination or capabilities of the ancien régime, which therefore found itself stuck in a situation of perpetual economic crisis.
3886.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ამის მიზეზი სხვადასხვა ეკონომიკურ კლასს შორის სოციალური სოლიდარობის თუ სოციალური კაპიტალის ნაკლებობა იყო.
The reason for this was a lack of social solidarity or social capital among the different economic classes.
3887.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
შემდგომი ხანის მეფეებმა კიდევ არაერთი გადასახადი შემოიღეს, მათ შორის იყო სულადობრივი გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი.
Later kings imposed a host of other taxes, including the capitation (per capita tax) and the vingtième (income tax).
3888.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
1602 წელს საფრანგეთს შვეიცარიის კანტონებისა და ქალაქების, ასევე შვეიცარიელი ოფიცრების ოცდათექვსმეტი მილიონი ლივრი ემართა.
In 1602, it owed thirty-six million livres to Swiss towns and cantons, and to the Swiss colonels and captains commanding its troops.
3889.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ყველა ამბოხი ძალის გამოყენებით ჩაახშეს; მაგალითად, 1662 წლის აჯანყების 584 მონაწილე სამთავრობო ძალებმა დაატყვევეს.
All were violently suppressed; for example, in the tax revolt of 1662, government troops took 584 rebels captive.
3890.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
მზარდი კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკის პირობებში იმატა პროდუქტიულობის დონემ, რამაც გამოიწვია ფრანგული ბურჟუაზიული კლასის გაფართოება და მისი მატერიალური კეთილდღეობის ზრდა.
The growing capitalist world economy increased levels of productivity and led to the growing material wealth and size of France’s bourgeois class.
3891.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ძველი რეჟიმის პოლიტიკურ სისტემას რეფორმირების უნარი არ ჰქონდა.
The political system of the ancien régime was incapable of reforming itself.
3892.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
სამართლის უზენაესობა, თანამედროვე პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი, საფრანგეთში ადრევე, ანგარიშვალდებული პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კაპიტალიზმის გაჩენამდე განვითარდა.
The rule of law, an important component of a modern political system, had developed early on in France, well before the rise of accountable political institutions and capitalism.
3893.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ეს პრობლემა მე-14 საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარეობდა: გავბედავ, ვამტკიცო, რომ იმ დღეს, როდესაც ერმა, დაქანცულმა განუკითხაობით, რაც თან სდევდა მეფე ჟანის ტყვეობასა და მეფე შარლ VI-ის სიგიჟეს, უფლება მისცა მეფეს, მისი თანხმობის გარეშე დაეწესებინა საყოველთაო გადასახადი და როცა თავადაზნაურობა ლაჩრულად დათანხმდა მესამე წოდებისათვის გადასახადების დაწესებას იმ პირობით, რომ თავად მათგან თავისუფალი ყოფილიყო, სწორედ იმ დღეს დაითესა მარცვალი ყოველივე მანკისა და ბოროტებისა, რომელიც ძველ რეჟიმს შეეყარა, მთელი სიცოცხლე გაჰყვა და ბოლოს მისი ძალადობრივი სიკვდილი გამოიწვია.
The problem dated from the second half of the fourteenth century: I would dare to argue that from the day when the nation, tired of the long disorders that had accompanied the captivity of King John and the insanity of King Charles VI, permitted the kings to establish a general tax without its consent, and when the nobility had the cowardice to allow the Third Estate to be taxed provided that the nobility itself was exempted; on that day was planted the seed for almost all the vices and abuse which affected the old regime for the rest of its life, and finally caused its violent death.
3894.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ადრეული მოდერნის პერიოდში ცენტრალიზაციის მსურველი მონარქიისაგან თავისუფლების კანონის ფარგლებში დაცვა გულისხმობდა ტრადიციული ფეოდალური წესრიგის და საკუთრების უკიდურესად შეზღუდული ფეოდალური უფლებების დაცვას, რაც შეუთავსებელი იყო მოდერნულ კაპიტალისტურ ეკონომიკურ წესრიგთან.
The lawful defense of liberty against centralizing monarchs in the early modern period meant defense of a traditional feudal order and highly entailed, feudal property rights that were incompatible with a modern capitalist economic order.
3895.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი $4 000-დან $12 000 მერყეობდა, რითაც ისინი არა მხოლოდ აფრიკის ძირითად ნაწილს, მაგრამ ასევე სწრაფად მზარდ ინდოეთსა და ჩინეთსაც უსწრებდნენ.
They had annual per capita incomes in the range of $4,000 to $12,000, putting them ahead of not just the bulk of Africa but also of fast-growing countries such as India and China.
3896.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
მათ ვერ განივითარეს ნამდვილი სოციალური რევოლუციის განსახორციელებლად საჭირო იძულების მექანიზმები, მაგალითად, მდიდარი ელიტებისთვის ქონებისა და შემოსავლის წართმევა რომ შესძლებოდათ.
None has generated sufficient coercive capacity to truly implement a social revolution by, for example, stripping wealthy elites of their assets and income.
3897.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
იგი ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ფულის სესხებით ცდილობდა, მაგრამ კრედიტორებში მალევე დაკარგა ნდობა და ბოლოს სახსრების მოსაძიებლად საფრანგეთის მონარქიის მსგავს ხერხებს მიმართა, როგორიც იყო ვალების მრავალგზის გადავადება, ვალუტის გაუფასურება და საჯარო თანამდებობებით ვაჭრობა.
It tried to cover budget deficits through borrowing but quickly lost credibility with lenders and ultimately resorted to the same variety of stratagems as the French monarchy, including repeated debt reschedulings, debasing of the currency, and the sale of venal offices as a means of raising capital.
3898.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
შედეგიც მსგავსი იყო – კერძო პირებმა ხელში ჩაიგდეს უფლებები სახელმწიფოს მიერ გენერირებული რენტაზე.
The result was the same system of inside finance, whereby private individuals succeeded in capturing rights to rents generated by the state.
3899.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ერთ-ერთი გამოთვლით, 1650 წლისთვის მთავრობას შექმნილი ჰქონდა კერძო საკუთრებაში გადასული ოცდაათი ათასი თანამდებობა, რაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ორჯერ აღემატებოდა საფრანგეთის ანალოგიურ მაჩვენებელს.
By one estimate, the government had created thirty thousand proprietary officeholders by 1650, a number twice as high in per capita terms as in the France of that period.
3900.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
კორტესის მიერ აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანის დაპყრობის შემდეგ ცოცხლად დარჩენილთა დაახლოებით 40 პროცენტს ებოძა ენკომიენდა, ისევე როგორც პისაროს თანამებრძოლების დიდ ნაწილს პერუში.
Some 40 percent of the survivors of Cortés’s conquest of the Aztec capital of Tenochtitlán were granted encomiendas, as were a substantial number of Pizarro’s followers in Peru.