ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
3901.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ისტორიკოსი ჯ. ჰ. ელიოტი კოლონიური მმართველობის მთლიან სისტემაზე წერს: „თუ ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს „მოდერნულობაში“ ვგულისხმობთ ინსტიტუციური სტრუქტურების ქონას, რომელთაც შეუძლიათ ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებები მოშორებულ ადგილებს გადასცენ, მაშინ კოლონიური ესპანური ამერიკა უფრო „მოდერნული“ იყო, ვიდრე ესპანეთის მთავრობა, და თითქმის ყველა სხვა ადრემოდერნული ევროპული სახელმწიფო.“
Of the system of colonial administration as a whole, the historian J. H. Elliott writes, “If the ‘modernity’ of the modern state is defined in terms of its possession of institutional structures capable of conveying the commands of a central authority to distant localities, the government of colonial Spanish America was more ‘modern’ than the government of Spain, or indeed of that of almost every Early Modern European state.”
3902.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
რენტისა და ნაყიდი თანამდებობების მფლობელების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებამ საფრანგეთში სახელმწიფო დააუძლურა და საბოლოოდ გამოიწვია საზოგადოებრივი აფეთქება საფრანგეთის რევოლუციის სახით.
In France, the capture of the state by rentiers and venal officeholders undermined the state’s power and eventually produced the social explosion that was the French Revolution.
3903.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 25
ამგვარი კოოპტაციით შესუსტდა ამ აქტორების კოლექტიური ქმედების უნარი, მაგრამ ამან ასევე შეზღუდა სახელმწიფოს ძალაუფლება მათზე.
This co-optation weakened their capacity for acting collectively, but it also limited the authority the state could exercise over them.
3904.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 25
თავისუფალი ქალაქების არსებობამ, თავის მხრივ, რთული გახადა ბატონყმობის შენარჩუნება; ქალაქები დაემსგავსნენ შიდა საზღვრებს, რომელთა გადაკვეთის შემთხვევაში ყმა თავისუფალი გახდებოდა (აქედან მოდის შუა საუკუნეების გამოთქმა – “Stadtluft macht frei” – ქალაქის ჰაერი ათავისუფლებს).
The existence of free cities in turn made serfdom increasingly difficult to maintain; they were like an internal frontier to which serfs could escape to win their freedom (hence the medieval saying, “Stadtluft macht frei”—City air makes you free).
3905.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 25
შეიქმნა ძლევამოსილი შავი არმია, რომელიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდა და რომელმაც ჩაანაცვლა სუსტი დისციპლინის მქონე ნახევრადკერძო თავადაზნაურული რაზმები, რაც მანამდე უნგრეთის სამხედრო ძალის ბირთვს წარმოადგენდა.
This included the creation of a powerful Black Army under the direct control of the king, replacing the poorly disciplined, semiprivate noble armies on which military capacity had been based.
3906.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
ილ-დე – ფრანსის კაპეტების მსგავსად, მოსკოვის რიურიკების დინასტიაც ცენტრალურ მდებარეობას გაფართოებისთვის იყენებდა, ებრძოდა და შთანთქავდა სხვა ფეოდალურ სამთავროებს, ასევე მონღოლებს, ლიტველებსა და სხვა უცხო ძალებს.
Like the Capetians on the Île de France, the Rurik dynasty in Moscow used its central location as a hub for outward expansion, fighting and absorbing other appanage principalities as well as the Mongols, Lithuanians, and other foreign forces.
3907.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
სამხედრო ძალებიც პრიმიტიული იყო და ეფუძნებოდა კავალერიას და ასევე დედაქალაქში ფორმირებულ ქვეითთა რაზმებს, რომელთა საიმედოობა მყარი არ იყო.
The army was similarly primitive, still based on cavalry with new infantry units of dubious reliability organized in the capital.
3908.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
რუსეთის სახელმწიფოს მშენებლობის შემდეგი რაუნდი პეტრე დიდის დროს შედგა, რომელმაც დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა და ევროპიდან უამრავი ინსტიტუტი გადმოიღო.
The next big round of Russian state building occurred under Peter the Great, who moved the capital from Moscow to St. Petersburg and imported a host of institutions from Europe.
3909.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
კარლ XII-გან 1700 წელს ნარვასთან განცდილი დამარცხების შემდეგ პეტრემ დაიწყო არმიის სრული რეორგანიზაცია ევროპულ ყაიდაზე და ნულიდან შექმნა ფლოტი (ერთი გემით დაიწყო და ბოლოს რვაასზე მეტი გემით დაამარცხა შვედეთის ფლოტი).
Following defeat by Charles XII at the Battle of Narva in 1700, Peter began a thorough reorganization of the army along contemporary European lines and built a navy from scratch (beginning with a single ship and ending with a fleet of more than eight hundred that was capable of defeating the Swedish navy).
3910.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
წოდებების რეესტრმა გაამყარა თავადაზნაურობის კორპორაციული იდენტობა და მისი მხრიდან კოლექტიური ქმედების უნარი.
The Table of Ranks solidified the corporate identity of the nobility and its capacity for collective action.
3911.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
სამხრეთ უკრაინასა და მდინარე დონის აუზში თავისუფალი კაზაკების დასახლებები გაქცეულმა ყმებმა შექმნეს.
The free Cossack communities that grew up in southern Ukraine and in the Don basin were said to have been founded by escaped serfs.
3912.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
ამდენად, კაპიტალისტურ განვითარებას რუსეთში სათავეში ედგა თავადაზნაურობა და არა დამოუკიდებელი ბურჟუაზია.
Hence capitalist economic development in Russia was spearheaded by nobles rather than an independent bourgeoisie.
3913.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
კარტელის შენარჩუნების საჭიროება ასევე ხსნის რუსეთის გაფართოებას სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით, საზღვრის გასწვრივ თავისუფალი კაზაკების დასახლებების ხელში ჩასაგდებად, რადგან მათი არსებობა იყო მუდმივი ცდუნება და შანსი გაქცევის მოსურნე გლეხობისათვის.
The need to maintain the cartel also explains Russian expansion to the south and southeast, since the existence of free Cossack territories along the frontier presented a continuing lure and opportunity for peasant escape and needed to be suppressed.
3914.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
მაგალითად, პროვინციული, მუნიციპალური და ადგილობრივი მმართველობის მისეული რეფორმა გულისხმობდა პროვინციებისა და ოლქების ორსაფეხურიანი სისტემისა და ახალი მუნიციპალური კოდექსის შემოღებას, მაგრამ იგი მარცხით დასრულდა იმ მიზეზის გამო, რასაც დღევანდელი განვითარებადი ქვეყნების კონტექსტში „კომპეტენციის ნაკლებობას“ უწოდებენ.
For example, his efforts at reforming government on a provincial, municipal, and local level through the creation of a two-tier system of provinces and districts and new municipal codes came to naught due to what in a contemporary developing country context would be called “lack of capacity.”
3915.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
პატრიმონიალურმა ძალებმა ადვილად აღადგინეს კონტროლი რუსეთის მმართველობაზე და ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, კულისებიდან განსაზღვრავდნენ პოლიტიკას.
The Russian government was easily recaptured by patrimonial forces who operated in completely nontransparent ways behind the scenes to shape policy.
3916.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
დღეს საზოგადოება უფრო მობილიზებულია, ვიდრე ის ძველი რეჟიმის დროს იყო, და კაპიტალიზმის წყალობით დროდადრო ელიტის განახლებაც ხდება.
Society is mobilized today in a way that it was not under the old regime, and the introduction of capitalism permits the elite deck to be restacked periodically.
3917.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
საფრანგეთში, ესპანეთსა და რუსეთში ამ ერთობებმა ვერ შეძლეს ძლიერ, ინსტიტუციონალიზებულ აქტორებად შეკავშირება, რომელიც შეძლებდა ცენტრალიზებად სახელმწიფოზე კონსტიტუციური შეთანხმების დაწესებას და მეფის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულად ქცევას.
In France, Spain, and Russia, these estates failed to coalesce into powerful, institutionalized actors capable of standing up to the centralizing state to impose on it a constitutional settlement that required the king to be accountable to a parliament.
3918.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
სმითი აგრძელებს, რომ შუა საუკუნეებში წარმოქმნილ ქალაქებსა და საქალაქო ტიპის დასახლებებში თავიდან სახლობდნენ „წვრილი ვაჭრები და ხელოსნები“, ვინც დაბალ კლასს ეკუთვნოდნენ ან სულაც ყოფილი მონები იყვნენ, რომლებიც ბატონს გამოჰქცეოდნენ და თავი ქალაქისთვის შეეფარებინათ.
Smith goes on to note that the towns and cities that emerged in the Middle Ages were at first inhabited by “tradesmen and mechanicks” who were of lower class or fully servile status but who had escaped from the control of their lords and found refuge in the city.
3919.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
აქ ტექნოლოგიურად განვითარებული საბაზრო კაპიტალიზმი შემოიტანეს არა ქალაქის მაცხოვრებლებმა, არამედ პროგრესულად მოაზროვნე მემამულეებმა ან თავად სახელმწიფომ, და მას განვითარების ისეთივე მასშტაბებისთვის არ მიუღწევია.
A technologically advanced capitalist market was not introduced by townsmen but by progressive landowners, or by the state itself, and therefore failed to flourish to the same extent.
3920.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ქალაქებზე დაფუძნებული კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის გაჩენასთან ერთად ჩვენ ვემშვიდობებით მალთუსიანურ სამყაროს და გადავდივართ მოდერნულ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც პროდუქტიულობის ზრდა გაცილებით უფრო რუტინული ხდება.
Once a city-based capitalist market economy appears, we leave the old Malthusian world and begin to enter into a modern economic system where productivity increases become much more routine.