ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
4021.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ინფორმაციის დასადგენად, შესაგროვებლად, დასამუშავებლად, შესანახად და გადასაცემად განკუთვნილი პროცედურები შესაძლოა ტარდებოდეს სტ გამოყენებითი პროგრამების მეშვეობით, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს პროცედურები შეიძლება ინტეგრირებული იყოს სხვა კომპონენტებისთვის განკუთვნილ ფირმის საპასუხო ზომებში.
The procedures to identify, capture, process, maintain and communicate information may be enforced through IT applications, and in some cases may be embedded within the firm’s responses for other components.
4022.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
სუბიექტები, რომლებიც ფიდუციარული მართვის უფლებით ფლობენ მრავალრიცხოვანი დაინტერესებული მხარის მნიშვნელოვანი მოცულობის აქტივებს, მათ შორის საფინანსო დაწესებულებები, როგორიცაა გარკვეული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და საპენსიო ფონდები.
Entities that hold a significant amount of assets in a fiduciary capacity for a large number of stakeholders including financial institutions, such as certain banks, insurance companies, and pension funds.
4023.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
სუბიექტები, რომლებიც ფიდუციარული მართვის უფლებით ფლობენ მრავალრიცხოვანი დაინტერესებული მხარის, მათ შორის საფინანსო დაწესებულებების მნიშვნელოვანი მოცულობის აქტივებს, როგორიცაა ზოგიერთი ბანკი, სადაზღვევო კომპანია და საპენსიო ფონდი, რომლებისთვისაც გარიგების ხარისხის მიმოხილვის ჩატარება სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა სავალდებულო კანონმდებლობის მიხედვით.
Entities that hold a significant amount of assets in a fiduciary capacity for a large number of stakeholders including financial institutions, such as certain banks, insurance companies, and pension funds for which an engagement quality review is not otherwise required by law or regulation.
4024.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად ნაკლებად რთულ ფირმაში, შესაძლოა არ არსებობდეს პერსონალი, რომელსაც აქვს მონიტორინგის ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელი კომპეტენცია, შესაძლებლობები, დრო ან ობიექტურობა.
In some circumstances, for example, in the case of a less complex firm, there may not be personnel who have the competence, capabilities, time or objectivity to perform the monitoring activities.
4025.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ამგვარი ინფორმაცია შესაძლოა მიეწოდოს ჯგუფის გარიგების პარტნიორებს იმისათვის, რომ განიხილონ ქსელის იმ ფირმიდან მოწვეული კომპონენტის აუდიტორების კომპეტენცია და შესაძლებლობები, რომელზეც ვრცელდება ქსელის საერთო მოთხოვნები.
Such information may be communicated to group engagement partners, in the context of considering the competence and capabilities of component auditors from a network firm who are subject to common network requirements.
4026.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 2
ეს პოლიტიკა და პროცედურები უნდა მოითხოვდეს, რომ ამგვარი პირები არ იყვნენ გარიგების გუნდის წევრები და მათ უნდა გააჩნდეთ სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები, მათ შორის საკმარისი დრო დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
Those policies or procedures shall require that such individuals not be members of the engagement team, and have the competence and capabilities, including sufficient time, to perform the duties assigned to them.
4027.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 2
სათანადო კომპეტენციის ან შესაძლებლობების არქონა გავლენას იქონიებს გარიგების ხარისხის მიმომხილველის უნარზე, მიმოხილვის ჩატარებისას მიმართოს სათანადო პროფესიულ განსჯას.
A lack of appropriate competence or capabilities affects the ability of the engagement quality reviewer to exercise appropriate professional judgment in performing the review.
4028.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 2
გარიგების გარემოებებში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია თუ არა ის, რომ გარიგების ხარისხის მიმომხილველს აღარ აქვს მიმოხილვის ჩატარებისთვის შესაფერისი კომპეტენცია და შესაძლებლობები.
Whether changes in the circumstances of the engagement result in the engagement quality reviewer no longer having the appropriate competence and capabilities to perform the review.
4029.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
ასს 610 (გადასინჯული 2013 წელს) და ასს 620 მოიცავს მოთხოვნებსა და მითითებებს ისეთი შემთხვევებისთვის, შესაბამისად, როდესაც აუდიტორი იყენებს შიდა აუდიტორების მიერ შესრულებულ სამუშაოს პირდაპირი დახმარების სახით ან გარე ექსპერტის სამუშაოს.
ISA 610 (Revised 2013) and ISA 620 provide requirements and guidance for the auditor when using the work of internal auditors in a direct assistance capacity or when using the work of an external expert, respectively.
4030.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
მაგალითად, გარიგების პარტნიორს ევალება იმის დადგენა, რომ გარიგების გუნდის წევრებს ერთობლივად აქვთ აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელი სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები.
For example, the engagement partner is required to determine that members of the engagement team collectively have the appropriate competence and capabilities to perform the audit engagement.
4031.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
იმის შესაფასებლად, რამდენად შესაფერისია გარიგების გუნდის კომპეტენცია და შესაძლებლობები, გარიგების პარტნიორს შესაძლოა დასჭირდეს გარიგების გუნდის მიერ შეგროვებული ან ფირმის ხარისხის მართვის სისტემიდან მიღებული ინფორმაცია.
To make a judgment on whether the competence and capabilities of the engagement team is appropriate, the engagement partner may need to use information compiled by the engagement team or from the firm’s system of quality management.
4032.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
აქვს თუ არა გარიგების გუნდს გარიგების შესასრულებლად აუცილებელი კომპეტენცია და შესაძლებლობები, მათ შორის, საკმარისი დრო.
Whether the engagement team has the competence and capabilities, including sufficient time, to perform the engagement.
4033.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 220 (გადასინჯული)
ფირმის პოლიტიკა ან პროცედურები შესაძლოა მოითხოვდეს, რომ გარიგების გუნდს ჰქონდეს სტ გამოყენებითი პროგრამის გამოსაყენებლად აუცილებელი სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები.
The firm’s policies or procedures may require the engagement team to have appropriate competence and capabilities to use the IT application.
4034.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
ყოვლისმომცველი სამართლიანობის, როგორც პატიოსნების, დოქტრინის პოლიტიკურ კონცეფციად გარდაქმნისას პიროვნების იდეა, როგორც მორალური პერსონისა, რომელსაც სრულად აქვს მორალური ქმედების უნარები, გარდაიქმნება მოქალაქის იდეად.
In the transformation from the comprehensive doctrine of justice as fairness to the political conception of justice as fairness, the idea of the person as having moral personality with the full capacity of moral agency is transformed into that of the citizen.
4035.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | შესავალი
პიროვნება განიხილება როგორც თავისი მორალური უფლებებით მოსარგებლე, თავისი მორალური ვალდებულებების შემსრულებელი არსება, რომელსაც შეიძლება დოქტრინით დაშვებული ყველანაირი მორალური მოტივაცია ჰქონდეს.
Persons are viewed as being capable of exercising their moral rights and fulfilling their moral duties and as being subject to all the moral motivations appropriate to each moral virtue the doctrine specifies.
4036.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ბაზისური იდეა ისაა, რომ თავიანთი ორი მორალური უნარის (სამართლიანობის განცდისა და სიკეთის აღქმის უნარები) და გონების უნარების (მსჯელობის, აზროვნების და მათთან კავშირში მყოფი უნარების) წყალობით პიროვნებები თავისუფალნი არიან.
The basic idea is that in virtue of their two moral powers (a capacity for a sense of justice and for a conception of the good) and the powers of reason (of judgment, thought, and inference connected with these powers), persons are free.
4037.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
განვმარტოთ ეს: ვინაიდან პიროვნება შეიძლება იყოს სოციალური თანამშრომლობის სამართლიანი სისტემის სრულფასოვანი მონაწილე, მას მივაწერთ სოციალური თანამშრომლობის იდეის ზემოაღნიშნულ ელემენტებთან კავშირში მყოფ ორ მორალურ უნარს: სახელდობრ, სამართლიანობის განცდისა და სიკეთის აღქმის უნარებს.
To elaborate: since persons can be full participants in a fair system of social cooperation, we ascribe to them the two moral powers connected with the elements in the idea of social cooperation noted above: namely, a capacity for a sense of justice and a capacity for a conception of the good.
4038.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
სამართლიანობის განცდა უნარია, რომელიც საჭიროა, რათა პიროვნებამ გაიგოს სამართლიანობის საჯარო კონცეფცია, რომელიც სოციალური თანამშრომლობის სამართლიან პირობებს ადგენს, გამოიყენოს იგი და იმოქმედოს მის მიხედვით.
A sense of justice is the capacity to understand, to apply, and to act from the public conception of justice which characterizes the fair terms of social cooperation.
4039.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
სიკეთის აღქმა ის უნარია, რომელიც პიროვნებას ეხმარება, რაციონალურ ფარგლებში ჩამოაყალიბოს, რა არის მისთვის უპირატესობის თუ სარგებლის მომტანი, პერიოდულად გადახედოს და რაციონალობის ფარგლებში მისდიოს ამ ჩამოყალიბებულ შეხედულებას.
The capacity for a conception of the good is the capacity to form, to revise, and rationally to pursue a conception of one’s rational advantage or good.
4040.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | I ლექცია
ვინაიდან საზოგადოების, როგორც თანამშრომლობის სამართლიანი სისტემის, იდეით დავიწყეთ, ვიგულისხმეთ, რომ პიროვნებებს, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნარი აქვთ საიმისოდ, რომ საზოგადოების თანამშრომლობაზე ორიენტირებული წევრები იყვნენ.
Since we begin from the idea of society as a fair system of cooperation, we assume that persons as citizens have all the capacities that enable them to be cooperating members of society.