ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ 3-მეთილჰეპტინ-1-დიოლ-3,4-ის ჰიდროსილილირება ტრიეთილსილანით სპეიერის კატალიზატორის თანდასწრებით მიმდინარეობს აცეტილენურ ბმასთან მიერთების გზით.
It has been ascertained that the reaction of the hydrosilanation of 3-methyl heptyne-1-diol-3,4 by triethyl-silane in the presence of Speier’s catalyst proceeds by way of addition of acetylene with the triple bond.
502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, სამშენებლო მექანიკა
შედგენილ კვეთში ძალვების განსაზღვრა დრეკად ცოცვადი ტანის თეორიის საფუძველზე შესრულებულია რიცხვითი ინტეგრების მეთოდის გამოყენებით.
The forces in a built-up section are determined according to the theory of elasto-creep body by the method of numerical integration.
503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფარმაკოქიმია
დადგენილია პრეპარატში ფლავონოგლუკოზიდების (აპიინი, ლუტეოლინი 7-აპიოზილ გლუკოზიდი), ვიტამინების (თიამინი, ასკორბინის მჟავა, ქოლინი) და ბერგაპტენის შემცველობა.
Suspetin has been found to contain flavoglucosides (apiin, luteolin 7-apiosil glucoside) vitamins (thiamin, ascorbic acid, choline) and bergapten.
504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფარმაკოქიმია
ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე შედგენილია საკალიბრო გრაფიკები. დადგენილია, რომ სუკპეტინში კალიუმ-ნატრიუმის რაოდენობასა და ფოტოეფექტის ინტენსივობას შორის არსებობს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება.
A calibrating diagram shows that there exists a direct proportional dependence between the radiation intensity (galvanometer index) and the concentration of the elements under study.
505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკა
მაღალი ენერგიის დამუხრუჭებითი გასხივებით სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის თხელი ნიმუშების მასიური ნაკადური დასხივების მეთოდიკის შესახებ.
On a method of mass line irradiation of thin samples of materials of different chemical composition of high energy bremsstrahlung.
506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკა
მოცემულია სხვადასხვა სიღრმეზე ნაწილაკების რიცხვის ერთობლივი განაწილების ფუნქციის აღდგენის მეთოდი.
A method of recovery of the sequent distribution function of particle numbers at different thicknesses is suggested.
507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკა
დადგენილია ელექტრომაგნიტური წნევის განაწილების ხასიათი რადიალური მიმართულებით და ნაჩვენებია, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია ცილინდრებში განხორციელდეს წნევის რეზონანსის ეფექტი.
The distribution of electromagnetic pressure in radial direction and the effect of resonance pressure in definite conditions are stated.
508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკა
დადგენილია, რომ პოლისტიროლში ევროპიუმის ბენზოილაცეტონტის <sup>5</sup>D<sub>0</sub>-<sup>7</sup>F<sub>4</sub> და <sup>5</sup>D<sub>0</sub>-<sup>7</sup>F<sub>2</sub> გადასვლის ინტენსივობა ერთსა და იმავე რიგისაა, ისე, როგორც Eu<sup>3+</sup> ასეთივე გადასვლები კრისტალურ მესერში.
It has been established that <sup>5</sup>D<sub>0</sub>-<sup>7</sup>F<sub>4</sub> and <sup>5</sup>D<sub>0</sub>-<sup>7</sup>F<sub>2</sub> transition intensity of evropium benzoyl acetonate in polystyrene is of similar order as well as Eu<sup>3+</sup> transitions in crystal base.
509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკური ქიმია
ეთილენისა და ბენზოლის ორთქლის ადსორბციის სითბოები, ნიკელის, კობალტის, რადიუმის იონებისა და ამ ნიმუშების წყალბადით აღდგენის შედეგად მიღებულ შესაბამის ლითონების შემცველ X და Y ტიპის ცეოლითებზე გამოთვლილია ქრომატოგრაფიული მონაცემების საფუძველზე.
Absorption heats of ethylene and benzol vapours on X and Y type zeolites containing nickels, cobalt and rhodium ions and their corresponding metals after reduction of these zeolites by hydrogen have been calculated on the basis of chromatographic data.
510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკური ქიმია
საკვლევი ცეოლითების აღდგენისას წარმოიქმნება მეტალური ფაზა და ადგილი აქვს დეკათიონირებას, რაც იწვევს ეთილენისა და ბენზოლის შეკავებითი მოცულობების მნიშვნელოვან ცვლილებას.
When reducing the above zeolites metallic phase appears and decationation takes place, causing a considerable change of the retention volumes of ethylene and benzol.
511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ, მიუხედავად აეროზოლების ერთნაირი გამოსავლისა, ფლოროგლუცინი ხასიათდება ყინულწარმოქმნის უფრო მაღალი აქტივობით, რაც აიხსნება მის მოლეკულაში OH ჯგუფების არსებობით და სტრუქტურული აგებულებით.
Despite the fact that the yields of aerosols are equal phloroglucinol shows higher ice – forming activity than does terephthalic acid, which may be explained by the existence of OH groups in the phloroglucinol molecule and by its structure.
512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია 1700 სმ<sup>-1</sup> უბანში შთანთქმის ზოლი. დადგენილია, რომ შთანთქმა 1700 სმ<sup>-1</sup> უბანში შეიძლება გამოყენებულ იქნეს უნაჯერო კომპონენტის ნაჯერ კომპონენტთან ნარევში თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისათვის მყარ და თხევად აპკებში.
The results of the investigation show that absorption in the region of 1700 cm<sup>-1</sup> can be applied for qualitative and quantitative determination of the unsaturated component in a mixture with a saturated one in solid and liquid films.
513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია, რომ არადეფიციტური აირადი და სუსტადშეცხობადი ნახშირების დაკოქსვისას საკუთარი აქროლადების წნევის ქვეშ მიიღება უკვამლო საყოფაცხოვრებო სათბობი.
It has been found that in the process of coking of non-deficient gaseous and weakly-caked coals under the pressure of their volatile substances smokeless fuel is obtained.
514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დადგენილია ასეთი სათბობის მიღების ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრები.
The basic technological parameters for the production of such fuel are presented.
515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ბუნებრივი კალციუმის სულფატის კინეტიკის შესწავლისას დადგინდა: კაზმში ნახშირისა და კალციუმის ფტორიდის შეტანა მნიშვნელოვნად ანელებს სულფატის აღდგენის პროცესს სულფიდის წარმოქმნამდე და აჩქარებს CaSo<sub>4</sub>-ისა და CaS-ის ურთიერთქმედებას.
Investigation of the kinetics of decomposition of calcium sulphate has shown that addition of calcium fluoride to the charge considerably lowers the rate of sulphate reduction before sulphide is formed and accelerates the interaction between CaSo<sub>4</sub> and CaS.
516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დამუშავებულ იქნა ახალი შედგენილობის ფლიუსი ტყვიის შენაერთების გარეშე, პერლიტის, ბორის მჟავის, თუთიის ჟანგის, ცარცისა და კალცინირებული სოდის საფუძველზე.
A new frit free from lead compounds was prepared from perlite, boric acid, zinc oxide, chalk and soda.
517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
დაგენილია სელენის შემცველ ჭიქურებზე გვარჯილებისა და სულფიდების უარყოფითი გავლენა.
It is shown that both nitrate and sulphide ions should be excluded from glaze types containing cadmium selenide.
518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
პროცესის ოპტიმალური პირობები შერჩეულია ექსპერიმენტის სტატისტიკური დაგეგმვის მეთოდით. დადგენილია, რომ 900°-ზე მაქლორირებელი გამოწვისას (ხანგრძლივობა - 45 წუთი, გრანულების სიდიდე - 0,7 მმ) აქროლების ხარისხი შეადგენს: ოქროსი დაახლოებით - 100%, ვერცხლისა - 93%, ტყვიისა - 92% და რკინისა - 7%.
Conditions ensuring a high yield (temperature 900°, time of soaking 45 min, average size of granule – 0.7mm) were determined by the method of statistical planning of experiments. Under these conditions the degree of sublimation was found to be 100% for Au; 93% for Ag; 92% for Pb and 7% for Fe.
519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
მანგანუმის კარბონატული მადნის თერმული დისოციაციის პროდუქტების შედგენილობის საკითხისათვის.
Investigation of thermic dissociation products of manganese carbonate ore.
520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ქიმიური ტექნოლოგია
ნაშრომში წარმოდგენილია მაზულსკის მანგანუმის კარბონატული მადნის ქლორირების ექსპერიმენტალური მონაცემები.
The present paper deals with the experimental data on chlorination of the Mazul manganese carbonate ore.