ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
5541.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარები ბოლოში ვენულებად ერთიანდებიან, ვენულები კი თავის მხრივ ვენებში გადადის.
At their end, capillaries converge into venules, and venules converge into veins.
5542.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა არტერიას სისხლი გულიდან კაპილარებისკენ მიაქვს, ხოლო ვენებს კი კაპილარებიდან გულისკენ.
All arteries carry blood from the heart toward capillaries, and veins return blood to the heart from capillaries.
5543.
ბიოლოგია | თავი XLII
მნიშვნელოვანი გამონაკლისი ღვიძლის კარის ვენაა, რომელსაც სისხლი მომნელებელი სისტემის კაპილარების კონიდან ღვიძლის კაპილარულ კონაში მიაქვს.
A significant exception is the hepatic portal vein that carries blood from capillary beds in the digestive system to capillary beds in the liver.
5544.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის ამ მიმოქცევას ორმაგ მიმოქცევას უწოდებენ, ის უზრუნველყოფს სისხლის ძლიერ ნაკადს ტვინისკენ, კუნთებისკენ და სხვა ორგანოებისკენ, რამდენადაც სისხლი მეორედ გადაიტუმბება მას შემდეგ, რაც ფილტვებისა და კანის კაპილარულ კონაში წნევას კარგავს.
This organization, called double circulation, provides a vigorous flow of blood to the brain, muscles, and other organs because the blood is pumped a second time after it loses pressure in the capillary beds of the lungs or skin.
5545.
ბიოლოგია | თავი XLII
ჟანგბადის მიწოდება გაძლიერებულია, რადგან არ ხდება ჟანგბადით მდიდარი და ღარიბი სისხლის შერევა და სისხლის მიმოქცევის ორი წრე, მას შემდეგ, რაც სისხლი ფილტვების კაპილარებს მოივლის, სისტემურ მიმოქცევაში წნევას აღადგენს.
Oxygen delivery is enhanced because there is no mixing of oxygen-rich and oxygen-poor blood, and double circulation restores pressure to the systemic circuit after blood has passed through the lung capillaries.
5546.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც სისხლი გაივლის მარჯვენა და მარცხენა ფილტვის კაპილარულ კონებს, ის იტვირთება ჟანგბადით და იცილებს ნახშირორჟანგს.
As the blood flows through capillary beds in the left and right lungs, it loads O2 and unloads CO2.
5547.
ბიოლოგია | თავი XLII
მერე გამოდის ტოტები, რომლებსაც სისხლი თავისა და მკლავებისკენ (ზედა კიდურებისკენ) მიაქვს.
Then come branches leading to capillary beds in the head and arms (forelimbs).
5548.
ბიოლოგია | თავი XLII
აორტა უკანა მიმართულებით გრძელდება და ფეხებისა და მუცლის ღრუს ორგანოების არტერიოლებსა და კაპილარულ კონებს სისხლით ამარაგებს.
The aorta continues in a posterior direction, supplying oxygen-rich blood to arteries leading to 8 arterioles and capillary beds in the abdominal organs and legs.
5549.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებში ჟანგბადი და ნახშირორჟანგი კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით მოძრაობს, კერძოდ, ჟანგბადი გადადის სისხლიდან ქსოვილებში, ხოლო უჯრედის სუნთქვისას წარმოქმნილი ნახშირორჟანგი კი სისხლში.
Within the capillaries, O2 and CO2 diffuse along their concentration gradients, with O2 moving from the blood to the tissues and CO2 produced by cellular respiration diffusing into the bloodstream.
5550.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარები ერთდება და ვენულებს ქმნის, რომელთაც სისხლი ვენებისკენ მიაქვს.
Capillaries rejoin, forming venules, which convey blood to veins.
5551.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა სისხლძარღვის, მათ შორის კაპილარების შიდა ამომფენი შრე ენდოთელიუმია, ბრტყელი უჯრედების ერთი შრე, რომელიც გლუვ ზედაპირს ქმნის და სისხლის დინების წინაღობას მინიმუმამდე ამცირებს.
Lining the lumen of all blood vessels, including capillaries, is an endothelium, a single layer of flattened cells that provides a smooth surface that minimizes resistance to the flow of blood.
5552.
ბიოლოგია | თავი XLII
სტრუქტურული განსხვავებები, არტერიების, ვენებისა და კაპილარების განსხვავებულ ფუნქციებს შეესაბამება.
Structural differences correlate with the different functions of arteries, veins, and capillaries.
5553.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებს ორი გარეთა შრე არა აქვთ და მათი თხელი კედელი მარტო ბაზალური მემბრანისა და ენდოთელიუმისგან შედგება.
Capillaries lack the two outer layers, and their very thin walls consist only of endothelium and its basement membrane.
5554.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლი აორტაში ათასჯერ უფრო სწრაფად (დაახლოებით 30სმ/წმ) მოძრაობს ვიდრე კაპილარებში (დაახლოებით 0.026 სმ/წმ).
Blood travels over a thousand times faster in the aorta (about 30 cm/sec on average) than in capillaries (about 0.026 cm/sec).
5555.
ბიოლოგია | თავი XLII
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რამდენადაც კაპილარების დიამეტრი ძალიან მცირეა, სისხლმა კაპილარებში უფრო სწრაფად უნდა იმოძრაოს, ვიდრე არტერიებში.
You might think that blood should travel faster through capillaries than through arteries because the diameter of capillaries is very small.
5556.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგრამ კაპილარების ჯამური განივკვეთი განსაზღვრავს მათში დინების სიჩქარეს.
However, it is the total cross-sectional area of capillaries that determines the flow rate.
5557.
ბიოლოგია | თავი XLII
ყველა არტერია სისხლს, უამრავი რაოდენობით, კაპილარში აგზავნის, ასე რომ, კაპილარული კონის ჯამური განივკვეთი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მიმოქცევის სისტემის ნებისმიერ სხვა ადგილას.
Each artery conveys blood to such an enormous number of capillaries that the total cross-sectional area is much greater in capillary beds than in any other part of the circulatory system.
5558.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ მიზეზით, სისხლის სიჩქარე მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც ის არტერიებიდან არტერიოლებში შედის და კაპილარულ კონაში კიდევ უფრო ნელდება.
For this reason, the blood slows substantially as it enters the arterioles from arteries and slows further still in the capillary beds.
5559.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარები ერთადერთი ძარღვებია, რომელთა კედელიც საკმარისად თხელია სისხლსა და უჯრედშორის სითხეს შორის ნივთიერებათა მიმოცვლისთვის, სისხლის მოძრაობის დაბალი სიჩქარე კიდევ უფრო ზრდის ამ მიმოცვლას.
Capillaries are the only vessels with walls thin enough to permit the transfer of substances between the blood and interstitial fluid, and the slower flow of blood through these tiny vessels enhances this exchange.
5560.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარების დატოვების შემდეგ სისხლი ვენულებსა და ვენებში შედის.
As blood leaves the capillaries and enters the venules and veins.