ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
5601.
ბიოლოგია | თავი XLII
სხვა ცხოველები, როგორიც არიან მყვინთავები, წყლის ქვეშ დიდი ხანი სუნთქვის გარეშე ძლებენ.
Other animals, such as diving mammals, are capable of being active underwater for extended periods without breathing.
5602.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ ანტილოპას 100კმ/სთ სიჩქარით სირბილი შეუძლია.
Pronghorns are capable of running as fast as 100 km/hr.
5603.
ბიოლოგია | თავი XLIV
როგორც სურათ 44.10-ზეა ნაჩვენები, მილაკები სხეულის შიგნით იტოტება და უჯრედული ერთეულით ბოლოვდება, რომელსაც ცეცხლის ნათურას უწოდებენ.
As shown in Figure 44.10, the tubules branch throughout the body and the smallest branches are capped by a cellular unit called a flame bulb.
5604.
ბიოლოგია | თავი XLIV
ჭიის თითოეულ სეგმენტს მეტანეფრიდიუმის წყვილი აქვს, რომლებიც ცელომშია მოთავსებული და კაპილარული ბადით არის გარშემორტყმული.
Each segment of a worm has a pair of metanephridia, which are immersed in coelomic fluid and enveloped by a capillary network.
5605.
ბიოლოგია | თავი XLIV
როდესაც შარდი მილაკებში მიედინება, სანათურის შემომსაზღვრელი სატრანსპორტო ეპითელიუმი გახსნილი ნივთიერებების უმეტეს ნაწილს რეაბსორბირებს და კაპილარების სისხლში აბრუნებს.
As urine moves along the tubule, the transport epithelium bordering the lumen reabsorbs most solutes and returns them to the blood in the capillaries.
5606.
ბიოლოგია | თავი XLIV
მილაკებთან უშუალოდ დაკავშირებული კაპილარების ხშირი ბადე, მილაკების სანათურებისა და სხვა სტრუქტურების, რომლებიც შარდის სხეულიდან გარეთ გამოყოფას უზრუნველყოფენ, მსგავსად გამომყოფი სისტემის ნაწილს წარმოადგენს.
A dense network of capillaries intimately associated with the tubules is also an integral part of the vertebrate excretory system, as are the ducts and other structures that carry urine out of the tubules and kidney and eventually out of the body.
5607.
ბიოლოგია | თავი XLIV
ხერხემლიანთა თირკმლის ფუნქციური ერთეული ნეფრონი - ერთი გრძელი მილისგან და კაპილარული გორგლისგან შედგება, რომელსაც გლომერულუსს უწოდებენ.
The nephron, the functional unit of the vertebrate kidney, consists of a single long tubule and a ball of capillaries called the glomerulus.
5608.
ბიოლოგია | თავი XLIV
მილის ბრმა ბოლო ფიალის ფორმის გაფართოებას ქმნის, რომელსაც ბოუმენის კაფსული ეწოდება და, რომელიც, გლომერულუსს შემოსაზღვრავს.
The blind end of the tubule forms a cup-shaped swelling called Bowman's capsule, which surrounds the glomerulus.
5609.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრაცია ხდება, როდესაც სისხლის წნევა სისხლის სითხეს ბოუმენის კაფსულის გლომერულუსში განდევნის.
Filtration occurs as blood pressure forces fluid from the blood in the glomerulus into the lumen of Bowman's capsule.
5610.
ბიოლოგია | თავი XLIV
კაფსულის განსაკუთრებული უჯრედების გასწვრივ არსებული ფორებიანი კაპილარები, რომლებსაც პოდოციტებს უწოდებენ, წყლისა და მცირე ზომის გახსნილი ნივთიერებების მიმართ განვლადია, მაგრამ დიდი ზომის მოლეკულების, მაგალითად, პლაზმის ცილების, მიმართ კი – განუვლადი.
The porous capillaries, along with specialized cells of the capsule called podocytes, are permeable to water and small solutes but not to blood cells or large molecules such as plasma proteins.
5611.
ბიოლოგია | თავი XLIV
მცირე ზომის მოლეკულების ფილტრაცია არაშერჩევითად მიმდინარეობს და ბოუმენის კაფსულის ფილტრატი შეიცავს მარილებს, გლუკოზას, ამინომჟავებს, ვიტამინებს, აზოტოვან პროდუქტებს, როგორიც არის შარდოვანა და სხვა მცირე ზომის მოლეკულების ნარევს, რომელიც სისხლის პლაზმაში ამ ნივთიერებების კონცენტრაციის მსგავსია.
Filtration of small molecules is nonselective, and the filtrate in Bowman's capsule contains salts, glucose, amino acids, and vitamins; nitrogenous wastes such as urea, and other small molecules, a mixture that mirrors the concentrations of these substances in blood plasma.
5612.
ბიოლოგია | თავი XLIV
ფილტრატი ბოუმენის კაფსულიდან ნეფრონის შედეგ უბნებს გაივლის.
From Bowman's capsule, the filtrate passes through three regions of the nephron.
5613.
ბიოლოგია | თავი XLIV
თითოეული ნეფრონი სისხლით აფერენტული არტერიოლით მარაგდება, რომელიც თირკმლის არტერიის ტოტს წარმოადგენს და რომელიც გლომერულუსის კაპილარებად იყოფა.
Each nephron is supplied with blood by an afferent arteriole, a branch of the renal artery that subdivides into the capillaries of the glomerulus.
5614.
ბიოლოგია | თავი XLIV
კაპილარები გლომერულუსიდან გამოსვლისას ერთიანდება და ეფერენტულ არტერიოლს ქმნიან.
The capillaries converge as they leave the glomerulus, forming an efferent arteriole.
5615.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს სისხლძარღვი შემდეგ იყოფა და პერიტუბულურ კაპილარებს ქმნის, რომელიც პროქსიმალურ და დისტალურ მილაკებს ერტყმის გარს.
This vessel subdivides again, forming the peritubular capillaries, which surround the proximal and distal tubules.
5616.
ბიოლოგია | თავი XLIV
სხვა კაპილარები ქვემოთ გრძელდება და ქმნის vasa recta-ს, რომელიც ჰენლეს მარყუჟს ერტყმის გარს.
More capillaries extend downward and form the vasa recta, the capillaries that serve the loop of Henle.
5617.
ბიოლოგია | თავი XLIV
მიუხედავად იმისა, რომ გამომყოფი მილაკები და მათი გარშემომრტყმელი კაპილარები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ისინი ნივთიერებებს უშუალოდ არ ცვლიან.
Although the excretory tubules and their surrounding capillaries are closely associated, they do not exchange materials directly.
5618.
ბიოლოგია | თავი XLIV
მილაკები და კაპილარები ქსოვილურ სითხეშია ჩაყურსული, რომლის გავლითაც სხვადასხვა ნივთიერება სისხლის პლაზმასა და ნეფრონის მილაკების ფილტრატს შორის დიფუნდირებს.
The tubules and capillaries are immersed in interstitial fluid, through which various substances diffuse between the plasma within capillaries and the filtrate within the nephron tubule.
5619.
ბიოლოგია | თავი XLIV
წამლები და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები, რომელიც ღვიძლში გადის, პერიტუბულარული კაპილარებიდან ქსოვილური სითხისა და ეპითელიუმის გავლით პროქსიმალურ მილაკში გადადის.
Drugs and other poisons that have been processed in the liver pass from the peritubular capillaries into the interstitial fluid and then are secreted across the epithelium of the proximal tubule.
5620.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის საპირისპიროდ, საჭირო საკვები ნივთიერებები მათ შორის გლუკოზა, ამინომჟავები და კალიუმის იონები აქტიურად ან პასიურად ფილტრატიდან ქსოვილურ სითხეში და შემდგომ პერიტუბულარულ კაპილარებში გადადის.
Conversely, valuable nutrients, including glucose, amino acids, and potassium (K), are actively or passively transported from the filtrate to the interstitial fluid and then are moved into the peritubular capillaries.