ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგული დაზვერვა გულისხმობს მომხმარებლების, კონკურენტებისა და სავაჭრო სივრცეში არსებული აქტივობების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისტემატურ მოგროვებასა და ანალიზს.
Competitive marketing intelligence is the systematic collection and analysis of publicly available information about consumers, competitors, and developments in the marketplace.
642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგული დაზვერვის მიზანია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესება. ეს კი მომხმარებელთა გარემოს უკეთ გაგების, კონკურენტების ქმედებების თვალყურის დევნებისა და შეფასების, და ასევე სავაჭრო სივრცეში შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის მეშვეობით მიიღწევა.
The goal of competitive marketing intelligence is to improve strategic decision making by understanding the consumer environment, assessing and tracking competitors’ actions, and providing early warnings of opportunities and threats.
643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კარგი მარკეტინგული დაზვერვა შესაძლოა დაეხმაროს მარკეტოლოგებს, გაიგონ, რას ამბობენ მომხმარებლები ბრენდის შესახებ და რა აკავშირებთ მათ ბრენდთან.
Good marketing intelligence can help marketers gain insights into how consumers talk about and connect with their brands.
644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ფირმები იყენებენ კონკურენტულ მარკეტინგულ დაზვერვას, რათა ადრეულ ეტაპზე შეიტყონ, რა სტრატეგიებით ხელმძღვანელობენ კონკურენტები, რა ახალ პროდუქციას უშვებენ, როგორია ახალი თუ ცვალებადი ბაზრები და პოტენციური კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები.
Firms use competitive marketing intelligence to gain early warnings of competitor moves and strategies, new-product launches, new or changing markets, and potential competitive strengths and weaknesses.
645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
იმის გამო, რომ კონკურენტები ყველანაირად ცდილობენ მარკეტინგული ინფორმაციის მიტაცებას, კომპანიების უმეტესობა ძალისხმევას არ იშურებს საკუთარი ინფორმაციის დასაცავად.
Facing determined competitive marketing intelligence efforts by competitors, most companies are now taking steps to protect their own information.
646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული დაზვერვის ხშირი გამოყენება ეთიკის საკითხებს უკავშირდება.
The growing use of marketing intelligence also raises a number of ethical issues.
647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა.
Marketing Research.
648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მომხმარებლის, კონკურენტებისა და სავაჭრო სივრცის შესახებ მარკეტინგული დაზვერვით მიღებული ინფორმაციის გარდა, მარკეტოლოგებს ხშირად გარკვეული სიტუაციების ფორმალური შესწავლა სჭირდებათ, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, რას ფიქრობენ მომხმარებლები ამა თუ იმ კონკრეტული მარკეტინგული სიტუაციისა თუ გადაწყვეტილების შესახებ.
In addition to marketing intelligence information about general consumer, competitor, and marketplace happenings, marketers often need formal studies that provide customer and market insights for specific marketing situations and decisions.
649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასეთ სიტუაციებში მარკეტინგული დაზვერვით შეუძლებელია დეტალური ინფორმაციის მოპოვება და საჭირო ხდება მარკეტინგული კვლევის ჩატარება.
In such situations, marketing intelligence will not provide the detailed information needed. They will need marketing research.
650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა არის ორგანიზაციის სპეციფიკურ მარკეტინგულ სიტუაციასთან დაკავშირებული მონაცემების სისტემური შეგროვება, ანალიზი და ანგარიში.
Marketing research is the systematic design, collection, analysis, and reporting of data relevant to a specific marketing situation facing an organization.
651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანიების მიერ მარკეტინგული კვლევის გამოყენების არეალი ფართოა. მაგალითად, მყიდველთა მოტივაციის, შესყიდვის ქცევისა და კმაყოფილების გაგება.
Companies use marketing research in a wide variety of situations. For example, marketing research gives marketers insights into customer motivations, purchase behavior, and satisfaction.
652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევა მათ ეხმარება ბაზრის პოტენციალისა და საბაზრო წილის, ასევე ფასწარმოქმნის, პროდუქტის, დისტრიბუციისა და სარეკლამო აქტივობების ეფექტურობის შეფასებაში.
Marketing research can help them to assess market potential and market share or measure the effectiveness of pricing, product, distribution, and promotion activities.
653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
სწორედ ასეთი გზით ახერხებენ პროქტერ & გემბელი, ჯენერალ ელექტრიკი და მრავალი სხვა კორპორაციული გიგანტი მარკეტინგული კვლევის საკითხებისათვის თავის გართმევას.
This is how P&G, GE, and many other corporate giants handle marketing research.
654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გარდა ამისა, ეს კომპანიები, მცირე კომპანიების მსგავსად, ქირაობენ სპეციალისტებს, რომლებიც კომპანიის მენეჯერებთან ერთად გარკვეულ მარკეტინგულ პრობლემებზე მუშაობენ და მარკეტინგულ კვლევებს ატარებენ.
In addition, these companies—like their smaller counterparts—frequently hire outside research specialists to consult with management on specific marketing problems and conduct marketing research studies.
655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევის პროცესი ოთხ საფეხურს მოიცავს. ეს არის: მარკეტინგული პრობლემისა და კვლევის მიზნების განსაზღვრა; კვლევის გეგმის ჩამოყალიბება; კვლევის გეგმის განხორციელება; შედეგების განმარტება და ანგარიშის წარდგენა.
The marketing research process has four steps: defining the problem and research objectives, developing the research plan, implementing the research plan, and interpreting and reporting the findings.
656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგის მენეჯერებისა და მარკეტინგული კვლევის სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხდება პრობლემის განსაზღვრა და კვლევის მიზნებზე შეთანხმება.
Marketing managers and researchers must work closely together to define the problem and agree on research objectives.
657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მენეჯერმა ყველაზე კარგად იცის, რა ინფორმაცია სჭირდება მას; მკვლევარი კი საუკეთესოდ ერკვევა მარკეტინგულ კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებში და იცის, როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის მოპოვება.
The manager best understands the decision for which information is needed; the researcher best understands marketing research and how to obtain the information.
658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგული კვლევის პროექტს შესაძლოა სამი მიზანი ჰქონდეს.
A marketing research project might have one of three types of objectives.
659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ამ და სხვა სახის ფირმებს გააჩნია მაღალი ხარისხის მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ მარკეტინგული ინფორმაციის საჭიროებათა ფართო არეალს.
These and other firms supply high-quality data to suit a wide variety of marketing information needs.
660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომერციული, ონლაინმონაცემთა ბაზის გამოყენებით მკვლევარ-მარკეტოლოგებს მეორადი მონაცემები შეუძლიათ დამოუკიდებლად მოიძიონ.
Using commercial online databases, marketing researchers can conduct their own searches of secondary data sources.