ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
6741.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
8. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8. The court shall consider an application of the tax authority regarding a matter defined by this article in the manner provided for by the Administrative Procedure Code of Georgia.
6742.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა.
1. To determine the level of a taxpayer’s revenue, the volume of supplied goods/delivered services and the number of hired natural persons, the tax authority may survey the taxpayer’s economic activity and conduct a time study of the taxpayer’s activity.
6743.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
1. An authorised person of the tax inspection may, without a court decision, in accordance with procedures established by the Minister of Finance of Georgia, exercise control over the observance of rules for using cash registers.
6744.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;
A strictly controlled accounting document approved under the legislation of Georgia evidencing the fact of payment in cash is used;
6745.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
2. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანებით თავად შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის) მიერ ბრძანების გამოუცემლობისას, გამოსცეს საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანება.
2. The head of the tax authority may himself/herself set up an Inventory Commission by an order on taking an inventory, and determine its composition and, if necessary, inter alia, if the taxpayer's manager (director) does not issue an order setting up an Inventory Commission within the time fixed in the first paragraph of this article, issue an order setting up such an Inventory Commission.
6746.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
2. During a correspondence tax audit, the tax authority may request, according to the procedure provided for by this Code, that accounting documents and/or taxation-related information be presented.
6747.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა;
d) The Tax Returns and other documents filed with the tax authority do not confirm the reality of the objects of taxation and taxes calculated;
6748.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;
e) A Tax Return or documents necessary for calculating and/or paying taxes have not been filed;
6749.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XII
4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.
4. If the court does not grant permission to perform an urgent field tax audit to the tax authority within the fixed time, the tax authority shall be obliged to unseal the tax documents and/or inventory holdings of the taxpayer.
6750.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
Responsibility for a tax offence may be imposed upon a person only on the grounds and according to the procedure provided for by this Code.
6751.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
2. When imposing a penalty for a tax offence, if the responsibility for such an act has been abolished or mitigated by the law, the norm under the new law shall apply, whereas if the responsibility has been introduced or aggravated by the law, the norm being in force at the time of committing the act shall apply.
6752.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
21. If the responsibility for such an act has been abolished or mitigated before a tax dispute has been resolved, the authority considering the dispute shall be obliged to apply the norm established by the new law.
6753.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
4. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არ ათავისუფლებს მის თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
4. Imposing a tax penalty on an enterprise/organisation for a tax offence, based on relevant grounds, shall not release its officials from administrative, criminal or other types of responsibility, determined by the legislation of Georgia.
6754.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
5. პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.
5. A person shall not be held responsible under this Section, if a tax offence is caused due to Force-Majeure.
6755.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
Force-Majeure shall mean any emergency or extraordinary circumstances that render fulfilment of the obligations under this Code impossible and the occurrence of which does not depend on a person’s will, including:
6756.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
9. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.
9. An authorised person of the tax authority may, without executing a Tax Offence Report, define to a person a term for eliminating a tax offence, in the manner and in cases determined by the Minister of Finance of Georgia.
6757.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
6. If a tax offence report does not reflect any details defined by the legislation of Georgia, or a tax offence report is executed in violation of the law, the head of the relevant authority or the authority considering the case shall release the person from tax liability.
6758.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
1. Penalty interest is a tax penalty imposed upon a person for failure to pay the payable tax amount within the time limit fixed by the tax legislation.
6759.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
11. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გაფორმებისას დადგენილ ვადაში გადაუხდელი იმპორტის გადასახდელის ან საქონლის დროებით შემოტანის თანხის გამოვლენის შემთხვევაში საურავის დაკისრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
11. If, during customs clearance of goods provided for in Article 5(4) of the Customs Code of Georgia, a failure to pay any payable import duty or duties payable on temporary admission of goods before the fixed deadline has been revealed, a competent authority of the Ministry of Internal Affairs of Georgia may impose a penalty interest, under the procedure established by a joint order of the Minister of Finance of Georgia and the Minister of Internal Affairs of Georgia.
6760.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი XIII
მუხლი 273. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
Article 273. Violation of the procedure for registration as a taxpayer Violation of the procedure determined by the legislation of Georgia for registration as a taxpayer, – shall entail the imposition of a fine on the person in the amount of GEL 500.