ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7081.
მედიასისტემების შედარება | მედიასისტემების პოლიტიკური კონტექსტი
ვებერის მიხედით, ამ სისტემის მახასიათებელი ინსტიტუტი ბიუროკრატიაა, რომელიც პარტიების, ინტერესთა ჯგუფებისა და ინდივიდუმებისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული აპარატია, იგი დადგენილი პროცედურების თანახმად მოქმედებს და მთელ საზოგადოებას ემსახურება.
The characteristic institution of a rational-legal system, forWeber, was bureaucracy – that is, an administrative apparatus that is autonomous of particular parties, individuals, and social groups, acts according to established procedures and is conceived as serving society as a whole.
7082.
მედიასისტემების შედარება | მედიასისტემების პოლიტიკური კონტექსტი
ავტონომიური ადმინისტრაციის საკვანძო მახასიათებლებს შორისაა საჯარო სამსახურის ფორმირება დამსახურების მიხედვით, ფორმალური წესებისა და პროცედურებისადმი ერთგულება და „კორპორატიული ერთობა“, რაც დადგენილ რეგულაციებს აძლიერებს და ადმინისტრაციულ პროცესს გარეშე გავლენებისაგან იცავს.
Among the key characteristics of autonomous administration are civil-service recruitment based on merit, adherence to formal rules of procedure, and “corporate coherence” within the civil-service corps, which enforces adherence to established procedures and protects the administrative process from outside interference not in accordance with them.
7083.
მედიასისტემების შედარება | მედიასისტემების პოლიტიკური კონტექსტი
ჰაბერმასი საჯარო სფეროს წარმომავლობაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ ფორმალიზებული საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტი, მოქალაქეთა ფართო აუდიტორიამდე დადგენილებებისა და განცხადებების მიტანას საჭიროებდა, რამაც პრესის წარმოშობაში დიდი როლი ითამაშა.
Habermas, in his account of the origins of the public sphere, notes that the institution of formalized public administration along with a need to address ordinances and announcements to a large body of citizens played an important role in the origin of the press.
7084.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
წინამდებარე თავი ჯერ მედია და პოლიტიკური სისტემების ურთიერთობის სამი მოდელის ანალიზით იწყება, რაც ცალკეული ქვეყნების მედიასისტემების შესახებ ემპირიული მსჯელობის სახეს მიიღებს და შემდეგში უკვე დავსვამთ შეკითხვას, თუ რამდენად შეიძლება წარმოდგენილი მოდელის გააზრება დიფერენცირების თეორიის ჭრილში.
This chapter will begin this process of analysis, first, by introducing three models of the relation between media and political systems that will organize our empirical discussion of the media systems of particular countries, and second, by posing the question whether the patterns observed here can be understood in terms of differentiation theory.
7085.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ვფიქრობთ, დიფერენცირების თეორიაზე მსჯელობა საშუალებას მოგვცემს, უფრო სიღრმისეულად დავინახოთ საკითხი, რომელიც ამ თავის შესავალში წამოვჭერით მედიასისტემების შეფასების სტანდარტად ლიბერალური მოდელის გამოყენების შესახებ, რასაც მე-8 თავში მედიასისტემების კონვერგენციისა თუ ჰომოგენიზაციის თაობაზე და იმის შესახებ მსჯელობა მოჰყვება, თუ რამდენად შეიძლება ამ პროცესის „მოდერნიზაციად“ აღქმა.
The discussion of differentiation theory will lead us into a deeper look at an issue posed in the introduction to this volume, the use of the Liberal Model as a standard for measuring media systems, it will also carry us forward to a discussion, in Chapter 8, of convergence or homogenization of media systems, and whether this can be understood as a process of “modernization.”
7086.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
წარმოდგენილი სამი მოდელი.
THE THREE MODELS INTRODUCED.
7087.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
პოლიტიკური და მედიასისტემების მახასიათებლების ურთიერთქმედებაზე მსჯელობა, რომელიც ამ თავში განივრცობა, 4.1 და 4.2 ცხრილებში წარმოდგენილი სამი მოდელის ირგვლივაა კონცენტრირებული.
Our discussion of the patterns of interrelationship among the political and media system characteristics discussed in this chapter will be organized around three models, which are summarized in Tables 4.1 and 4.2.
7088.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
წარმოდგენილ სისტემებს შორის განსხვავებები ზოგადად რომ შევაჯამოთ, ლიბერალურ ქვეყნებში მედია – ბიზნეს სამყაროსთან უფრო ახლოსაა და დაცილებულია პოლიტიკურ სამყაროს.
At a very general level we could summarize the differences among these systems by saying that in the Liberal countries the media are closer to the world of business, and further from the world of politics.
7089.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ამავე დროს, დიფერენციაციის თეორიასთან მიმართებით არაერთი პრობლემა არსებობს, განსაკუთრებით მედია ისტორიის აღქმასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია როგორც სწორხაზოვანი სვლა უფრო ღრმა დიფერენციაციასკენ.
At the same time, there are many problems with differentiation theory, and particularly with the notion that media history can be understood as a unilinear movement toward greater differentiation.
7090.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
მედია ველის ავტონომიურობის პოლუსს, რომელიც მეტწილად ელიტური ბეჭდური მედიით იყო წარმოდგენილი, კომერციული ტელევიზიით წარმოდგენილ ჰეტერონომულ პოლუსთან მიმართებაში, ნიადაგი გამოეცალა.
The autonomous pole within the media field, moreover – which was represented by the elite print press – has lost ground to the heteronomous pole represented above all by commercial television.
7091.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
რამდენად არის გამოკვეთილი მნიშვნელოვანი განსხვავებები ძალაუფლების გადანაწილების მხრივ ჩვენ მიერ წარმოდგენილ სამ სისტემაში?
Do we in fact find significant differences in the distribution of power in the three systems we have outlined?
7092.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
იკვეთება თუ არა მნიშვნელოვანი უთანასწორობები ამ სისტემებში მედიის ხელმისაწვდომობისა და ინტერესებისა და მოსაზრებების წარმოდგენის კუთხით?
Are there important differences across systems in the degree of inequality regarding access to the media and in the representation of interests and points of view?
7093.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
მედია და პოლიტიკური სისტემების ცვლადების იმ კავშირებს, რომლებიც განვითარების ამ მოდელებში იჩენს თავს და დავადგენთ იმას, თუ რამდენად შეესაბამება ან არ შეესაბამება ცალკეული ქვეყანა წარმოდგენილ სამ მოდელს.
The connections between the media system and political system variables can be seen in these patterns of development, and the ways in which particular countries do or do not fit the three models.
7094.
მედიასისტემების შედარება | მედია და პოლიტიკური სისტემები და დიფერენცირების საკითხი
ჩვენ რომ გაგვეზიარებინა დებულება იმის თაობაზე, რომ დიფერენციაციის მიმართულებით მედიასისტემა ცალმხრივად ვითარდება, მაშინ წარმოდგენილი სამკუთხედის ორგანიზება სხვაგვარად, ერთ ხაზად მოგვიწევდა, პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი სქემის ერთ მხარეს, ლიბერალური კი მეორე მხარეს.
If we believed that media systems developed along a unilinear path toward greater differentiation, we would collapse our triangle into a single line, with the Polarized Pluralist countries at one end, the Liberal countries at the other.
7095.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
წიგნის II ნაწილში ჩვენ მიერ წარმოდგენილი მედიასისტემის სამი ქვეყნის ჯგუფზე დეტალურად ვისაუბრებთ და I ნაწილში შემოთავაზებული თითოეული მოდელის ლოგიკასა და ისტორიულ ევოლუციას შევისწავლით.
In Part II we examine the media systems of each of our three groups of countries in detail, exploring the logic and the historical evolution of each of the three models introduced in Part I.
7096.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
შემოგთავაზებთ იმის ანალიზს, თუ რა კავშირებია მე-2 თავში აღწერილ ცვლადებსა და მე-3 თავში წარმოდგენილ პოლიტიკურ ცვლადებს შორის.
An analysis of the links between the media system variables introduced in Chapter 2 and the political system variables introduced in Chapter 3.
7097.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
2.2 ცხრილიდან ჩანს, რომ პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში პრესაზე ხელმისაწვდომობის მხრივ გენდერული სხვაობები გაცილებით დიდია, ვიდრე კვლევაში წარმოდგენილ ყველა სხვა ქვეყანაში.
Table 2.2 shows Portugal, Spain, Italy, and Greece had larger gender differences in newspaper reach than any of the other countries in this study.
7098.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
გააფართოვა დღის წესრიგი მეტი გასართობი, კულტურული, სპორტული და კრიმინალური ქრონიკის თემატიკის წარმოდგენის გზით.
Broadened its agenda to include more entertainment and culture and eventually sports and crime.
7099.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
მიუხედავად ამისა, ის მაინც მემარცხენე გაზეთად რჩება და საუკეთესო მაგალითია გაზეთისა, რომელიც მკითხველს „ორიენტაციას უფრო სთავაზობს, ვიდრე ახალ ამბებსა და ფაქტებს“, როგორც ამას თავად მისი დამფუძნებელი ეუგენიო სკალფარი აცხადებდა.
Yet it is clearly a paper of the left and a prime example of a paper that offers “orientation rather than just news facts,” in the words of its founder, Eugenio Scalfari.
7100.
მედიასისტემების შედარება | მედიტერიანული, ანუ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელი
ესპანური სტანდარტის ერთ-ერთი მაგალითია – ესპანელი მოსამართლის, ბალთაზარ გარზონის მოთხოვნა, ყოფილი ჩილელი დიქტატორის ავგუსტო პინოჩეტის ესპანეთის სასამართლოში წარდგენის შესახებ, რასაც სხვადასხვა ბანაკში მყოფ მედიასაშუალებებში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
To take one typical example – a fairly subtle one by Spanish standards – when Spanish judge Balthasar Garzon moved to bring former Chilean dictator Augusto Pinochet to trial in Spain, the media belonging to the different camps treated the case in widely varying ways.