ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7681.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ის საკუთარ თავზე ძალიან მაღალი წარმოდგენის არაა, ამიტომ მას სჯერა, რომ მაშინ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, იყოს მართალი, თუ კომუნიკატორს დაეთანხმება.
Because he doesn’t think very highly of himself, he probably believes he stands a better chance of being right if he goes along with the communicator.
7682.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ლეონ ფესტინგერი და ნათან მაკობი ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომელშიც სცადეს, ხელი შეეშალათ მსმენელებისთვის მათთვის წარდგენილი ინფორმაციის უარსაყოფად არგუმენტების გამოგონებაში.
Leon Festinger and Nathan Maccoby conducted an experiment in which they attempted to prevent members of their audience from inventing arguments to refute the message being presented to them.
7683.
სოციალური ცხოველი | თავი 3
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ორივე მხარის არგუმენტების წარმოდგენით (და უარყოფით) უკეთესად ხდება მსმენელთა უმრავლესობის დარწმუნება, ვიდრე ერთი მხარის მხარდამჭერი არგუმენტების წარმოდგენით.
We have already seen that a twosided (refutational) presentation is more effective for convincing most audiences than a one-sided presentation.
7684.
სოციალური ცხოველი | თავი 3
თითქმის ყველა პროგრამაში მთავარი გმირები წარმოდგენილნი არიან, როგორც პროფესიონალი მენეჯერები; თუმცა, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 67 პროცენტი ოფისის მოხელეები და მომსახურების სფეროს მუშაკები იყვნენ, სატელევიზიო პერსონაჟებიდან მხოლოდ 25 პროცენტს ჰქონდა ეს პროფესიები.
Moreover, most prime-time characters were portrayed as professional and managerial workers; although 67 percent of the workforce in the United States was employed in a blue-collar or service job, only 25 percent of television characters held such jobs.
7685.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ცნობილი პოლიტიკური ანალიტიკოსი უოლტერ ლიპმანი გენიალურ წიგნში, „საზოგადოებრივი აზრი“, მოგვითხრობს პატარა სამრეწველო ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას ისტორიას, რომელსაც მხიარული ხასიათი მოულოდნელად შეუცვალა მწარე გლოვამ.
In his masterpiece, Public Opinion, the distinguished political analyst Walter Lippmann recounts the story of a young girl, brought up in a small mining town, who one day went from cheerfulness into a deep spasm of grief.
7686.
სოციალური ცხოველი | თავი 4
დავიწყოთ სოციალური კონტექსტის განხილვით − ეს არის საგნების აღწერის და წარმოდგენის ფორმა − ვნახოთ, რა გავლენას ახდენს სოციალური კონტექსტი ადამიანების, მათ შორის, საკუთარი თავის, შეფასებაზე.
Let’s begin by looking at how the social context—the way things are presented and described—affects our judgments about people, including ourselves.
7687.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თანმიმდევრულად შევეხებით სოციალური კონტექსტის ოთხ სხვადასხვა ასპექტს: ალტერნატივების შედარებას, სიტუაციების მიერ აზრების გამოწვევას, დასკვნის ჩამოყალიბებას ან ფორმულირებას, ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას.
We will take, in turn, four different aspects of the social context: the comparison of alternatives, the thoughts primed by a situation, how a decision is framed or posed, and the way information is presented.
7688.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ზოგჯერ, ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ კონტექსტის გავლენას, არ მივიჩნევთ საეჭვოდ წარმოდგენილი ალტერნატივების ვალიდურობას.
Often we do not pay much attention to the influence of context, much less question the validity of the alternatives presented.
7689.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ექიმთა ერთი ჯგუფის შემთხვევაში ჰითი წარმართავდა მათ აზროვნებას საფრთხის წარმოდგენით, რომ სამსახურში შეხვდათ ვირუსი.
For one group of physicians, Heath primed their thoughts about the danger by getting them to imagine their being exposed to the virus while doing their work.
7690.
სოციალური ცხოველი | თავი 4
კერძოდ, ის ექიმები, რომლებმაც წარმოიდგინეს სამსახურში აივ-დაინფიცირება, ინფიცირების რისკს უფრო მაღლად მიიჩნევდნენ, ვიდრე ის ექიმები, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ მსგავსი რამ.
Specifically, those physicians who were instructed to imagine themselves being exposed to HIV on the job subsequently felt that there was a significantly higher risk of their being infected than did those who were not primed.
7691.
სოციალური ცხოველი | თავი 4
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი სოციალური სამყაროს სტრუქტურაზე, არის დასკვნის ფორმულირება − როგორაა წარმოდგენილი პრობლემა თუ დასკვნა, დანაკარგის შესაძლებლობას უფრო ასახავს ის, თუ შეძენის.
Another factor that influences how we construct our social world is decision framing—whether a problem or decision is presented in such a way that it appears to represent the potential for a loss or for a gain.
7692.
სოციალური ცხოველი | თავი 4
განვიხილოთ ორი მახასიათებელი იმისა, როგორაა წარმოდგენილი ინფორმაცია და მათი გავლენა სოციალურ შეფასებებზე: 1) რა მოდის პირველად, 2) მოცემული ინფორმაციის რაოდენობა.
Let’s look at two characteristics of the way information is presented and their effects on social judgment: (1) what comes first, and (2) the amount of information given.
7693.
სოციალური ცხოველი | თავი 4
წინა თავში ჩვენ განვიხილეთ დამარწმუნებელი არგუმენტების წარმოდგენის თანმიმდევრობა; ესე იგი, დებატების დროს, როგორ უფრო ეფექტურია არგუმენტების წარმოდგენა, დასაწყისში (პირველობის ეფექტი), თუ ბოლოს (სიახლის ეფექტი).
In the preceding chapter, we discussed the order of presentation for persuasive arguments; that is, in a debate, the conditions under which it is more effective to state one’s arguments first (primacy effect) or last (recency effect).
7694.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თქვენს გონებაში იგი თითქოს ანგელოზის შარავანდედით იქნება წარმოდგენილი.
In your mind, it is almost as if he is wearing an angel’s halo.
7695.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მე მზად ვარ, დაგენიძლავოთ, რომ ლატარიაში მოგება ისე ძალიან არ გაგიხარდებათ, როგორც წინასწარმეტყველებთ (ან ისე ხანგრძლივად) და არც D-ს მიღება დაგამწუხრებთ ისე, როგორც იწინასწარმეტყველეთ.
I am willing to bet that winning the lottery would not make you feel as good as you predict (or for as long) and that getting a D would not make you feel as bad as you predict for as long as you think.
7696.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მომავლის წარმოდგენის მსგავსად, წარსულის ამბების გახსენებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს სოციალურ ურთიერთობებში და ისიც ასევე მიკერძოებულია.
Like imagining the future, recalling the past plays an important role in our social interactions, and is also subject to bias.
7697.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მეხსიერების აღდგენის ფენომენი.
The Recovered Memory Phenomenon
7698.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ლოფტუსის ექსპერიმენტებმა ბავშვობის ყალბი მოგონებების ჩაგონების შესახებ თავად მასაც და ბევრ სხვა მეცნიერსაც გაუჩინა ინტერესი, უკეთ შეესწავლათ ერთი შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ფენომენი: მეხსიერების აღდგენის ფენომენი.
Loftus’s research on the planting of false childhood memories has led her and many other cognitive scientists to take a close and skeptical look at an unsettling societal phenomenon: the recovered memory phenomenon.
7699.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ეს ასეა წარმოდგენილი: „ყველა ოჯახს, რომელშიც ხდება ძალადობა, რაღაც საერთო მახასიათებლები აქვს.
It is introduced in the following manner: There are common characteristics that exist in families where abuse takes place.
7700.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ესე იგი, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ, რაც უკვე დადგენილია – შევინარჩუნოთ ჩვენი ცოდნა, რწმენა, დამოკიდებულება, სტერეოტიპები.
That is, we try to preserve that which is already established—to maintain our preexisting knowledge, beliefs, attitudes, and stereotypes.