ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7901.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 8
დანაშაულის დეტალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სისხლის სამართლის პროცესში, ვინაიდან მათი გადაცემის მომენტიდან, ეჭვმიტანილისთვის ფორმალურად, წერილობითი შეტყობინების გზით, ცნობილი ხდება მისთვის, წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ”.
Particulars of the offence play a crucial role in the criminal process, in that it is from the moment of their service that the suspect is formally put on written notice of the factual and legal basis of the charges against him'.
7902.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
მისთვის წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება, როგორც მინიმუმ, გარანტიები სრული თანასწორობის საფუძველზე.
In the determination of any criminal charge against him, everyone shall be entitled to the following minimum guarantees, in full equality.
7903.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
გარდა ამისა, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამართლიანობის ძირითადი ელემენტია მოსმენისა და სასამართლოს წინაშე როგორც ფაქტების, ისე კანონის გამოყენების შესახებ საკუთარი არგუმენტების წარდგენის ეფექტიანი შესაძლებლობის უფლება.
Moreover, if one looks at Article 6 x 1 one can identify as an essential element of fairness the right to be heard and to have the opportunity to put one’s arguments relating to both fact and law effectively before a tribunal.
7904.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
არ არსებობს აბსოლუტური სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავდა, რა რაოდენობის დრო და შესაძლებლობები უნდა იყოს დაცვის განკარგულებაში – „მკაცრი და ურყევი წესების” არსებობა რთულად წარმოსადგენია.
There are no absolute standards dictating which facilities or how much time must be at the disposal of the defence—‘no hard and fast rules’ should be expected.
7905.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
თანასწორობა წარმოსადგენია მხოლოდ საჩივრის წარდგენისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებაში, თუმცა სამართალწარმოების ამ ეტაპზეც გარკვეული უთანასწორობა შეიძლება გამართლებული იყოს.
Equality is conceivable with regard to time limits for the filing of an appeal, yet, even here some differences may be justified at this stage of the proceedings.
7906.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
სასამართლოს არგუმენტაცია ორივე საქმეში იდენტურია, სადაკის (Sadak) საქმეში განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება შეიცვალა უკანასკნელ სასამართლო პროცესზე.
The relevant text in the judgments is identical—I shall discuss the issue referring to Sadak, they complained, inter alia, of the fact that the charge against them was changed at the last court hearing.
7907.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
უშუალოდ განაჩენის გამოცხადებამდე კი სასამართლომ მათ აცნობა, ახალი ბრალდების სახით, უკანონო შეიარაღებული ორგანიზაციის წევრობის წარდგენის შესახებ.
Immediately before pronouncing the judgment, the Security Court informed them of the new charge of belonging to an illegal armed organization.
7908.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ჰარისი, ო’ბოილი და უორბრიქი აცხადებენ, რომ გარანტია „მოქმედებას იწყებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენის მომენტიდან”.
When Harris, O’Boyle, and Warbrick say that the guarantee ‘begins to run from the moment that a person is subject to a criminal charge’.
7909.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
საქმეში ჰაჯიანასტასიუ (Hadjianastassiou) საბერძნეთის წინააღმდეგ განმცხადებელს ჰქონდა ხუთი დღე საჩივრის წარდგენისთვის.
In Hadjianastassiou vs Greece the applicant had five days to present his appeal.
7910.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
საქმეში პადინ გესტოსო (Padin Gestoso) ესპანეთის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმის გამოძიება გრძელდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე, შესაბამისად, განმცხადებელს საკმარისი დრო ჰქონდა დაცვის მოსამზადებლად მას შემდეგ, რაც 1990 წლის 11 ივნისს გადაეცა გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ, რაც კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(ბ) პუნქტის ძირითადი მიზანია”.
In Padin Gestoso v. Spain, the Court noted that the ‘investigation of the case continued for several years, so that the applicant had sufficient time, after being served with the decision to charge him of 11 June 1990, for the preparation of his defence, which is the main purpose of Article 6 x 3(b) of the Convention’.
7911.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მაგალითია წარდგენილი ბრალდების ცვლილება, ასევე ახალი მტკიცებულება, მაგალითად, ახალი მოწმე ან პირიქით, მოწმის გაუჩინარება.
The most important example of this is a change in the charge, but it could also be a new piece of evidence, for example, a new witness, or, on the contrary, the disappearance of a witness.
7912.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ საქმეში კონვენციის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა დაცვას არ მიეცა დრო წარდგენილ ბრალდებაზე რეაგირებისთვის.
For one, without exception, they all find that there was no violation, one issue is more specific: the relationship between the time at the disposal for the defence and rules of the domestic law.
7913.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
აღსანიშნავია ერთი კონკრეტული საკითხი, კერძოდ, ურთიერთკავშირი დაცვისთვის გამოყოფილ დროსა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილ ვადას შორის.
In one case, the Commission found no violation even though it expressly noted that the defence had had ‘less than the ‘‘ clear days’’ notice required by statute’.
7914.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
წარდგენილ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად დაცვამ უნდა იცოდეს არა მხოლოდ ბრალდების, არამედ იმ საფუძვლების შესახებ, რომლებსაც ეს ბრალდება ეყრდნობა.
In order to answer the charges, the defence must not only be aware of the accusation, but also have knowledge of the grounds on which the accusation is based.
7915.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ბარბერას (Barbera), მესაგეს (Messague) და ხაბარდოს (Jabardo) საქმეში სასამართლო შეეცადა მე-6 მუხლის მე-3(ბ) პუნქტის დაკავშირებას უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებასთან: „მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ასევე გამომდინარეობს, რომ ბრალდებას ევალება, ბრალდებულის ინფორმირება მისთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ, რათა მან შეძლოს დაცვის მომზადება და [სასამართლოზე] მისი წარმოდგენა”, თუმცა ეს მოსაზრება მოგვიანებით უარყოფილი იქნა..
In Barbera`, Messegue´ and Jabardo the Court also attempted to establish a link between Article 6 x 3(b) and the right to be presumed innocent: ‘It also follows [from Article 6 x 2] that it is for the prosecution to inform the accused of the case that will be made against him, so that he may prepare and present his defence accordingly’, however, this idea was not followed up later on—it is in fact not really convincing..
7916.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ვერდიქტის გამოტანა, როგორც წესი, ან იდეალურ შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯულების მიერ ხდება სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
The verdict will be handed down by a jury exclusively on the basis of evidence presented ‘live’ at the hearing.
7917.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
აქედან გამომდინარე, კონტინენტური სისტემისგან განსხვავებით, ბრალდების მიერ შედგენილი საქმე არ ხდება სასამართლოს განხილვის საგანი.
As a consequence, contrary to the continental system, the prosecution file is not, as it were, ‘on the table’ of the tribunal.
7918.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ყველა სისტემას ახასიათებს ბრალდების შერჩევითი მიდგომა იმის განსაზღვრისას, თუ რომელი მასალა უნდა შევიდეს საქმეში ან წარმოდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე.
Under both systems it will not be uncommon for the prosecution to be selective in deciding which material ought to figure in the file or be used at the trial.
7919.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
მთავარი კითხვა კვლავაც ღიად რჩება: ვინ უნდა გადაწყვიტოს, საქმე სწორად იქნა შედგენილი, თუ მნიშვნელოვანი ნაწილები იქნა გამოტოვებული?
The question remains open: who is to decide whether the file has been correctly constituted or whether parts were not included which should have been?
7920.
ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში | თავი 9
ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია ის, რომ ბრალდების მიერ შედგენილი საქმის სრულფასოვნების შემოწმების ამოცანა დაეკისროს ნეიტრალურ ორგანოს.
The solution must therefore lie in vesting in a neutral authority the task of verifying whether the file is complete.