ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
7981.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 18
ფრედერიკ მეიტლენდის სიტყვებით, არცერთ ინგლისელ მონარქს არასდროს დაუჯერებია, რომ ის შეიძლება კანონზე მაღლა მდგარიყო, ეს ნათქვამი ვერ გავრცელდება ჩინელ იმპერატორზე, რადგან იგი არ აღიარებდა სხვა კანონს, მის მიერ დადგენილის გარდა.
The assertion of Frederic Maitland that no English king ever believed that he was above the law could not be said of any Chinese emperor, who recognized no law other than those he himself made.
7982.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
ადრეული საკანონმდებლო ტრაქტატები – დჰარმაშასტრები არ ჰგავდა ჩინეთის იმპერატორის მიერ გამოცემულ დადგენილებებს, არამედ ისინი რელიგიური ავტორიტეტების მიერ იყო დაწერილი.
The earliest law tracts, the Dharmasastras, were not edicts of emperors as in China but documents written by religious authorities.
7983.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 19
სამართლის უზენაესობა არსებობდა მეორე გაგებითაც, რადგან მამლუქი და ოსმალო სულთნები აღიარებდნენ, რომ მათი ძალაუფლება შეზღუდული იყო ადრევე არსებული, ღმერთის მიერ დადგენილი კანონით.
Rule of law in the second sense existed as well, since both Mamluk and Ottoman sultans conceded the principle that their powers were limited by a prior law established by God.
7984.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
ადვილი წარმოსადგენია, თუ რას ფიქრობდნენ მისი მემკვიდრეები იმ საქმეების მოცულობაზე, რაც ტაიძუმ მათ დააკისრა.
One can imagine what his successors thought about the work load he imposed on them.
7985.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
შემდგომი ხანის ბევრი იმპერატორი უბრალოდ ვერ პასუხობდა დადგენილ სტანდარტებს.
Many later emperors were not up to snuff.
7986.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 21
დიდი ალბათობით, სწორედ მეცნიერების, სწავლისა და ინოვაციის მიმართ კულტურული დამოკიდებულებები ხსნის იმას, თუ რატომ იყო ჩინეთი ასე სუსტად წარმოდგენილი გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციაში წინა საუკუნეებში და რატომ არის ის ასეთი წარმატებული დღეს, არამედ რაიმე ძირეული ნაკლოვანებით პოლიტიკურ ინსტიტუტებში.
It is far likelier that cultural attitudes toward science, learning, and innovation explain why China did so poorly in the global economic race in previous centuries, and is doing so well at the present, rather than any fundamental defect in its political institutions.
7987.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
დღეს დასავლეთში კარგი წარმოდგენისა არ არიან იმგვარ პოლიტიკურ სისტემებზე, სადაც მმართველები საკუთარი ხალხის ბედზე მოფიქრალად წარმოადგენენ თავს, მაგრამ მათი ძალაუფლება არ კონტროლდება ისეთი შემზღუდავი პროცედურებით, როგორიცაა სამართლის უზენაესობა ან არჩევნები.
Today people in the West tend to look down on political systems whose rulers profess concern for their people but whose power is unchecked by any procedural constraints like rule of law or elections.
7988.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 22
ასევე, სახელმწიფოებმა დაიწყეს საკუთარ საზოგადოებებში უფრო მეტად შეღწევა: მეფის კარზე გამოყენებული ენის სასარგებლოდ შემცირდა დიალექტების რაოდენობა, მოხდა საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებების ჰომოგენიზაცია, სულ უფრო ვრცელი იურისდიქციების პირობებში ჩამოყალიბდა ერთიანი სამართლებრივი და კომერციული სტანდარტები.
And states began to penetrate their societies to a far greater extent as well, reducing the numbers of local dialects in favor of the one used at court, homogenizing social customs, and creating common legal and commercial standards over increasingly large jurisdictions.
7989.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ქონების პირდაპირი გადასახადები რთული დასადგენი იყო, რადგან სახელმწიფოს არ ჰქონდა მოსახლეობისა და მის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერისა და რეგისტრაციის სისტემა, რაც ჰქონდა ჩინეთს, ოსმალეთს და ინგლისს.
Direct property taxes were hard to assess because the state did not have a system for maintaining an up-to-date census and registration of its population and their assets the way the Chinese, Ottoman, and English states had done.
7990.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
მაშინაც კი, როცა იერარქიის ზედა საფეხურზე მყოფებმა გაიაზრეს ძველი სისტემის გაკოტრება და ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობა, მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი ძალა რენტის მაძიებელთა კოალიციის მიერ დადგენილი წონასწორობის დასარღვევად.
Even when those at the top of the hierarchy came to accept intellectually the bankruptcy of the old system and the need to change it fundamentally, they didn’t have the power to upset the equilibrium established by the rent-seeking coalition.
7991.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 23
ნაყიდი თანამდებობები და პრივილეგიები ინგლისშიც არსებობდა, მაგრამ მაინც, ინგლისის მონარქიამ ვერასდროს მოახერხა პარლამენტში წარმოდგენილ ჯგუფებს შორის სოლიდარობის მორღვევა ისე, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა.
Venal offices and privileges existed in England as well, and yet the English monarchy was never able to split the solidarity of the groups represented in Parliament as effectively as did the French.
7992.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
კორტესებში წარმოდგენილებს არ სურდათ ქონების გადასახადის გადახდა და ამიტომ ახალი გადასახადები ვაჭრობაზე სხვადასხვა სახის ბაჟის სახეს იღებდა გადასახადი უფრო მძიმე ტვირთად აწვებოდა ღარიბებს და ესპანეთის ეკონომიკურ ზრდასაც აფერხებდა.
They didn’t want to pay property taxes and so new taxes took the form of imposts on commerce, taxation that fell more heavily on the poor and hindered Spanish economic growth.
7993.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ისტორიკოს ი. ა. ა. თომპსონის მიხედვით, „კასტილიის საბჭო ლეგალიზმსა და მართებულ პროცედურებს იცავდა თვითნებობისაგან, ასევე სასამართლო მმართველობის ფორმას – ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ფორმებისაგან,ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა განსაკუთრებული თუ არარეგულარული პროცედურების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას და მედგრად დარაჯობდა დადგენილ უფლებებსა და სახელშეკრულებო ვალდებულებებს.“
According to the historian I.A.A. Thompson, “The Council of Castile stood for legalism and due process against arbitrariness, and for a judicialist as against an administrative or executive mode of government, actively resisting any recourse to extraordinary or irregular procedures and consistently defending established rights and contractual obligations.”
7994.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ესპანეთის ახალი სამყაროს იმპერიის ლეგიტიმაცია ეფუძნებოდა რომის პაპის, ალექსანდრე VI-ის მიერ 1493 წელს გამოცემულ ბულას, რომელიც ინდოეთს (გეოგრაფიული საზღვრების დადგენის გარეშე) სამარადისოდ კასტილიისა და ლეონის ტახტს უმტკიცებდა.
The legitimacy of the Spanish New World empire was based on the bull of Pope Alexander VI in 1493, which gave the Indies (of unspecified geographical extent) to the Crown of Castile and León in perpetuity.
7995.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 24
ვიწრო ელიტის ხელში მიწის დიდი ნაწილის კონცენტრაციას ხელი შეუწყო ესპანეთში დამკვიდრებულმა მაიორაზგოს პრაქტიკამ, ანუ პრიმოგენიტურის სისტემამ, რომელიც დიდ ჰასიენდებს დაყოფისა და ნაწილ-ნაწილ გასხვისებისაგან იცავდა.
The concentration of land in the hands of a small elite was promoted by the Spanish practice of mayorazgo, a system of primogeniture that prevented large haciendas from being broken up and sold piecemeal.
7996.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 25
გლეხზე ვრცელდებოდა ბატონის და არა სახელმწიფოს იურისდიქცია, მათ შორის ურთიერთობა შეიძლება დეტალურად ყოფილიყო დადგენილი ჩვეულებითი წესებით, მაგრამ ბატონს ყოველთვის შეეძლო ამ წესების გლეხის საზიანოდ შეცვლა.
It was the lord and not the state who had legal jurisdiction over the peasant, and while their relationship might be defined by detailed customary rules, lords could change the rules to the peasants’ disadvantage.
7997.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
აღმოსავლეთის ეკლესიამ ვერ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს მსგავსი ცენტრალიზებული ბიუროკრატია, რომლის მეშვეობითაც ის საკუთარ კანონებს შექმნიდა, და ვერც საეკლესიო დადგენილებების ერთიანი კანონიკური სამართლის სახით კოდიფიცირება შეძლო, როგორც ეს კათოლიკურმა ეკლესიამ გააკეთა.
The Eastern church failed to develop a state-like centralized bureaucracy by which it could promulgate law, and did not succeed in codifying its decretals into a uniform canon law in the manner of the Catholic church.
7998.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
თუმცა მას არასდროს წარმოუდგენია თავი მონარქის ძალაუფლების ოპონენტად, საამისოდ მისი ინტერესები მეტისმეტად მჭიდროდ უკავშირდებოდა სახელმწიფოს.
But it never saw itself as an opponent of monarchical power; its interests had become too tightly bound to the state for that.
7999.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
ცენტრში მიღებული დადგენილებები ადგილზე არ სრულდებოდა, რეჟიმს არც კორუფციის აღმოფხვრა და თვითნებური მმართველობის შეჩერება ძალუძდა.
Statutes proclaimed from the center were not implemented, nor was it possible for the regime to put an end to corruption and arbitrary rule.
8000.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
უფრო კონკრეტულად, თუ ესპანეთის კორტესები ძირითადად კასტილიის ქალაქებს აერთიანებდა, ხოლო ფრანგულ და რუსულ ერთობებში ძირითადად არისტოკრატია იყო წარმოდგენილი, ინგლისში იგი აერთიანებდა არა მხოლოდ არისტოკრატიას და სამღვდელოებას (საერო და სასულიერო წინამძღოლებს), არამედ ასევე ჯენტრის და ქალაქად მოსახლეთა და ქონების მფლობელთა უფრო ფართო მასებსაც, როგორც მესამე წოდება, ამ გაერთიანების წამყვანი ძალა იყო.
More specifically, unlike the Spanish Cortes, which represented primarily Castile’s cities, or the French or Russian bodies, which were dominated by the aristocracy, the English body represented not just the aristocracy and clergy (the lords temporal and spiritual) but also the broad mass of gentry, townspeople, and property owners more generally who, as the Commons, were its soul and driving force.