ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8261.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
სუბიექტის (რომელიც არ არის საფონდო ბირჟაზე კოტირებული) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის აუდიტი, რომელიც მომზადებულია სამართლიანი წარდგენის საფუძვლების შესაბამისად.
Audit of a complete set of consolidated financial statements of an entity other than a listed entity using a fair presentation framework.
8262.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
კომპონენტებისაგან მიღებული ფინანსური ინფორმაციის წარდგენის დროულობისა და ამ ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის შეფასების პროცესი.
A process for monitoring the timeliness and assessing the accuracy and completeness of financial information received from components.
8263.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
რამდენად იცის კომპონენტის ხელმძღვანელობამ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლები.
The extent to which component management has an understanding of the applicable financial reporting framework.
8264.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
კომპონენტების გამოვლენისა და აღრიცხვის პროცესი, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მიხედვით.
The process for identifying and accounting for components in accordance with the applicable financial reporting framework.
8265.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
საანგარიშგებო სეგმენტების გამოვლენისა და აღრიცხვის პროცესი, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მიხედვით.
The process for identifying reportable segments for segment reporting in accordance with the applicable financial reporting framework.
8266.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მიხედვით, საანგარიშგებო მიზნებისთვის დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობებისა და დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციების გამოვლენის პროცედურული პროცესი.
The process for identifying related party relationships and related party transactions for reporting in accordance with the applicable financial reporting framework.
8267.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების შედგენისას, წინა ფინანსური წლის შემდეგ მასში ცვლილებები, ასევე ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლებში ახალი ან გადასინჯული სტანდარტების გამოცემის გამო.
The accounting policies applied to the group financial statements, changes from those of the previous financial year, and changes resulting from new or revised standards under the applicable financial reporting framework.
8268.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
ერთგვაროვანი სააღრიცხვო პოლიტიკა წარმოადგენს კონკრეტულ პრინციპებს, საფუძვლებს, კონვენციებს, წესებსა და პრაქტიკას, რომელიც მოქმედებს ჯგუფში ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების გათვალისწინებით და რომლებსაც კომპონენტები უცვლელად გამოიყენებენ მსგავსი ოპერაციების ანგარიშგებისათვის.
Uniform accounting policies are the specific principles, bases, conventions, rules, and practices adopted by the group, based on the applicable financial reporting framework, that the components use to report similar transactions consistently.
8269.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
ჯგუფის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი პროცესი კომპონენტების მიერ კონსოლიდაციის მიზნებისთვის სრული, ზუსტი და დროული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველსაყოფად.
Group management’s process for ensuring complete, accurate and timely financial reporting by the components for the consolidation.
8270.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
ჯგუფის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი პროცესი, შემდგომი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
Group management’s process for obtaining information on subsequent events.
8271.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
კონსოლიდაციის კორექტირებები, რომლებიც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლებით.
The consolidation adjustments required by the applicable financial reporting framework.
8272.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
გუდვილის ამორტიზაციის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში) შეძენილი აქტივებისა და ვალდებულებების სამართლიანი ღირებულების დადგენის ეტაპები, ასევე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების მიხედვით, გუდვილის გაუფასურების ტესტირების პროცედურები.
Steps taken to arrive at the fair value of acquired assets and liabilities, procedures for amortizing goodwill (where applicable), and impairment testing of goodwill, in accordance with the applicable financial reporting framework.
8273.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
განუსაზღვრელობები, რომლებთან მიმართებაში საჭიროა კომპონენტების ფინანსური ინფორმაციის ასახვა, ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებაში შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ჩარჩოს მიხედვით, მაგალითად, სპეციალური მიზნის სუბიექტები ან არასავაჭრო სუბიექტები არსებობს თუ არა და საჭიროა თუ არა მათ შესახებ ინფორმაციის ასახვა.
Uncertainties regarding which components’ financial information require incorporation in the group financial statements in accordance with the applicable financial reporting framework, for example, whether any special-purpose entities or non-trading entities exist and require incorporation.
8274.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 600
მითითებები წესდებით დადგენილი სხვა საანგარიშგებო პასუხისმგებლობის შესახებ, მაგალითად, ჯგუფის ხელმძღვანელობის მიერ შიდა კონტროლის ეფექტიანობის თაობაზე მტკიცების შესახებ.
Guidance on other statutory reporting responsibilities, for example, reporting on group management’s assertion on the effectiveness of internal control.
8275.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
ასს 315-ში (გადასინჯული) განხილულია, როგორ შეუძლია შიდა აუდიტის განყოფილების თანამშრომელთა ცოდნასა და გამოცდილებას გარე აუდიტორის დახმარება სუბიექტისა და მისი გარემოს შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნაში და არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენასა და შეფასებაში.
ISA 315 (Revised) addresses how the knowledge and experience of the internal audit function can inform the external auditor’s understanding of the entity and its environment and identification and assessment of risks of material misstatement.
8276.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
გარე აუდიტორი უნდა გაეცნოს შიდა აუდიტის განყოფილების იმ ანგარიშებს, რომლებიც ისეთ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, რომლის გამოყენებასაც გარე აუდიტორი გეგმავს შიდა აუდიტის განყოფილების მიერ ჩატარებული პროცედურების ხასიათისა და მოცულობის და პროცედურების შედეგების შესახებ ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად.
The external auditor shall read the reports of the internal audit function relating to the work of the function that the external auditor plans to use to obtain an understanding of the nature and extent of audit procedures it performed and the related findings.
8277.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
აქვთ თუ არა შიდა აუდიტორებს სუბიექტის ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლებისთვის შესაფერისი აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები (მაგალითად, დარგის სპეციფიკის ცოდნა), რათა შეასრულონ სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაო.
Whether the internal auditors possess the required knowledge relating to the entity’s financial reporting and the applicable financial reporting framework and whether the internal audit function possesses the necessary skills (for example, industry-specific knowledge) to perform work related to the entity’s financial statements.
8278.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
შესრულებული სამუშაოს მიმოხილვისა და ანგარიშის წარდგენის პროცედურები.
Review and reporting procedures.
8279.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
ამის შედეგად, გარე აუდიტორი შეძლებს ამ ინფორმაციის გათვალისწინებას არსებითი უზუსტობის რისკების დადგენისა და შეფასებისას.
The external auditor is then able to take such information into account in the external auditor’s identification and assessment of risks of material misstatement.
8280.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 610
გარდა ამისა, თუ ამგვარი ინფორმაცია იმის მიმანიშნებელია, რომ გაზრდილია ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკი, ან ეხება ფაქტობრივ, საეჭვო ან სავარაუდო თაღლითობას, გარე აუდიტორი შეძლებს ამის გათვალისწინებას თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკის დადგენისას ასს 240-ის შესაბამისად.
In addition, if such information may be indicative of a heightened risk of a material misstatement of the financial statements or may be regarding any actual, suspected or alleged fraud, the external auditor can take this into account in the external auditor’s identification of risk of material misstatement due to fraud in accordance with ISA 240.