ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8381.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
სპეციალური დანიშნულების საფუძვლები შეიძლება არ იყოს სამართლიანი წარდგენის საფუძვლები მაშინაც კი, თუ იგი ეყრდნობა ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის რომელიმე საფუძვლებს.
The special purpose framework may not be a fair presentation framework even if the financial reporting framework on which it is based is a fair presentation framework.
8382.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ამის მიზეზი ისაა, რომ სპეციალური დანიშნულების საფუძვლები შეიძლება არ აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ, ან კანონმდებლობით დადგენილ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რაც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მისაღწევად.
This is because the special purpose framework may not comply with all the requirements of the financial reporting framework established by the authorized or recognized standards setting organization or by law or regulation that are necessary to achieve fair presentation of the financial statements.
8383.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება სხვა მომხმარებლებმაც გამოიყენონ, იმ მომხმარებლების გარდა, რომელთათვისაც განკუთვნილია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოცემული საფუძვლები.
In such circumstances, those financial statements may be used by users other than those for whom the financial reporting framework is designed.
8384.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ახსნა-განმარტებები მოიცავს განმარტებითი ან აღწერილობითი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც, როგორც მოითხოვება, ან აშკარად ან ნაგულისხმევი სახით ნებადართულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, იმგვარად არის წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში, ან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, ან გაერთიანებულია ფინანსურ ანგარიშგებაში, ან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში სხვა დოკუმენტზე მითითების გზით, სადაც ეს ინფორმაციაა მოცემული.
Disclosures comprise explanatory or descriptive information, set out as required, expressly permitted or otherwise allowed by the applicable financial reporting framework, on the face of financial statements, or in the notes, or incorporated therein by cross-reference.
8385.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში, გამიზნულ მომხმარებელთა მოთხოვნილებები ფინანსურ ინფორმაციაზე არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლების მიმღებლობა.
In the case of special purpose financial statements, the financial information needs of the intended users are a key factor in determining the acceptability of the financial reporting framework applied in the preparation of the financial statements.
8386.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლები შეიძლება მოიცავდეს იმ ორგანიზაციის მიერ დადგენილ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, რომელიც უფლებამოსილი ან აღიარებულია სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგებისთვის სტანდარტების დადგენაზე.
The applicable financial reporting framework may encompass the financial reporting standards established by an organization that is authorized or recognized to promulgate standards for special purpose financial statements.
8387.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, რომ აღნიშნული სტანდარტები მისაღებია ზემოაღნიშნული მიზნისთვის, თუ ეს ორგანიზაცია იცავს დადგენილ გამჭვირვალე პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების განხილვასა და მხედველობაში მიღებას.
In that case, those standards will be presumed acceptable for that purpose if the organization follows an established and transparent process involving deliberation and consideration of the views of relevant stakeholders.
8388.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ზოგიერთ იურისდიქციაში შეიძლება რომელიმე კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის იმ საფუძვლებს, რომლებიც უნდა გამოიყენოს ამა თუ იმ კონკრეტული ტიპის სუბიექტის ხელმძღვანელობამ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.
In some jurisdictions, law or regulation may prescribe the financial reporting framework to be used by management in the preparation of special purpose financial statements for a certain type of entity.
8389.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ასეთ შემთხვევაში, მოცემული კონკრეტული გარიგებისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლების მიმღებლობის დასადგენად აუდიტორი განიხილავს, ახასიათებს თუ არა ამ საფუძვლებს ის ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა ახასიათებდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მისაღებ საფუძვლებს, როგორც ეს აღწერილია ასს 210-ის მე-2 დანართში.
In that case, the acceptability of the financial reporting framework in the circumstances of the engagement is determined by considering whether the framework exhibits attributes normally exhibited by acceptable financial reporting frameworks as described in Appendix 2 of ISA 210.
8390.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სპეციალური დანიშნულების საფუძვლების შემთხვევაში, იმის დადგენა, კონკრეტული გარიგებისთვის, რა ნიშნები მიიჩნევა მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშნებად, რაც ჩვეულებრივ უნდა ახასიათებდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მისაღებ საფუძვლებს, პროფესიული განსჯის საგანია.
In the case of a special purpose framework, the relative importance to a particular engagement of each of the attributes normally exhibited by acceptable financial reporting frameworks is a matter of professional judgment.
8391.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
წინამდებარე სტანდარტის დანართში განხილულია სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნების ნიმუშები.
The Appendix to this ISA contains illustrations of independent auditor’s reports on special purpose financial statements.
8392.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება შეიძლება მომზადდეს ან არ მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ისეთი საფუძვლების მიხედვით, რომელიც ანგარიშგების მომზადებას ითვალისწინებს საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის საფუძველზე.
Special purpose financial statements may or may not be prepared in accordance with a financial reporting framework for which the going concern basis of accounting is relevant.
8393.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
იმისდა მიხედვით, რას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლები, შეიძლება აუცილებელი გახდეს აუდიტორის დასკვნაში ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის აღწერაში იმ ნაწილის ადაპტირება, რომელიც ეხება სუბიექტის ფუნქციონირებადობის უნარს.
Depending on the applicable financial reporting framework used in the preparation of the special purpose financial statements, the description in the auditor’s report of management’s responsibilities relating to going concern may need to be adapted as necessary.
8394.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
თუ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ შედგენილ აუდიტორის დასკვნაში წარმოდგენილია ინფორმაცია აუდიტის ძირითადი საკითხების შესახებ, ასს 701-ის მოთხოვნები მთლიანად გამოიყენება.
When key audit matters are communicated in the auditor’s report on special purpose financial statements, ISA 701 applies in its entirety.
8395.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
წინამდებარე ასს-ის კონტექსტში, ანგარიშები, რომლებიც მოიცავს, ან რომლებსაც დაერთვის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება იმ მიზნით, რომ მესაკუთრეებს (ან ანალოგიურ დაინტერესებულ მხარეებს) მიეწოდოს ინფორმაცია სპეციალური დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საკითხების შესახებ, მიიჩნევა წლიურ ანგარიშად ასს 720-ის (გადასინჯული) მიზნებისთვის.
In the context of this ISA, reports containing or accompanying the special purpose financial statements — the purpose of which is to provide owners (or similar stakeholders) with information on matters presented in the special purpose financial statements — are considered to be annual reports for the purpose of ISA 720 (Revised).
8396.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
აუდიტორმა სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილ დასკვნაში, „სხვა გარემოებები“ აბზაცში, შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ გაცემული აუდიტორის დასკვნის მითითება, ან იმ საკითხების, რომლებიც ინფორმირებულია ზემოაღნიშნულ დასკვნაში.
The auditor may deem it appropriate to refer, in an Other Matter paragraph in the auditor’s report on the special purpose financial statements, to the auditor’s report on the complete set of general purpose financial statements or to matters reported therein.
8397.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
მაგალითად, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილ დასკვნაში აუდიტორმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ გაცემული აუდიტორის დასკვნის იმ ნაწილის მითითება, სადაც აღწერილია „საწარმოს ფუნქციონირებადობასთან დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა“.
For example, the auditor may consider it appropriate to refer in the auditor’s report on the special purpose financial statements to a Material Uncertainty Related to Going Concern section included in the auditor’s report on the complete set of general purpose financial statements.
8398.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
1-ლი ნიმუში: აუდიტორის დასკვნა სუბიექტის (რომელიც კოტირებული არ არის საფონდო ბირჟაზე) ფინანსური ანგარიშგების სრულ პაკეტზე, რომელიც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის განკუთვნილი ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად (ამ ნიმუშის მიზნებისთვის, შესაბამისობის საფუძვლები).
Illustration 1: An auditor’s report on a complete set of financial statements of an entity other than a listed entity prepared in accordance with the financial reporting provisions of a contract (for purposes of this illustration, a compliance framework).
8399.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 800
მე-3 ნიმუში: აუდიტორის დასკვნა საფონდო ბირჟაზე კოტირებული სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების სრულ პაკეტზე, რომელიც მომზადებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის დადგენილი დებულებების შესაბამისად (ამ ნიმუშის მიზნებისთვის, სამართლიანი წარდგენის საფუძვლები).
Illustration 3: An auditor’s report on a complete set of financial statements of a listed entity prepared in accordance with the financial reporting provisions established by a regulator (for purposes of this illustration, a fair presentation framework).
8400.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
ერთი ფინანსური ანგარიშგება, ან ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტი, ანგარიში ან მუხლი შეიძლება მომზადებული იყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საერთო დანიშნულების, ან სპეციალური დანიშნულების საფუძვლების შესაბამისად.
The single financial statement or the specific element, account or item of a financial statement may be prepared in accordance with a general or special purpose framework.