ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8421.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
რა დროა გასული ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ შედგენილი აუდიტორის დასკვნის თარიღიდან.
The time elapsed since the date of the auditor’s report on the complete set of the financial statements.
8422.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
ერთი ფინანსური ანგარიშგების, ან ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტის აუდიტზე შეიძლება გავლენა იქონიოს აუდიტის ძირითადმა საკითხებმა, რომლებიც ასახულია ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ შედგენილ აუდიტორის დასკვნაში.
Key audit matters that are communicated in the auditor’s report on the complete set of financial statements may have implications for an audit of a single financial statement or the specific element of the financial statement.
8423.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
მაგალითად, ერთი ფინანსური ანგარიშგების, ან ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტის შესახებ შედგენილ დასკვნაში აუდიტორმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ გაცემული აუდიტორის დასკვნის იმ ნაწილის მითითება, სადაც აღწერილია „საწარმოს ფუნქციონირებადობასთან დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა“.
For example, the auditor may consider it appropriate to refer in the auditor’s report on the single financial statement or a specific element of the financial statement to a Material Uncertainty Related to Going Concern section included in the auditor’s report on the complete set of financial statements.
8424.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შესახებ შედგენილ აუდიტორის დასკვნაში ნებადართულია უარის გაცხადება მოსაზრების გამოთქმაზე სუბიექტის საქმიანობის შედეგებისა და ფულადი ნაკადების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ხოლო არამოდიფიცირებული მოსაზრების გამოთქმა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რადგან უარი მოსაზრების გამოთქმაზე ეხება მხოლოდ სუბიექტის საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებს და არა მთლიანად ფინანსურ ანგარიშგებას.
In the auditor’s report on an entity’s complete set of financial statements, the expression of a disclaimer of opinion regarding the results of operations and cash flows, where relevant, and an unmodified opinion regarding the financial position is permitted since the disclaimer of opinion is being issued in respect of the results of operations and cash flows only and not in respect of the financial statements as a whole.
8425.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
ბალანსი სუბიექტის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებულია X იურისდიქციის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლების იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ეხება ბალანსის მომზადებას.
The balance sheet has been prepared by management of the entity in accordance with the requirements of the Financial Reporting Framework in Jurisdiction X relevant to preparing a balance sheet.
8426.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 805
ხელმძღვანელობას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლების არჩევანის საშუალება აქვს.
Management has a choice of financial reporting frameworks.
8427.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
წინამდებარე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი ეხება აუდიტორის პასუხისმგებლობას გარიგებაში, რომელიც ეხება დასკვნის შედგენას კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომელიც შედგენილია იმავე აუდიტორის მიერ, ასს-ების შესაბამისად აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე.
This International Standard on Auditing deals with the auditor’s responsibilities relating to an engagement to report on summary financial statements derived from financial statements audited in accordance with ISAs by that same auditor.
8428.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
კრებსითი ფინანსური ანგარიშგება - გასული პერიოდის ინფორმაცია, რომელიც შედგენილია ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე, მაგრამ ამ ფინანსურ ანგარიშგებასთან შედარებით უფრო მცირე ინფორმაციას შეიცავს, თუმცა სტრუქტურულად სუბიექტის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის შესაბამისად არის წარმოდგენილი და გვიჩვენებს სუბიექტის ეკონომიკურ რესურსებს, ან ვალდებულებებს დროის გარკვეული მომენტისთვის, ან მათში მომხდარ ცვლილებებს დროის გარკვეულ პერიოდში.
Summary financial statements – Historical financial information that is derived from financial statements but that contains less detail than the financial statements, while still providing a structured representation consistent with that provided by the financial statements of the entity’s economic resources or obligations at a point in time or the changes therein for a period of time.
8429.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აუდიტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეთანხმოს გარიგებას კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ასს-ების შესაბამისად დასკვნის შედგენაზე, თუ ის დაქირავებული იყო ასს-ების შესაბამისად იმ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად, რომლის საფუძველზეც შედგენილია კრებსითი ფინანსური ანგარიშგება.
The auditor shall accept an engagement to report on summary financial statements in accordance with this ISA only when the auditor has been engaged to conduct an audit in accordance with ISAs of the financial statements from which the summary financial statements are derived.
8430.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აუდიტორმა უნდა მოიპოვოს ხელმძღვანელობის თანხმობა იმის შესახებ, რომ ის აღიარებს და მას ესმის თავისი პასუხისმგებლობა კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილი აუდიტორის დასკვნა შეიტანოს იმ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს კრებსით ფინანსურ ანგარიშგებას და სადაც მითითებულია, რომ აუდიტორის დასკვნა ამ ფინანსურ ანგარიშგებას ეხება.
The auditor shall obtain the agreement of management that it acknowledges and understands its responsibility to include the auditor’s report on the summary financial statements in any document that contains the summary financial statements and that indicates that the auditor has reported on them.
8431.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
შესაბამისად, კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაშიც მითითებული არ იქნება, რომ გარიგება შესრულდა წინამდებარე ასს-ის შესაბამისად.
Accordingly, the auditor’s report on the summary financial statements shall not indicate that the engagement was conducted in accordance with this ISA.
8432.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აუდიტორმა ასევე უნდა განსაზღვროს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან იმ ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე, რომლის საფუძველზეც შედგენილია კრებსითი ფინანსური ანგარიშგება.
The auditor shall also determine the effect that this may have on the engagement to audit the financial statements from which the summary financial statements are derived.
8433.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
როდესაც აუდიტორი დაასკვნის, რომ კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილ დასკვნაში მიზანშეწონილია არამოდიფიცირებული მოსაზრების გამოთქმა, აუდიტორის მოსაზრების გამოსახატავად, თუ სხვა რამ არ მოითხოვება კანონმდებლობით, გამოიყენება შემდეგი ფრაზები.
When the auditor has concluded that an unmodified opinion on the summary financial statements is appropriate, the auditor’s opinion shall, unless otherwise required by law or regulation, use one of the following phrases.
8434.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუ კანონმდებლობით კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტორის მოსაზრების გამოსახატავად მე-9 პუნქტში განხილული ფრაზებისგან განსხვავებული ტერმინოლოგიის გამოყენება მოითხოვება, აუდიტორმა უნდა გამოიყენოს მე-8 პუნქტში აღწერილი პროცედურები და ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ აუდიტორმა გამოთქვას კანონმდებლობით დადგენილი მოსაზრება.
If law or regulation prescribes the wording of the opinion on summary financial statements in terms that are different from those described in paragraph 9, the auditor shall apply the procedures described in paragraph 8 and any further procedures necessary to enable the auditor to express the prescribed opinion.
8435.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აუდიტორმა უნდა შეაფასოს, კრებსითი ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არასწორად ხომ არ გაიგებენ კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ გამოთქმულ აუდიტორის მოსაზრებას, ხოლო თუ მიიჩნევს, რომ ასეა, საჭიროა თუ არა კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაში დამატებითი განმარტება, რომელიც ხელს შეუშლის შესაძლო არასწორ ინტერპრეტაციას.
The auditor shall evaluate whether users of the summary financial statements might misunderstand the auditor’s opinion on the summary financial statements and, if so, whether additional explanation in the auditor’s report on the summary financial statements can mitigate possible misunderstanding.
8436.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუ 10(ბ) პუნქტის შემთხვევაში აუდიტორი დაასკვნის, რომ კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაში დამატებითი განმარტებით თავიდან ვერ იქნება აცილებული შესაძლო არასწორი ინტერპრეტაცია, აუდიტორი არ უნდა დაეთანხმოს ამგვარ გარიგებას, თუ ამის გაკეთება კანონმდებლობით არ მოითხოვება.
If, in the case of paragraph 10(b), the auditor concludes that additional explanation in the auditor’s report on the summary financial statements cannot mitigate possible misunderstanding, the auditor shall not accept the engagement, unless required by law or regulation to do so.
8437.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
ასეთ შემთხვევაში, კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ კრებსითი ფინანსური ანგარიშგება და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება არ ასახავს იმ მოვლენების შედეგებს, რომლებიც მოხდა აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ გაცემული დასკვნის თარიღის შემდგომ პერიოდში.
In such cases, the auditor’s report on the summary financial statements shall state that the summary financial statements and audited financial statements do not reflect the effects of events that occurred subsequent to the date of the auditor’s report on the audited financial statements.
8438.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აუდიტორი უნდა გაეცნოს კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შემცველ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და მასზე გაცემულ აუდიტორის დასკვნას, რათა გამოავლინოს ამ ინფორმაციასა და კრებსით ფინანსურ ანგარიშგებას შორის არსებითი შეუსაბამობები, თუ ასეთი არსებობს.
The auditor shall read the information included in a document containing the summary financial statements and the auditor’s report thereon and consider whether there is a material inconsistency between that information and the summary financial statements.
8439.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუ აუდიტორი გამოავლენს არსებით შეუსაბამობას, მან საკითხი უნდა განიხილოს ხელმძღვანელობასთან ერთად და დაადგინოს, აუცილებელია თუ არა კრებსითი ფინანსური ანგარიშგების, ან კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შემცველ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასზე გაცემული აუდიტორის დასკვნის შესწორება.
If the auditor identifies a material inconsistency, the auditor shall discuss the matter with management and determine whether the summary financial statements or the information included in the document containing the summary financial statements and the auditor’s report thereon needs to be revised.
8440.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუ აუდიტორი დაადგენს, რომ აუცილებელია გარკვეული ინფორმაციის შესწორება და ხელმძღვანელობა უარს აცხადებს მის შესწორებაზე, აუდიტორმა უნდა გაატაროს მოცემული გარემოებების შესაფერისი ზომები, მათ შორის განიხილოს, რა გავლენას იქონიებს ეს სიტუაცია კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილ აუდიტორის დასკვნაზე.
If the auditor determines that the information needs to be revised and management refuses to revise the information as necessary, the auditor shall take appropriate action in the circumstances, including considering the implications for the auditor’s report on the summary financial statements.