ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8461.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
ამის საპირისპიროდ, მე-14-15 პუნქტები ეხება აუდიტორის პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია კრებსითი ფინანსური ანგარიშგებისა და მასზე გაცემული აუდიტორის დასკვნის შემცველ დოკუმენტში.
In contrast, paragraphs 14–15 deal with the auditor’s responsibilities relating to information included in a document that also contains the summary financial statements and the auditor’s report thereon.
8462.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც წარმოდგენილი არ არის წლიურ ანგარიშში მოცემულ სხვა ინფორმაციაში.
This information may include matters that are not dealt with in the other information included in the annual report.
8463.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
კრებსითი ფინანსური ანგარიშგებისა და მასზე გაცემული აუდიტორის დასკვნის შემცველ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობისას აუდიტორისთვის შეიძლება ცნობილი გახდეს, რომ ამგვარი ინფორმაცია შეცდომაში შეიყვანს მომხმარებლებს და შეიძლება აუცილებელი გახდეს სათანადო ზომების მიღება.
In reading the information included in a document containing the summary financial statements and the auditor’s report thereon, the auditor may become aware that such information is misleading and may need to take appropriate action.
8464.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
სათანადო ეთიკური მოთხოვნები პროფესიონალ ბუღალტერს ავალდებულებს, რომ მისი სახელი შეგნებულად არ იყოს დაკავშირებული ინფორმაციასთან, თუ დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია შეიცავს არსებითად მცდარ ან შეცდომაში შემყვან განცხადებას; შეიცავს უსაფუძვლო განცხადებებს ან დაუდევრად მომზადებულ ინფორმაციას; გამოტოვებულია ან ბუნდოვნად არის წარმოდგენილი ისეთი საჭირო ინფორმაცია, რომლის გამოტოვება ან არასწორად გაგება მკითხველს შეცდომაში შეიყვანს.
Relevant ethical requirements require the auditor to avoid being knowingly associated with information that the auditor believes contains a materially false or misleading statement, statements or information provided recklessly, or omits or obscures required information where such omission or obscurity would be misleading.
8465.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
ასს 720 (გადასინჯული), აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შესაფერისად ადაპტირებული სახით, შეიძლება გამოადგეს აუდიტორს იმის დასადგენად, რა ზომები უნდა გაატაროს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელობა უარს აცხადებს აუცილებელი შესწორებების შეტანაზე ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში, მათ შორის კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილ აუდიტორის დასკვნაზე ამ სიტუაციის გავლენის გაანალიზებაში.
ISA 720 (Revised), adapted as necessary in the circumstances, may be helpful to the auditor in determining the appropriate action to respond to management’s refusal to make necessary revisions to the information, including considering the implications for the auditor’s report on the summary financial statements.
8466.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუ აუდიტორისათვის ცნობილია, რომ კრებსითი ფინანსური ანგარიშგება შეტანილი იქნება დოკუმენტში, რომელიც კრებსითი ფინანსური ანგარიშგებისა და მასზე გაცემული აუდიტორის დასკვნის გარდა სხვა ინფორმაციასაც შეიცავს, აუდიტორმა შეიძლება გაითვალისწინოს იმ გვერდების მითითების საკითხი, რომელზეც კრებსითი ფინანსური ანგარიშგება არის წარმოდგენილი, თუ დოკუმენტის წარდგენის ფორმა ამის საშუალებას იძლევა.
When the auditor is aware that the summary financial statements will be included in a document that contains information other than the summary financial statements and the auditor’s report thereon, the auditor may consider, if the form of presentation allows, identifying the page numbers on which the summary financial statements are presented.
8467.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
წინამდებარე ასს-ის 19(i) პუნქტი მოითხოვს, რომ აუდიტორმა კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაში განაცხადოს, თუ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილი აუდიტორის დასკვნა მოიცავს ინფორმაციას აუდიტის ერთი ან მეტი ძირითადი საკითხის შესახებ, ასს 701-ის შესაბამისად.
Paragraph 19(i) of this ISA requires the auditor to include a statement in the auditor’s report on the summary financial statements when the auditor’s report on the audited financial statements includes communication of one or more key audit matters described in accordance with ISA 701.
8468.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
თუმცა, აუდიტორს არ მოეთხოვება ზემოაღნიშნული თითოეული აუდიტის ძირითადი საკითხის აღწერა კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილ აუდიტორის დასკვნაში.
However, the auditor is not required to describe the individual key audit matters in the auditor’s report on the summary financial statements.
8469.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
წინამდებარე ასს-ის დანართში განხილულია კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე შედგენილი აუდიტორის დასკვნების ნიმუშები.
The Appendix to this ISA contains illustrations of auditors’ reports on summary financial statements.
8470.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
ასს 700-ში (გადასინჯული) მოცემულია მოთხოვნები და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც აუდიტორმა უნდა გამოიყენოს, კონკრეტული გარემოებების შესაბამისად ადაპტირებული სახით, აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარდგენილ არააუდიტირებულ დამატებით ინფორმაციასთან მიმართებით, რაც აუდიტორს დაეხმარება 25-ე პუნქტის მოთხოვნის შესრულებაში.
ISA 700 (Revised) contains requirements and guidance to be applied when unaudited supplementary information is presented with audited financial statements that, adapted as necessary in the circumstances, may be helpful in applying the requirement in paragraph 25.
8471.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
1-ლი ნიმუში: აუდიტორის დასკვნა გაცემულია დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მომზადებულ კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე.
Illustration 1: An auditor’s report on summary financial statements prepared in accordance with established criteria.
8472.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემული აუდიტორის დასკვნის თარიღი არის იმ ფინანსურ ანგარიშგებაზე გაცემული აუდიტორის დასკვნის თარიღის შემდგომი პერიოდის, საიდანაც შედგენილია კრებსითი ფინანსური ანგარიშგება.
The auditor’s report on the summary financial statements is dated later than the date of the auditor’s report on the financial statements from which summary financial statements are derived.
8473.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 810
მე-5 ნიმუში: აუდიტორის დასკვნა გაცემულია დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მომზადებულ კრებსით ფინანსურ ანგარიშგებაზე.
Illustration 5: An auditor’s report on summary financial statements prepared in accordance with established criteria.
8474.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
წინამდებარე ასპშ შემუშავდა სამართლიანი წარდგენის საფუძვლების მიხედვით მომზადებული საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგებისთვის, მაგრამ, გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა საფუძვლების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგებისთვისაც, როგორიცაა, მაგალითად სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება.
This IAPN has been written in the context of general purpose fair presentation financial reporting frameworks, but may also be useful, as appropriate in the circumstance, in other financial reporting frameworks such as special purpose financial reporting frameworks.
8475.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
ამ ასპშ-ში მთავარი აქცენტი გადატანილია შეფასებისა და წარდგენისა და ახსნა-განმარტების მტკიცებებზე, მაგრამ მოიცავს, თუმცა უფრო ნაკლებად დეტალურად, სისრულის, სისწორის, არსებობის, ასევე უფლებებისა და ვალდებულებების მტკიცებებსაც.
This IAPN focuses on the assertions of valuation, and presentation and disclosure, but also covers, in less detail, completeness, accuracy, existence, and rights and obligations.
8476.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სხვადასხვა საფუძვლებში ფინანსური ინსტრუმენტები შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს განმარტებული.
Different definitions of financial instruments may exist among financial reporting frameworks.
8477.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
რაც უფრო მეტად მგრძნობიარეა ფულადი ნაკადები საბაზრო პირობების ცვლილებებთან მიმართებით, სავარაუდოდ, მით უფრო რთულად დასადგენი და არასაიმედო იქნება ფინანსური ინსტრუმენტის სამართლიანი ღირებულების შეფასება.
The higher the variability of cash flows to changes in market conditions, the more complex and uncertain the fair value measurement of the financial instrument is likely to be.
8478.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
გარდა ამისა, შეიძლება უფრო რთული იყოს ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ზოგიერთი საფუძვლების შესაბამისად, ან შესაძლოა ზოგიერთი ბაზრის პირობები იყოს რთული.
In addition, the accounting for financial instruments under certain financial reporting frameworks or certain market conditions may be complex.
8479.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
ბიზნესის რისკი და ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობის რისკი იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც ხელმძღვანელობასა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებს არა აქვთ იმდენი ცოდნა და გამოცდილება, რაც აუცილებელია ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების სათანადოდ განსაზღვრისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
Business risk and the risk of material misstatement increase when management and those charged with governance do not have the expertise to value them appropriately in accordance with the applicable financial reporting framework.
8480.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი I, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის შენიშვნა 1000
ამასთან, ხელმძღვანელობა და, სადაც შესაფერისია, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები არიან პასუხისმგებლები ისეთი შიდა კონტროლის სისტემის შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ფინანსური ანგარიშგების მომზადებას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
Management and, where appropriate, those charged with governance are also responsible for designing and implementing a system of internal control to enable the preparation of financial statements in accordance with the applicable financial reporting framework.