ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8941.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკოსი აღნიშნულ მტკიცებულებას ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თაობაზე მოიპოვებს ფინანსური ანგარიშგების შესახებ შედგენილი ანგარიშის დათარიღებამდე.
In such cases, evidence is obtained of that approval before dating the report on the financial statements.
8942.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
თუმცა, ზოგიერთ იურისდიქციაში კანონმდებლობით არ არის დადგენილი ამგვარი დამტკიცების პროცედურები.
In other jurisdictions, however, the approval process is not prescribed in law or regulation.
8943.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
ზოგჯერ კანონმდებლობით განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პროცედურებში ის მომენტი, როდესაც ივარაუდება მიმოხილვის დასრულება.
In some cases, law or regulation may identify the point in the financial statement reporting process at which the review is expected to be complete.
8944.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
კანონმდებლობით დადგენილი პრაქტიკოსის ანგარიში.
Practitioner’s Report Prescribed by Law or Regulation.
8945.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
როდესაც მიმოხილვა ჩატარებულია წინამდებარე მგსს-ის შესაბამისად, პრაქტიკოსის ანგარიშის ერთგვაროვნება და თავსებადობა ხელს უწყობს გლობალურ ბაზარზე ნდობის ჩამოყალიბებას, რადგან უფრო ადვილად დასადგენია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა.
Consistency in the practitioner’s report, when the review has been conducted in accordance with this ISRE, promotes credibility in the global marketplace by making more readily identifiable those reviews of financial statements that have been conducted in accordance with globally recognized standards.
8946.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
შესაბამისად, ასეთ ვითარებაში პრაქტიკოსს მოეთხოვება წინამდებარე მგსს-ის მოთხოვნების დაცვა, თუნდაც პრაქტიკოსის ანგარიშში გამოყენებული ფორმატი და ტექსტი სამართლებრივი ან მარეგულირებელი მოთხოვნებით იყოს დადგენილი.
Accordingly, in such circumstances the practitioner is considered to have complied with the requirements of this ISRE, even when the layout and wording used in the practitioner’s report are specified by legal or regulatory reporting requirements.
8947.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400
როდესაც კონკრეტული იურისდიქციის სპეციფიკური მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება წინამდებარე მგსს-ს, პრაქტიკოსის მიერ ამ მგსს-ით განსაზღვრული ფორმატისა და ტექსტის გამოყენება პრაქტიკოსის ანგარიშის მომხმარებლებს უადვილებს პრაქტიკოსის ისეთი ანგარიშის შეცნობას, რომელიც შედგენილია წინამდებარე მგსს-ის შესაბამისად ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის შედეგად.
Where specific requirements in a particular jurisdiction do not conflict with this ISRE, adoption of the layout and wording used in this ISRE assists users of the practitioner’s report to more readily recognize the practitioner’s report as a report on a review of financial statements conducted in accordance with this ISRE.
8948.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
წინამდებარე მგსს-ის მიზნებისთვის, შუალედური ფინანსური ინფორმაცია არის ფინანსური ინფორმაცია, რომელიც მომზადებული და წარდგენილია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად და შედგება სუბიექტის ფინანსურ წელთან შედარებით უფრო ხანმოკლე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების სრული ან შემოკლებული პაკეტისაგან.
For purposes of this ISRE, interim financial information is financial information that is prepared and presented in accordance with an applicable financial reporting framework1 and comprises either a complete or a condensed set of financial statements for a period that is shorter than the entity’s financial year.
8949.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
აუდიტორმა მიმოხილვა უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს პროფესიული სკეპტიციზმით, იმის გაცნობიერებით, რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი გარემოებები, რომელთა გამო შუალედური ფინანსური ინფორმაცია საჭიროებს არსებით შესწორებას, რათა ის მომზადებული იყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.
The auditor should plan and perform the review with an attitude of professional skepticism, recognizing that circumstances may exist that cause the interim financial information to require a material adjustment for it to be prepared, in all material respects, in accordance with the applicable financial reporting framework.
8950.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
პროფესიული სკეპტიციზმით მოქმედება ნიშნავს, რომ პრაქტიკოსი მოპოვებული აუდიტის მტკიცებულებების დასაბუთებულობას კრიტიკულად აფასებს, ეჭვის თვალით უყურებს და ფხიზლად არის ისეთი მტკიცებულებების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება ან ეჭვს ბადებს დოკუმენტების ან ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი ოფიციალური ინფორმაციის საიმედოობაზე.
An attitude of professional skepticism means that the auditor makes a critical assessment, with a questioning mind, of the validity of evidence obtained and is alert to evidence that contradicts or brings into question the reliability of documents or representations by management of the entity.
8951.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვის მიზანია, აუდიტორს მისცეს საშუალება მიმოხილვის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, მიიქცია თუ არა აუდიტორის ყურადღება ისეთმა ფაქტმა, რომელიც მას დაარწმუნებდა, რომ შუალედური ფინანსური ინფორმაცია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მომზადებული არ არის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
The objective of an engagement to review interim financial information is to enable the auditor to express a conclusion whether, on the basis of the review, anything has come to the auditor’s attention that causes the auditor to believe that the interim financial information is not prepared, in all material respects, in accordance with an applicable financial reporting framework.
8952.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა არ უზრუნველყოფს ისეთ საფუძველს, რომ აუდიტორმა გამოთქვას მოსაზრება იმის შესახებ, ფინანსური ინფორმაცია ასახავს თუ არა უტყუარ და სამართლიან თვალსაზრისს, ან წარდგენილია თუ არა სამართლიანად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
A review of interim financial information does not provide a basis for expressing an opinion whether the financial information gives a true and fair view, or is presented fairly, in all material respects, in accordance with an applicable financial reporting framework.
8953.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
წარსადგენი ანგარიშის სავარაუდო ფორმა და შინაარსი, მათ შორის ანგარიშის ადრესატის განსაზღვრა.
The anticipated form and content of the report to be issued, including the identity of the addressee of the report.
8954.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
შუალედური ფინანსური ინფორმაცია მომზადებული და წარდგენილია ფინანსური ანგარიშგების სათანადო საფუძვლების შესაბამისად;
The interim financial information is prepared and presented in accordance with the applicable financial reporting framework;
8955.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
მან აუდიტორს გაუმხილა ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მიმოხილვის ანგარიშის თარიღამდე მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც შეიძლება გამოეწვია შუალედური ფინანსური ინფორმაციის შესწორება ან განმარტებების აუცილებლობა ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.
It has disclosed to the auditor all significant events that have occurred subsequent to the balance sheet date and through to the date of the review report that may require adjustment to or disclosure in the interim financial information.
8956.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
როდესაც აუდიტორი სხვა ინფორმაციას ეცნობა არსებითი შეუსაბამობების გამოვლენის მიზნით, შეიძლება აშკარა არსებითი უზუსტობის ფაქტი მოექცეს მისი ყურადღების ქვეშ (მაგ., ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული არ არის შუალედურ ფინანსურ ინფორმაციაში ნაჩვენებ საკითხებთან და არასწორად არის ახსნილი ან წარმოდგენილი).
While reading the other information for the purpose of identifying material inconsistencies, an apparent material misstatement of fact may come to the auditor’s attention (i.e., information, not related to matters appearing in the interim financial information, that is incorrectly stated or presented).
8957.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
მართალია, აუდიტორს შეიძლება ევალებოდეს ზემოაღნიშნული დადგენილი ტექსტის გამოყენება, მაგრამ აუდიტორის პასუხისმგებლობა დასკვნის გამოტანაზე არ იცვლება და ისეთივეა, როგორც ეს აღწერილია ამ მგსს-ში.
Although the auditor may be obliged to use the prescribed wording, the auditor’s responsibilities as described in this ISRE for coming to the conclusion remain the same.
8958.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
მიმოხილვის ანგარიშის მოდიფიკაცია, როგორც წესი, ხდება მიმოხილვის ანგარიშში მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცის დამატებით და პირობითი დასკვნის წარდგენით.
The modification to the review report is ordinarily accomplished by adding an explanatory paragraph to the review report, and qualifying the conclusion.
8959.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
იგი ითვალისწინებს ისეთი შუალედური ფინანსური ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენის ადეკვატური შიდა კონტროლის დაპროექტებას, დანერგვასა და ფუნქციონირებას, რომელიც არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას; ასევე სათანადო სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევასა და გამოყენებას, მოცემული სიტუაციისთვის გონივრული სააღრიცხვო შეფასებების გამოთვლას.
This includes designing, implementing and maintaining internal control relevant to the preparation and presentation of interim financial information that is free from material misstatement, whether due to fraud or error; selecting and applying appropriate accounting policies; and making accounting estimates that are reasonable in the circumstances.
8960.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი II, მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2410
აუდიტორი ამგვარ მოსალოდნელ შედეგებს ითვლის ისეთი თანაფარდობების დადგენითა და გამოყენებით, რომელთა არსებობაც გონივრულობის ფარგლებში მოსალოდნელია აუდიტორის ინფორმირებულობის ფარგლებში სუბიექტისა და იმ დარგის შესახებ, რომელშიც ის საქმიანობს.
The auditor develops such expectations by identifying and applying relationships that are reasonably expected to exist based on the auditor’s understanding of the entity and of the industry in which the entity operates.