ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9221.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
თუმცა აუდიტორის ბევრ დასკვნას სტანდარტული ფორმა აქვს და მასში, როგორც წესი, წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია აუდიტორის მიერ შესრულებული სამუშაოსა და მისი შენიშვნების შესახებ, შედარებით უჩვეულო სიტუაციების გარდა, როდესაც აუდიტორი გამოთქვამს მოდიფიცირებულ მოსაზრებას.
However, many auditors’ reports are standardized, and other than in the relatively unusual circumstances when the auditor’s opinion is modified, information is not usually provided about the auditor’s work and findings.
9222.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
პროფესიული სკეპტიციზმი არის გარკვეული მიდგომა სამუშაოს შესრულების მიმართ, რომელიც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, ნათელი წარმოდგენის შექმნის მიზნით სუბიექტის, მისი საქმიანობისა და გარემოს შესახებ, რომელშიც ის საქმიანობს.
Professional skepticism is an attitude that includes the application of a questioning mindset in the context of an appropriate understanding of the entity, its business and the environment in which it operates.
9223.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
პროფესიული კომპეტენციის განვითარების კონცეფცია შეიძლება დამუშავდეს განათლების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი კომპეტენციის სფეროების გათვალისწინებით, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული კონცეფციების ჰარმონიზაციას.
Competence frameworks might best be developed by reference to the competence areas of the IESs, which would promote harmonization of the frameworks among audit firms.
9224.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
ეთიკური მოთხოვნები შეიძლება დადგენილი იყოს კანონმდებლობით, ან ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაციების მიერ.
Ethics requirements may be imposed by law or regulations or mandated through professional accountancy organizations.
9225.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო სექტორის აუდიტორული ორგანიზაციებისთვის დადგენილია ფიქსირებული ზღვრები იმ თანხებისთვის, რომლის დახარჯვაც მათ შეუძლიათ საკადრო რესურსებზე.
In many countries, public sector audit bodies have to keep within fixed limits for how much they may spend on staff resources.
9226.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
პარტნიორებსა და თანამშრომლებს ხშირად, ერთი სუბიექტის აუდიტის გარდა, სხვა ვალდებულებებიც აქვთ. გარდა ამისა, შეიძლება აუდიტის ჩასატარებლად შემჭიდროებული ვადები იყოს დადგენილი.
Partners and staff often have responsibilities other than the audit of a single entity, and audits can be undertaken to challenging timetables.
9227.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
ამაში იგულისხმება გარიგების შესასრულებლად ისეთი პარტნიორებისა და უფროსი თანამშრომლების დანიშვნა, რომლებსაც გააჩნიათ დამკვეთის დარგისა და მის მიერ გამოყენებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების სათანადო ცოდნა, ასევე საკმარისი დრო ხარისხიანი აუდიტის ჩასატარებლად.
This involves allocating partners and senior staff who have both an appropriate knowledge of the industry in which the client operates and its applicable financial reporting framework, and sufficient time to be able to perform quality audits.
9228.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
მაგალითად, შიდა აუდიტის განყოფილებას, სავარაუდოდ, მოპოვებული ექნება ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობისა და მისი ბიზნესის რისკების თაობაზე, რაც გარე აუდიტორისთვის ღირებული ინფორმაციაა, რომელიც დაეხმარება მას სუბიექტის შესახებ წარმოდგენის შექმნაში, მისი რისკების შეფასებაში, ან აუდიტის სხვა ასპექტებშიც.
For example, the internal audit function is likely to have obtained insight into the entity’s operations and business risks that will provide valuable input into the auditor’s understanding of the entity and risk assessments or other aspects of the audit.
9229.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, აუდიტის ხარისხი
ცალკეული გარიგების ხარისხის კონტროლის ეფექტური მიმოხილვა საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს აუდიტის გარიგების გუნდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი განსჯა და დასკვნები, რომლებიც გამოიტანეს აუდიტორის დასკვნის შედგენისას.
EQCRs allow for an objective evaluation of the significant judgments made by the engagement team and the conclusions reached in formulating the auditor’s report.
9230.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
● ანგარიში სათბურის გაზების ემისიის შესახებ (შედეგი) მიიღება სუბიექტის მიერ გამოყოფილი სათბურის გაზების (განსახილველი საგანი) გაზომვის შედეგად, რაც განხორციელდა სათბურის გაზების ემისიების აღიარების, შეფასებისა და წარდგენისთვის დადგენილი პროტოკოლების (კრიტერიუმები) გამოყენებით.
• A greenhouse gas statement (outcome) results from measuring an entity’s greenhouse emissions (underlying subject matter) by applying recognition, measurement and presentation protocols (criteria).
9231.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, განსახილველი საგნის ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს პრაქტიკოსის მიერ შედგენილ მარწმუნებელ ანგარიშში.
In some cases, however, the subject matter information may be presented by the practitioner in the assurance report.
9232.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
(ii) ნებისმიერი შედგენილი წერილობითი ანგარიშის გამოყენება ნათლად შეზღუდულია და განკუთვნილია მხოლოდ წინასწარ გამიზნული მომხმარებლებისთვის, რომელიც პრაქტიკოსის ანგარიშში არის დაფიქსირებული;
(ii) Any written report issued is expressly restricted for use by only the intended users specified in the report;
9233.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
ა) იმ სიზუსტის ხარისხი, რითაც შეიძლება განსახილველი საგნის შეფასება ან გაზომვა დადგენილი კრიტერიუმების გამოყენებით;
(a) Precision with which the underlying subject matter can be measured or evaluated against criteria;
9234.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
როგორც ასეთი, შესაძლებელია მიზანშეწონილი განსახილველი საგნის დადგენა და მისი თანამიმდევრულად გაზომვა ან შეფასება დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე იმგვარად, რომ განსახილველი საგნის ინფორმაციაზე შესაძლებელი იქნება პროცედურების ჩატარება საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაბუთებული რწმუნების გარიგების ან შეზღუდული რწმუნების გარიგების დასკვნის დასასაბუთებლად, საჭიროებისამებრ.
An appropriate underlying subject matter is identifiable and capable of consistent measurement or evaluation against the identified criteria such that the resulting subject matter information can be subjected to procedures for obtaining sufficient appropriate evidence to support a reasonable assurance or limited assurance conclusion, as appropriate.
9235.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
კრიტერიუმები შეიძლება ოფიციალურად იყოს დადგენილი.
Criteria can be formal.
9236.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
როდესაც პრაქტიკოსი ანგარიში შიდა კონტროლის სისტემის ფაქტობრივ ეფექტიანობას ეხება, კრიტერიუმები შესაძლოა ეყრდნობოდეს შიდა კონტროლისთვის დადგენილ საფუძვლებს ან შიდა კონტროლის ცალკეულ მიზნებს, რომლებიც სპეციალურად მოცემული გარიგებისათვისაა განკუთვნილი;
When reporting on the operating effectiveness of internal controls, the criteria may be based on an established internal control framework or individual control objectives specifically designed for the purpose;
9237.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
ნაკლებად ფორმალური კრიტერიუმების მაგალითია სუბიექტის მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი ან სუბიექტის მუშაობის ეფექტიანობის შეთანხმებული დონე, ვთქვათ, რომელიმე კომიტეტისათვის დადგენილი სხდომების რაოდენობა, რომელიც წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
Examples of less formal criteria are an internally developed code of conduct or an agreed level of performance (such as the number of times a particular committee is expected to meet in a year).
9238.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
მიზანშეწონილი კრიტერიუმების მიერ შექმნილი ორიენტირების სისტემის გარეშე, პრაქტიკოსის მიერ შედგენილი ნებისმიერი ანგარიში გახდება ინდივიდუალური ინტერპრეტაციების საგანი და გაუგებარი.
Without the frame of reference provided by suitable criteria, any conclusion is open to individual interpretation and misunderstanding.
9239.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
სრული კრიტერიუმები, სადაც ეს მიზანშეწონილია, ითვალისწინებს წარდგენისა და ახსნა-განმარტების კრიტერიუმებსაც.
Complete criteria include, where relevant, benchmarks for presentation and disclosure.
9240.
ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარი | ტომი III, მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტრუქტურული საფუძვლები.
კრიტერიუმები შეიძლება განსაზღვრული იყოს კანონმდებლობით, ან უფლებამოსილ ან აღიარებულ ექსპერტთა ორგანიზაციების მიერ, დადგენილი გამჭვირვალე პროცედურების ფარგლებში (დადგენილი კრიტერიუმები).
Criteria may be prescribed by law or regulation, or issued by authorized or recognized bodies of experts that follow a transparent due process (established criteria).