ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9781.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
დადგენილია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნიკაა, ვინაიდან რესპონდენტის უფრო სიღრმისეულ დამოკიდებულებებამდე და აღქმებამდე აღწევს და თან თავისუფალია ინტერვიუერის მიკერძოებულობისგან.
It has been shown to be a particularly valuable technique because it gets at the deeper attitudes and perceptions of the person being interviewed in such a way as to leave them free from interviewer bias.
9782.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
მათი პასუხები მკვლევარს ჰიპოთეზების ვალიდობის შემოწმების საშუალებასაც აძლევს და ამ სიტუაციაზე მოსალოდნელი რეაქციების დადგენისაც ასევე, ხელს უწყობს ახალი ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას.
Their responses enable the researcher both to test the validity of the hypotheses, and to ascertain unanticipated responses to the situation, thus giving rise to further hypotheses.
9783.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
მერტონი და კენდელი ამ პროცედურის უპირატესობებს დამაჯერებლად აყალიბებენ: სიტუაციის წინასწარი ცოდნა აშკარად ამცირებს მკვლევრის წინაშე მდგარ ამოცანას, ვინაიდან ინტერვიუს მსვლელობისას არ დგას სიტუაციის ობიექტური ბუნების დადგენის საჭიროება.
The advantages of this procedure have been cogently explained by Merton and Kendall: Fore-knowledge of the situation obviously reduces the task confronting the investigator, since the interview need not be devoted to discovering the objective nature of the situation.
9784.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVI
ამ კრიტერიუმების მოკლე ჩამონათვალი ქვემოთ არის წარმოდგენილი: არადირექტიულობა: ინტერვიუერი მინიმალურად უნდა მართავდეს სიტუაციას.
Briefly, these are as follows: Non-direction: interviewer guidance should be minimal.
9785.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVII
ანგარიშებისა და ეპიზოდების განხილვა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ეთოგენური მიდგომის ზემოთ წარმოდგენილ პრინციპებში მოცემული იდეების განვითარებაა.
The discussion of accounts and episodes that now follows develops some of the ideas contained in the principles of the ethogenic approach outlined above.
9786.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVII
მენზელი აცხადებს, რომ სოციალური ეპიზოდის შესახებ გარე დამკვირვებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იმ ახსნებთან ერთადაა სასარგებლო, რომელიც თავად მონაწილეებმა შეიძლება მისცენ ამ მოვლენას.
Menzel’s plea is for the usefulness of an outside observer’s account of a social episode alongside the explanations that participants themselves may give of that event.
9787.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVII
მაგალითად, განათლების სფეროში შესრულებულ უამრავ კვლევაში დადგენილია სკოლაში დისციპლინარული დარღვევის შემთხვევები და ხანგრძლივობა.
For example, numerous educational studies have identified the incidence and the duration of disciplinary infractions in school.
9788.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVIII
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონაცემები საკმარისად ამომწურავი უნდა იყოს, რათა მკითხველმა წარმოდგენილი ანალიზის გამეორება შეძლოს.
From all this we suggest that the data should be comprehensive enough to enable the reader to reproduce the analysis that was performed.
9789.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVIII
ერთი მხრივ, კვლევის ეს უკანასკნელი ფორმა, როგორც ჩანს, არღვევს ინფორმირებული თანხმობის პრინციპს, ცდის პირების პირად ცხოვრებას და პირად სივრცეში იჭრება, მათ ინსტრუმენტებივით, კვლევის ობიექტებივით ექცევა და მკვლევარს საკუთარი როლის მცდარად წარმოდგენისკენ ან, მეტიც, უარყოფისკენ უბიძგებს.
On the one hand, this latter form of research appears to violate the principle of informed consent, invades the privacy of subjects and private space, treats the participants instrumentally – as research objects – and places the researcher in a position of misrepresenting her/his role, or rather, of denying it.
9790.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XVIII
კონსტრუქტების ვალიდობა: დასადგენია თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მსჯელობისთვის ვალიდურ ინდიკატორად.
Validity of constructs: decisions have to taken on what counts as valid evidence for a judgement.
9791.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
სფერო ძალიან ზუსტად და სრულად არის განსაზღვრული, ისე, რომ შინაარსი სრული სიღრმითა იყოს წარმოდგენილი.
The domain is set out very clearly and very fully, such that the full depth and breadth of the content are established.
9792.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
კითხვის უნარის შესაფასებელი გამოქვეყნებული ტესტი ვერ მოიცავს კითხვის უნარის იმ ასპექტებს, რომლის კვლევასაც მეცნიერი აპირებს, ინგლისურ ენაზე შედგენილი ვერბალური კითხვის ტესტის შესრულება ძნელი იქნება იმ მოსწავლისთვის, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა.
A published reading test might not address the areas of reading that the researcher is wishing to cover, a verbal reading test written in English might contain language that is difficult for a student whose first language is not English.
9793.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ტესტის სპეციფიკაციების დადგენის შემდეგ მკვლევარმა უნდა დააზუსტოს და სრულიად გასაგები გახადოს ტესტის დებულებები, რომლებიც მიზნების, პროგრამების, შინაარსების და ა. შ.
Having undertaken the test specifications, the researcher should have achieved clarity on the exact test items that test certain aspects of achievement of objectives, programmes, contents etc.
9794.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ტესტის შედგენისას მკვლევარმა უნდა გაიაზროს, თუ როგორ იქნება თითოეული შესამოწმებელი ელემენტი ოპერაციონალიზებული.
In moving to test construction the researcher will need to consider how each element to be tested will be operationalized.
9795.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ტესტის შედგენისას დებულებების ანალიზი საჭიროა ტესტის თითოეული დებულების დისკრიმინაციულობისა და სირთულის დასადგენად.
In constructing a test the researcher will need to undertake an item analysis to clarify the item discriminability and item difficulty of each item of the test.
9796.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ვინაიდან მკვლევარს მხოლოდ ტესტის ჩატარების შემდეგ ეცოდინება დებულების დისკრიმინაციულობისა და სირთულის ინდექსები, გარდაუვალია სახლში შედგენილი ტესტების პილოტირება.
Given that the researcher can know the degree of item discriminability and difficulty only once the test has been undertaken, there is an unavoidable need to pilot home-grown tests.
9797.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
კონკრეტული ტესტის დებულებების დისკრიმინაციულობის, სირთულისა და დისტრაქტორის ეფექტების დადგენისას, ცხადია, გვჭირდება პილოტირება, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ძალიან დიდი იმედები არ დავამყაროთ მცირე მოცულობის შერჩევაზე გამოთვლილი დისკრიმინაციულობისა და სირთულის ინდექსებზე
In addressing the item discriminability, item difficulty and distractor effect of particular test items, it is advisable, of course, to pilot these tests and to be cautious about placing too great a store on indices of difficulty and discriminability that are computed from small samples.
9798.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ამასთან, სანდოობა და ვალიდობა მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს ჯგუფური წარმოდგენისას ან ჯგუფური მუშაობისას, სადაც ჯგუფის დინამიკამ შეიძლება ხელი შეუშალოს ცალკეული გამოსაცდელი ინდივიდის რეალური უნარების გამოვლენას.
Furthermore, reliability and validity are significant issues in group performance or group exercises where group dynamics may prevent a testee’s true abilities from being demonstrated.
9799.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ჰანა და კუნინგემი რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპს გვთავაზობენ, რომლებიც მოკლეპასუხიანი დებულებების შედგენისას ზოგიერთი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გამოგვადგება.
Hanna and Cunningham provide several guidelines for constructing short-answer items to overcome some of these problems.
9800.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIX
ტესტში ქულების დაწერას უკავშირდება შედეგების წარდგენის საკითხიც.
Related to the scoring of the test is the issue of reporting the results.