ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11241.
ბიოლოგია | თავი XXI
ინდუცირებული უჯრედების პასუხს ხშირად წარმოადგენს გენების აქტივაცია (ან ინაქტივაცია) - ტრანსკრიფციული რეგულირება - რომელიც თავის მხრივ კონკრეტული ტიპის დიფერენცირებული უჯრედისთვის დამახასიათებელ გენის აქტივობის მოდელს ქმნის.
The induced cell's response is often the activation (or inactivation) of genes-transcriptional regulation-which in turn establishes the pattern of gene activity characteristic of a particular kind of differentiated cell.
11242.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას გენეტიკური სკრინინგის (დეტალური გამოკვლევის) შედეგად გამოვლინდა ორი ძირითადი აპოპტოზის გენი Ced-3 და Ced-4, რომლებიც აკოდირებენ აპოპტოზისთვის მნიშვნელობის მქონე პროტეინებს.
Genetic screening of C. elegans has revealed two key apoptosis genes, ced-3 and ced-4 (ced stands for "cell death"), which encode proteins essential for apoptosis.
11243.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს და სხვა პროტეინების უმეტესობა, რომლებიც ჩართული არიან აპოპტოზში, მუდმივად არის წარმოდგენილი უჯრედებში არა-აქტიური ფორმით; ამ შემთხვევაში პროტეინების აქტივობა რეგულირდება არა ტრანსკრიფციით, და არც ტრანსლაციით.
These and most other proteins involved in apoptosis are continually present in cells, but in inactive form; thus, protein activity is regulated in this case, not transcription or translation.
11244.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას შემთხვევაში, მიტოქონდრიული გარეთა მემბრანის პროტეინი, რომელსაც ჰქვია Ced-9, (Ced-9 გენის პროდუქტი), მუშაობს, როგორც აპოპტოზის მთავარი რეგულატორი, რომელიც, თუ არ არის აპოპტოზის სიგნალი, მოქმედებს როგორც მუხრუჭი.
In C. elegans, a protein in the outer mitochondrial membrane, called Ced-9 (the product of gene ced-9), serves as a master regulator of apoptosis, acting as a brake in the absence of a signal promoting apoptosis.
11245.
ბიოლოგია | თავი XXI
აპოპტოზი უფრო დაბალ დონეზე წარმოდგენილია იხვების და სხვა წყალმცურავი ფრინველების თითებშორის აპკების განვითარებისას, განსხვავებით ქათმების და სხვა ხმელეთის ფრინველების კიდურების განვითარებისგან.
A lower level of apoptosis in developing limbs accounts for the webbed feet of ducks and other water birds, in contrast to chickens and other land birds with nonwebbed feet.
11246.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, 2000 წელს, როდესაც არაბიდოფსისის დნმ-ის გენთა თანმიმდევრობის დადგენა დასრულდა, მისი გენების 5%-ზე ნაკლები იყო დადგენილი მუტაციური ანალიზის შედეგად, მაშინ, როდესაც, დროზოფილას და ნემატოდას გენების 25% დადგენილი იყო სწორედ ამ გზით.
For example, in 2000, when the Arabidopsis DNA sequence was completed, fewer than 5% of its genes had been defined by mutational analysis, whereas over 25% of the genes in both Drosophila and C. elegans had been identified in that way.
11247.
ბიოლოგია | თავი XXI
ორგანოს იდენტურობის გენი განსაზღვრავს იმ სტრუქტურის ტიპს, რომელიც გაიზრდება მერისტემიდან, მაგალითად, განვითარდება ყვავილის მერისტემის გამონაზარდი გვირგვინის ფურცლად, თუ მტვრიანად?
An organ identity gene determines the type of structure that will grow from a meristem-for instance, whether a particular outgrowth from a floral meristem becomes a petal or a stamen.
11248.
ბიოლოგია | თავი XXI
ისევე, როგორც ხილის ბუზის ჰომეოტური გენის მუტაციას შეუძლია გამოიწვიოს ანტენის ნაცვლად ფეხის განვითარება, მცენარის იდენტურობის გენის მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბუტკოს განვითარება ჯამის ფოთოლაკის ადგილზე.
Just as a mutation in a fruit fly homeotic gene can cause legs to grow in place of antennae, a mutation in an organ identity gene can cause carpels to grow in place of sepals.
11249.
ბიოლოგია | თავი XXI
მუტანტი არანორმალური ყვავილების შეგროვებით და შესწავლით მკვლევრებმა შეძლეს ყვავილის ორგანოების იდენტურობის მრავალი გენის იდენტიფიცირება და კლონირება.
By collecting and studying mutants with abnormal flowers, researchers have been able to identify and clone a number of floral organ identity genes.
11250.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას შემთხვევაში, მაგალითად, ჰომეობოქსები წარმოდგენილია არა მხოლოდ ჰომეოტურ გენებში, არამედ კვერცხის პოლარულობის ბიკოიდურ გენშიც, სეგმენტაციის ზოგიერთ გენშიც, და თვალის განვითარების მთავარ მარეგულირებელ გენშიც.
In Drosophila, for example, homeoboxes are present not only in the homeotic genes but also in the egg-polarity gene bicoid, in several of the segmentation genes, and in the master regulatory gene for eye development.
11251.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომეოტურ გენებთან ერთად განვითარების პროცესში ჩართული მრავალი სხვა გენიც საკმაო უცვლელობით ხასიათდება სახეობიდან სახეობამდე.
Developmental biologists have found that in addition to homeotic genes, many other genes involved in development are highly conserved from species to species.
11252.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგიერთი Hox გენი, მაგალითად, ექსპრესირებულია ზღვის ზღარბის ემბრიონალურ და ლარვულ სტადიებზე.
Several Hox genes, for instance, are expressed in the embryonic and larval stages of the sea urchin, nonsegmented animals that have a body plan quite different from insects and mice.
11253.
ბიოლოგია | თავი I
დნმ შეიცავს გენებს. გენი მემკვიდრეობის ერთეულია, რომლითაც მემკვიდრული ინფორმაცია მშობლებიდან შთამომავლობებს გადაეცემა.
DNA is the substance of genes, the units of inheritance that transmit information from parents to offspring.
11254.
ბიოლოგია | თავი I
ყოველი ქრომოსომა შედგება დნმ-ის ძალიან გრძელი მოლეკულისაგან. ამ გრძელი მოლეკულაში გასწვრივად ასეულობით და ათასეულობით გენია განლაგებული.
Each chromosome has one very long DNA molecule, with hundreds or thousands of genes arranged along its length.
11255.
ბიოლოგია | თავი I
ოთხი განსხვავებული ნუკლეოტიდი ოთხი ასოს როლშია. ამ ასოების გადაჯგუფების მეშვეობით გენში ჩაწერილია გარკვეული ინფორმაცია. გენი შეიძლება ასეულობით ან ათასეულობით ნუკლეოტიდს შეიცავდეს.
Specific sequential arrangements of these four chemical letters encode the precise information in genes, which are typically hundreds or thousands of nucleotides long.
11256.
ბიოლოგია | თავი I
გენის გასწვრივ განლაგებული ნუკლეოტიდების გარკვეული თანმიმდევრობა კოდია ცალკეული ცილის მოლეკულისთვის. ყოველ ცილას უჯრედში მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი ზომა და ფუნქციები აქვს.
The sequence of nucleotides along each gene codes for a specific protein with a unique shape and function in the cell.
11257.
ბიოლოგია | თავი I
ერთ-ერთი ცილა შედის კუნთოვანი უჯრედის შემკუმშავი აპარატის შედგენილობაში, მეორე ანტისხეულია (ორგანიზმის დამცავი სისტემის ნაწილი, რომელიც იცავს მას სხვადასხვა დაავადებებისგან).
One protein might be part of the contractile apparatus of muscle cells. Another protein might be an antibody, part of the body defense system against viruses and other disease agents.
11258.
ბიოლოგია | თავი I
ერთ-ერთი ასეთი ცილა, რომელიც ხელოვნურად მიიღეს სამედიცინო მიზნებისთვის იყო, ადამიანის ინსულინი. ადამიანის ინსულინის შესაქმნელად გამოიყენეს ბაქტერია, რომელშიც შეიყვანეს ადამიანის ინსულინის გენი.
One of the first pharmaceutical products obtained using this technology was human insulin, produced by bacteria into which a gene for this human protein was inserted.
11259.
ბიოლოგია | თავი I
კვლევები გრძელდება, მეცნიერები სწავლობენ ათასობით გენის ფუნქციონირებას და ფუნქციონირების შედეგად მიღებულ ცილებს.
As the quest continues, scientists are learning the functions of thousands of genes and their protein products.
11260.
ბიოლოგია | თავი I
თანამედროვე სისტემური ბიოლოგიის მეშვეობით და გენომის გაშიფვრის შედეგად მკვლევრებმა შეძლეს სიცოცხლის შესწავლა უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე. დაგროვდა დიდძალი მასალა გენომის შედგენილობისა და ცილების ფუნქციონირების შესახებ.
Systems biology is now taking hold in the study of life at the cellular and molecular levels, driven partly by the deluge of data from the sequencing of genomes and the growing catalog of known protein functions.