ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
11901.
ბიოლოგია | თავი XX
ინტრონები ევკარიოტულ გენს ძალიან აგრძელებენ და მოუხერხებელს ხდიან და ასევე გენის სწორად ექსპრესიას უშლიან ხელს ბაქტერიული უჯრედების მიერ, რადგანაც ამ უკანასკნელთ არ აქვთ რნმ-ის სპლაისინგის მექანიზმი.
Introns can make a eukaryotic gene very long and unwieldy, and they prevent correct expression of the gene by bacterial cells, which do not have RNA-splicing machinery.
11902.
ბიოლოგია | თავი XX
ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია გენის კდნმ ფორმის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ ეგზონებს შეიცავს.
This problem can be surmounted by using a cDNA form of the gene, which includes only the exons.
11903.
ბიოლოგია | თავი XX
ბაქტერიებს ევკარიოტული კდნმ გენის ექსპრესირება შეუძლიათ, თუ ვექტორი ბაქტერიულ პრომოტორსა და გენის ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციისთვის აუცილებელ ყველა სხვა მაკონტროლებელ ელემენტებს შეიცავს.
Bacteria can express a eukaryotic CDNA gene if the vector contains a bacterial promoter and any other control elements necessary for the gene's transcription and translation.
11904.
ბიოლოგია | თავი XX
კლონირებული ევკარიოტული გენის ექსპრესირებისთვის ევკარიოტული მასპინძელი უჯრედების გამოყენების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ევკარიოტული ცილა ვერ იფუნქციონირებს, თუ ტრანსლაციის შემდგომ მათი მოდიფიკაცია, მაგალითად ნახშირწყლოვანი ან ლიპიდური ჯგუფების დამატება არ განხორციელდა.
Another reason to use eukaryotic host cells for expressing a cloned eukaryotic gene is that many eukaryotic proteins will not function unless they are modified after translation, for example by the addition of carbohydrate or lipid groups.
11905.
ბიოლოგია | თავი XX
განსაზღვრული გენის ან დნმ-ის სხვა თანამიმდევრობის დიდი რაოდენობის მოსამზადებლად საუკეთესო მეთოდად რჩება უჯრედებში დნმ-ის კლონირება.
DNA cloning in cells remains the best method for preparing large quantities of a particular gene or other DNA sequence.
11906.
ბიოლოგია | თავი XX
ეს საგრძნობლად განსხვავდება იმ დღეებისგან, რაც იმავე რაოდენობის ასლების მისაღებად დაგვჭირდებოდა, თუ სამიზნე გენის კლონის აღმოსაჩენად დნმ-ის ბიბლიოთეკის სკრინინგს ჩავატარებდით და შემდგომ მასპინძელ უჯრედში მოვახდენდით მის რეპლიკაციას.
Significantly faster than the days it would take to obtain the same number of copies by screening a DNA library for a clone with the desired gene and letting it replicate within host cells.
11907.
ბიოლოგია | თავი XX
მისი სიჩქარისა და სპეციფიკურობის მიუხედავად, PCR ამფლიპიკაცია ვერ შეცვლის უჯრედებში გენების კლონირებას იმ შემთხვევებში, როდესაც გენის დიდი რაოდენობით მიღებაა სასურველი.
Despite its speed and specificity, PCR amplification cannot substitute for gene cloning in cells when large amounts of gene are desired.
11908.
ბიოლოგია | თავი XX
განსხვავდება თუ არა განსაზღვრული გენი სხვადასხვა პირში და არსებობს თუ არა მემკვიდრულ დარღვევებთან ასოცირებული გარკვეული ალელები?
Does a particular gene differ from person to person, and are there certain alleles associated with a hereditary disorder?
11909.
ბიოლოგია | თავი XX
სხეულის რა ნაწილში და როდის ხდება გენის ექსპრესია?
Where in the body and when is the gene expressed?
11910.
ბიოლოგია | თავი XX
გენომში სად მდებარეობს გენი?
Where is the gene located within the genome?
11911.
ბიოლოგია | თავი XX
დამოკიდებულია თუ არა გენის ექსპრესია სხვა გენების ექსპრესიაზე?
Is expression of the gene related to expression of other genes?
11912.
ბიოლოგია | თავი XX
ჩვენ შეგვიძლია ასევე ვიკითხოთ, განსხვავდება თუ არა გენი სახეობიდან სახეობამდე და დავიწყოთ მისი ევოლუციური ისტორიის გარკვევა.
We can also ask how the gene differs from species to species and begin to unravel its evolutionary history.
11913.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარ კითხვებზე საპასუხოდ, საჭიროა გენისა და სხვადასხვა ინდივიდებსა და სახეობებში მისი ასლების სრული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის, ასევე მისი ექსპრესიის სურათის ცოდნა.
To answer such questions, we need to know the complete nucleotide sequence of the gene and its counterparts in various individuals and species, as well as its expression pattern.
11914.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი ორი სხვადასხვა დნმ მოლეკულის, მაგალითად, გენის ორი ალელის შედარებისთვისაც გამოდგება.
Restriction fragment analysis is also useful for comparing two different DNA molecules-for example, two alleles of a gene.
11915.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ნამგლისებრი უჯრედის დაავადება b-გლობინის გენის რესტრიქციის საიტის თანამიმდევრობაში განლაგებული ერთი ნუკლეოტიდის მუტაციით არის გამოწვეული.
For example, sickle-cell disease is caused by a mutation in a single nucleotide that is located within a restriction sequence in the B-globin gene.
11916.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც სურათ 20.9-ზეა ნაჩვენები, რესტრიქციული ფრაგმენტების ელექტროფორეზული ანალიზით შესაძლებელია b-გლობინის გენის ნორმალური და ნამგლისებრი უჯრედის ალელების გარჩევა.
As shown in Figure 20.9, restriction fragment analysis by electrophoresis can distinguish the normal and sickle-cell alleles of the B-globin gene.
11917.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ მეთოდით, რომელსაც საუზერნ ბლოტინგი ეწოდება და რომელიც გელ-ელექტროფორეზისა და ნუკლეინის მჟავების ჰიბრიდიზაციის კომბინაციას წარმოადგენს, ჩვენ შეგვიძლია სწორედ იმ ხაზების დადგენა, რომლებიც b-გლობინის გენის ნაწილებს შეიცავენ.
But with a method called Southern blotting, which combines gel electrophoresis and nucleic acid hybridization, we can detect just those bands that include parts of the B-globin gene.
11918.
ბიოლოგია | თავი XX
ამ შემთხვევაში, ნიმუში რადიოაქტიური ერთჯაჭვიანი დნმ-ის მოლეკულაა, რომელიც ნამგლისებრი უჯრედის მუტანტური b-გლობინის გენის კომპლემენტარულია.
In this case, the probe is a radioactive single-stranded DNA molecule that is complementary to the B-globin gene.
11919.
ბიოლოგია | თავი XX
გენის სხვადასხვა ალელების მსგავსად, ჰომოლოგიურ ქრომოსომებზე განლაგებული არამაკოდირებელი დნმ-ის თანამიმდევრობებიც ავლენენ მცირე ნუკლეოტიდურ განსხვავებულობას.
Like different alleles of a gene, noncoding DNA sequences on homologous chromosomes may exhibit small nucleotide differences.
11920.
ბიოლოგია | თავი XX
RFLP მარკერების გადაცემა მენდელის წესებით ხდება და ამიტომ მათ გენეტიკური მარკერის როლის შესრულება კავშირული რუკების შედგენისათვისაც შეუძლიათ.
Because RFLP markers are inherited in a Mendelian fashion, they can serve as genetic markers for making linkage maps.