ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12081.
ბიოლოგია | თავი XIX
ძუძუმწოვრებში ნანახია ორივე მათგანის გენი, მაგრამ ფრინველებში მხოლოდ ლიზოციმის გენია წარმოდგენილი.
Both genes are found in mammals, whereas only the lysozyme gene is present in birds.
12082.
ბიოლოგია | თავი XIX
შედეგად, დუპლიცირებული ლიზოციმის გენის ერთი ასლი ევოლუცირდა α-ლაქტალბუმინის, ანუ სრულიად განსხვავებული ფუნქციის მატარებელი ცილის, მაკოდირებელ გენში.
Subsequently, one copy of the duplicated lysozyme gene evolved into a gene encoding a-lactalbumin, a protein with a completely different function.
12083.
ბიოლოგია | თავი XIX
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მეიოზის პროცესში არათანაბარმა კროსინგოვერმა შეიძლება განაპირობოს გენის დუპლიკაცია ერთ ქრომოსომაზე და მისი დაკარგვა ჰომოლოგიურ ქრომოსომაზე.
We've already seen that unequal crossing over during meiosis can lead to duplication of a gene on one chromosome and its loss from the homologous chromosome.
12084.
ბიოლოგია | თავი XIX
გენი გაორმაგებული ეგზონით განახორციელებს ცილის კოდირებას, რომელიც კოდირებული დომენის მეორე ასლს შეიცავს.
The gene with the duplicated exon would code for a protein containing a second copy of the encoded domain.
12085.
ბიოლოგია | თავი XIX
უჯრედგარე მატრიქსის ცილა კოლაგენის მაკოდირებელი გენი კარგ მაგალითს წარმოადგენს.
The gene encoding the extracellular matrix protein collagen is a good example.
12086.
ბიოლოგია | თავი XIX
კოლაგენი სტრუქტურული ცილაა მაღალი სიხშირით განმეორებადი ამინომჟავური თანამიმდევრობით, რომელიც აისახება ეგზონების განმეორებად ქარგაში კოლაგენის გენში.
Collagen is a structural protein with a highly repetitive amino acid sequence, which is reflected in the repetitive pattern of exons in the collagen gene.
12087.
ბიოლოგია | თავი XIX
ალტერნატიულად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა ეგზონების შემთხვევითი არევა და შემდგომი დაჯგუფება ან თავად გენის შიგნით ან ორ არაალელურ გენს შორის, რაც მეიოზური რეკომბინაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო შეიძლება მოხდეს.
Alternatively, we can imagine the occasional mixing and matching of different exons either within a gene or between two nonallelic genes owing to errors in meiotic recombination.
12088.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითისათვის განვიხილოთ ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორის (ქპა) გენი.
As an example, let's consider the gene for tissue plasminogen activator (TPA).
12089.
ბიოლოგია | თავი XIX
მას გააჩნია 3 ტიპის 4 დომენი, თითოეული კოდირდება ცალკე ეგზონით; თითოეული ეგზონი ორი ასლითაა წარმოდგენილი.
It has four domains of three types, each encoded by an exon; one exon is present in two copies.
12090.
ბიოლოგია | თავი XIX
რადგანაც თითოეული ტიპის ეგზონი სხვა ცილებშიც გვხვდება, სავარაუდოდ, ქპა-ს გენი ეგზონების მრავალჯერადი ურთიერთშერევისა და დუპლიკაციის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო.
Because each type of exon is also found in other proteins, the gene for TPA is believed to have arisen by several instances of exon shuffling and duplication.
12091.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, თუ ტრანსპოზირებადი ელემენტი „ჩახტება“ ცილის მაკოდირებელი გენის მაკოდირებელი თანამიმდევრობის შუაგულში, ის აბრკოლებს წყვეტილი გენის ნორმალ ფუნქციონირებას.
For instance, if a transposable element "jumps" into the middle of a coding sequence of a protein-coding gene, it prevents the normal functioning of the interrupted gene.
12092.
ბიოლოგია | თავი XIX
ტრანსპოზიციის დროს, ტრანსპოზირებადმა ელემენტმა გენი ან გენთა ჯგუფი გენომში ახალ პოზიციაზე შეიძლება გადაიტანონ.
During transposition, a transposable element may carry along a gene or group of genes to a new position in the genome.
12093.
ბიოლოგია | თავი XIX
მსგავსი „გადაკერების’ (tag-along) პროცესით, ეგზონი ერთი გენიდან შეიძლება მეორე გენში ჩაერთოს მექანიზმით, რომელიც რეკომბინაციის პროცესის დროს ეგზონების ურთიერთშერევის მსგავსია.
By a similar tag-along process, an exon from one gene may be inserted into another gene in a mechanism similar to that of exon shuffling during recombination.
12094.
ბიოლოგია | თავი XIX
მაგალითად, ტრანსპოზიციით ეგზონი შეიძლება ჩაერთოს ცილის მაკოდირებელი გენის ინტრონში.
For example, an exon may be inserted by transposition into the intron of a protein-coding gene.
12095.
ბიოლოგია | თავი XIX
ამ გზით შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალტერნატიული გენეტიკური კომბინაციის „გამოცდას“ ისე, რომ საწყისი გენის პროდუქტის ფუნქცია შენარჩუნებული რჩება.
In this way, alternative genetic combinations can be "tried out" while the function of the original gene product is retained.
12096.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის შემადგენელი ინფორმაცია, გენეტიკური მასალა, წარმოდგენილია დნმ-ის ჯაჭვის გასწვრივ ნუკლეოტიდების სპეციფიკური თანამიმდევრობის ფორმით.
The information content of DNA, the genetic material, is in the form of specific sequences of nucleotides along the DNA strands.
12097.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფაქტობრივად რას ამბობს გენი?
Put another way, what does a gene actually say?
12098.
ბიოლოგია | თავი XVII
ხოლო ეს ცილა იმიტომ აკლიათ, რომ მისი გენი სწორად ვერ ფუნქციონირებს.
And they are missing that protein because they do not have a properly functioning gene for that protein.
12099.
ბიოლოგია | თავი XVII
პროცესი, რომლითაც დნმ განსაზღვრავს ცილის სინთეზს, ანუ გენის ექსპრესია, ორი სტადიისაგან შედგება, რომელთაც ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია ეწოდება.
The process by which DNA directs protein synthesis, gene expression, includes two stages, called transcription and translation.
12100.
ბიოლოგია | თავი XVII
ამ თავში დეტალურადაა აღწერილი ინფორმაციის დინება გენიდან ცილამდე.
This chapter describes the flow of information from gene to protein in detail.