ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1241.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
მსჯელობის ტვირთის აშკარა შედეგი ისაა, რომ გონიერი ადამიანები ერთსა და იმავე ყოვლისმომცველ დოქტრინებს არ იზიარებენ.
The evident consequence of the burdens of judgment is that reasonable persons do not all affirm the same comprehensive doctrine.
1242.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | II ლექცია
ამ სახის მაგალითები გვიჩვენებს, როგორ უნდა აწონ-დაწონონ მხარეებმა შესათანხმებელი პრინციპების საჯარო ცოდნის შედეგები.
This kind of case illustrates how the parties must weigh the consequences of the public knowledge of proposed principles.
1243.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
თავად გონივრულის იდეა, ისევ და ისევ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ მოცემულია იმ ორი ასპექტით, რომლებითაც პიროვნება შეიძლება იყოს გონივრული: ესაა პიროვნების მზაობა შესთავაზოს სხვებს და თავადაც დაიცვას თანასწორთა შორის სოციალური თანამშრომლობის სამართლიანი პირობები, და ესაა პიროვნების მიერ მსჯელობის ტვირთის შედეგების აღიარება და ამ შედეგების მიღებისათვის მზადყოფნა.
The idea of the reasonable itself is given in part, again for our purposes, by the two aspects of persons’ being reasonable: their willingness to propose and abide by fair terms of social cooperation among equals and their recognition of and willingness to accept the consequences of the burdens of judgment.
1244.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | III ლექცია
ჯერ ერთი, შოპენჰაუერი ფიქრობს, თითქოს, მაქსიმების უნივერსალურ კანონებად წარმოდგენით კანტი ჩვენგან მოითხოვს ისინი შევამოწმოთ იმის მიხედვით, რა ზოგადი გავლენა აქვს მათ ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებებსა და საჭიროებებზე, ანუ ეგოისტურად მიჩნეულ მიდრეკილებებსა და საჭიროებებზე.
First, he believes that, when maxims are made universal laws, Kant asks us to test them in the light of their general consequences for our natural inclinations and needs, with inclinations and needs viewed egoistically.
1245.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | IV ლექცია
ამდენად, პოლიტიკური კონცეფცია შეიძლება აღვიქვათ ყოვლისმომცველი დოქტრინის ნაწილად, მაგრამ ეს არ არის ამ დოქტრინის არაპოლიტიკური ღირებულებების შედეგი.
Thus the political conception can be seen as part of a comprehensive doctrine but it is not a consequence of that doctrine’s nonpolitical values.
1246.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
სიკეთის, როგორც რაციონალობის იდეა, როგორც იგი სამართლიანობის თეორიაშია გამოყენებული, ბაზისური იდეაა, საიდანაც სხვა იდეებთან (მაგალითად, პიროვნების შესახებ პოლიტიკურ იდეასთან) კავშირში საჭიროებისამებრ ამოიზრდება სიკეთის შესახებ სხვა იდეები.
As used in A Theory of Justice, goodness as rationality is a basic idea from which, in conjunction with other ideas (for example, the political idea of the person), to elaborate in sequence other ideas of the good when these are needed.
1247.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
უსამართლობა იქნება, თუკი ისინი რამეს მოიკლებენ იმის გამო, რომ სხვებმა საკუთარი სურვილები ვერ მოთოკეს ანდა რამე ვერ გათვალეს.
It would be regarded as unfair that they should now have less in order to spare others from the consequences of their lack of foresight or self-discipline.
1248.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
ბავშვების განათლებისთვის დაწესებული გონივრული მოთხოვნების უცილობელი შედეგები უნდა იქნეს მიღებული, ხშირად სინანულით.
The unavoidable consequences of reasonable requirements for children’s education may have to be accepted, often with regret.
1249.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | V ლექცია
პირველი მიზეზი ისაა, რომ ორი მორალური უნარის გამოყენება განიცდება სიკეთედ, ეს გამომდინარეობს სამართლიანობის, როგორც პატიოსნების, კონცეფციაში გამოყენებული მორალური ფსიქოლოგიიდან.
First reason is that the exercise of the two moral powers is experienced as good, this is a consequence of the moral psychology used in justice as fairness.
1250.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
პირიქით, ამ თვალსაზრისით, თეორიამ შესაბამისი სუბიექტისათვის პრინციპები ნაბიჯ-ნაბიჯ, განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა განავითაროს.
Rather, on this view, a theory must develop principles for the relevant subjects step by step in some appropriate sequence.
1251.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
შესაძლებელია მოინახოს სუბიექტების შესაფერისი მიმდევრობა და დადგინდეს: საზოგადოებრივი ხელშეკრულების მხარეები თუ მიჰყვებიან ამ მიმდევრობას და თუ იციან, რომ ყოველი მომდევნო შეთანხმების პრინციპები ყველა წინა შეთანხმების პრინციპებს ექვემდებარება ან ერგება მათ გარკვეული პირველადი წესების მიხედვით.
It may be possible to find an appropriate sequence of kinds of subjects and to suppose that the parties to a social contract are to proceed through this sequence with the understanding that the principles of each later agreement are to be subordinate to those of all earlier agreements, or else adjusted to them by certain priority rules.
1252.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
იგულისხმება, რომ შეძენისა და გადაცემის სამართლიანი პრინციპები ინახავს საკუთრებათა განაწილების სამართლიანობას, რაოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უნდა მიმდინარეობდეს ტრანზაქციები.
It is maintained that the principles of just acquisition and transfer preserve the justice of holdings throughout the whole sequence of historical transactions, however extended in time.
1253.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ვერ შეიქმნება ისეთი წესები, რომელთა დაცვასაც მოვთხოვთ ეკონომიკურ აგენტებს მათ მიერ ყოველდღიურად განხორციელებულ ტრანზაქციებში და, რომლებიც დაგვიცავდა სამართლიანი ფონის საარსებოდ აუცილებელი პირობების დარღვევისაგან.
There will be no feasible rules that are going to be practicable to require economic agents to follow in their day-to-day transactions that can prevent these undesirable consequences.
1254.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ასეთი არასასურველი შედეგების მიღების შესაძლებლობა ზოგჯერ დროში ისეთი შორეული ჩანს, იმდენად საალბათო, რომ მათგან თავდასაცავად ინდივიდების შემზღუდავი წესების შემოღება ზედმეტად ჩაითვლება, თუ დაუძლეველ ტვირთად არა.
These consequences are often so far in the future, or so indirect, that the attempt to forestall them by restrictive rules that apply to individuals would be an excessive if not an impossible burden.
1255.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უთანასწორობა შეიძლება არც ისე თვალში საცემი იყოს, მისი გავლენა შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ დროთა განმავლობაში საგრძნობად რთული შედეგები მოიტანოს.
Even if these inequalities are not in some cases very great, their effect may be great enough so that over time they have significant cumulative consequences.
1256.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
საბოლოოდ, ზოგადი სოციალური თეორიის ხელთ ქონა საკმარის ბაზისს ქმნის, რომ გამოითვალოს სამართლიანობის ალტერნატიული კონცეფციების შესაძლებლობაც და შედეგებიც.
Finally, the availability of general social theory gives a sufficient basis for estimating the feasibility and consequences of alternative conceptions of justice.
1257.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
ეს მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს როგორც საყოველთაო ეგოიზმი და მისი შედეგები, და მიჩნეულ იქნეს ბუნებრივ მდგომარეობად, მაგრამ ეს პირობები ზუსტად ვერ გადმოსცემენ, რა ხდება ამ ვითარების დროს.
This point can be defined as general egoism and its consequences, and this can serve as the state of nature, but these conditions do not identify a definite state.
1258.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
საწყის პოზიციაში ერთადერთი ესაა ცნობილი: სამართლიანობის მხარეთა ხელთ არსებული კონცეფციებიდან (რომელზეც არ უნდა მოხდეს შეთანხმება) ნებისმიერის შედეგი სჯობს საყოველთაო ეგოიზმს.
All that is known in the original position is that each of the conceptions of justice available to the parties have consequences superior to general egoism.
1259.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VII ლექცია
შედარებად არ გამოდგება, როგორ გააუმჯობესა (ან გააუმჯობესებდა) თაობათა განმავლობაში მომხდარმა ტრანზაქციების რეალურმა (ანდა რომელიმე ვითომდა) ისტორიულმა ჯაჭვმა თითოეული მოქალაქის მდგომარეობა საწყის (ანდა რაიმე ჰიპოთეზურ) ბუნებრივ მდგომარეობასთან მიმართებით.
We can not contrast how the actual (or some as-if just) historical sequence of transactions extending backward over generations has improved (or would improve) everyone’s circumstances in comparison with the initial (or some hypothetical) state of nature.
1260.
პოლიტიკური ლიბერალიზმი | VIII ლექცია
ამას ერთი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს: თავისუფლების პრიორიტეტულობის დასადგენად არ არის აუცილებელი იმის ჩვენება, რომ პიროვნების კონცეფცია, საწყისი პოზიციის სხვა ასპექტთან კომბინაციაში, საკმარისია თავისუფლებათა დამაკმაყოფილებელი სიისა და სამართლიანობის იმ პრინციპების მისაღებად, რომლებიც ამ თავისუფლებებს პრიორიტეტს ანიჭებენ.
And this has the important consequence that to establish the priority of liberty it is not necessary to show that the conception of the person, combined with various other aspects of the original position, suffices of itself to derive a satisfactory list of liberties and the principles of justice which assign them priority.