ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1321.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
როდესაც გარიმ პატენტის აღწერილობა აქსონის განახლებულ ვებგვერდზე დადებულ კორექტორის აღწერას შეადარა, გარი ზუსტმა დამთხვევებმა გააოგნა.
Comparing the wording of the patent with the description of Corecktall at Axon’s newly renovated Web site, Gary was struck by the depth of similarity.
1322.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ლუისის ვებგვერდზე არაჩვეულებრივი ონლაინ თამაშებია და ნარნიის შესანიშნავი პერსონაჟი-სათამაშოების დაკვეთაც შეიძლებაო.
Lewis Web site that had cool online games to play and tons of cool Narnian products to order.
1323.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ის და ქეროლაინი ტოსკანის ერთ-ერთ ტაძარში შევიდნენ, ალბათ სიენაში, რომლის მუზეუმშიც წმინდანთა დიდი, შუა საუკუნეების ქანდაკებები იყო გამოფენილი ისინი, ადრე, ამავე შენობის სახურავზე იდგა, თითოეულ ქანდაკებას ზუსტად ისევე ჰქონდა აღმართული მარჯვენა ხელი, პრეზიდენტობის კანდიდატები რომ აღმართავენ ხოლმე ამომრჩევლების მისასალმებლად, და ყოველი მათგანი ისეთივე წმინდა და თავდაჯერებული ღიმილით იღიმებოდა.
He and Caroline had visited a cathedral somewhere in Tuscany, maybe Siena, in the museum of which were big medieval statues of saints that had once stood on the roof of the cathedral, each with an arm raised like a waving presidential candidate and each wearing a saintly grin of certainty.
1324.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ის, რაც ახლა გითხარით, საჯარო ინფორმაცია არ გახლავთ, მაგრამ ფაქტია, ციხის ამ ერთადერთ, ასი პროცენტით ნებაყოფლობითსა და მისაღებ ალტერნატივას სასტიკისა და უჩვეულოს საპირისპიროა.
What I’m telling you now is not for general consumption, but the fact is, a one-hundred-percent voluntary alternative to incarceration is the opposite of cruel and unusual.
1325.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
მაგრამ, ალბათ სადღაც, მისი ტვინისა და ყვერების შემაერთებელი მავთული ცოტა დაძველდა, რადგანაც წარმოსახვით ეს შეღებილი, ჟღალთმიანი ახალგაზრდა გოგო რომ გააშიშვლა, მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა, რა დახუთულ და ანტისანიტარიულ სიტუაციაში შედგება ცოლის ღალატის აქტიო.
but somewhere between his brain and his balls a wire was also perhaps coming loose, because when he mentally undressed and violated this little red-haired girl his main thought was how stuffy and undisinfected he would find the site of his infidelity.
1326.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
თითქოს სპილოს ავადმყოფობა დაემართა – ხელი დიდი სავარძლის სახელურივით დიდი და მძიმე გახდომოდა; თითები კუნძებივით ჰქონდა, რბილი და თანაც ძალიან მგრძნობიარე კუნძებივით.
It felt elephantine, he had a hand the size and weight of an armchair, each finger a soft log of exquisite sensitivity.
1327.
შესწორებები | ზღვაში
ქვედა სართულზე ბოლო ნათურაც ჩააქრო, აბაზანაში შევიდა და სუფთა პიჟამა ჩაიცვა.
He turned off the last lights downstairs, visited the bathroom, and put on fresh pajamas.
1328.
შესწორებები | ზღვაში
მერე ზურგით კარს მიეყრდნო და ფეხებით – პირსაბანს.
Braced his back against the door and pushed his feet against the sink opposite him.
1329.
შესწორებები | ზღვაში
მაგათი ბედი, ინჟინერი შემთხვევით აქვე რომ აღმოჩნდა ზუსტად მაშინ, როდესაც წყალი გადმოვიდა.
They were lucky an engineer was right on site when the water broke through.
1330.
შესწორებები | ზღვაში
მაგრამ ფაქტორი 28A მეტაბოლიზმს არ ექვემდებარება და რეცეპტორები მას ვერ შთანთქავენ.
But the 28A is not metabolized or properly reabsorbed at the receptor site.
1331.
შესწორებები | ზღვაში
ის დროებით არასტაბილურ მდგომარეობაში ყოვნდება გადამცემებში, ჰოდა, როდესაც ეთანოლი იხსნება, 28A რეცეპტორებს წალეკავს ხოლმე.
It’s kept in temporary unstable storage at the transmitter site. So when the ethanol wears off, the receptor is flooded with 28A.
1332.
შესწორებები | გენერატორი
მათ პლაკატებს ისეთი წარწერები ამშვენებდა, როგორიცაა: „უარი თქვი!“, „კომპიუტერები რევოლუციის სანაცვლოდ!“ და „ამ სამოთხეში თავი ამტკივდა!“.
Their banners said REFUSE IT and COMPUTERS ARE THE OPPOSITE OF REVOLUTION and THIS HEAVEN GIVES ME MIGRAINE.
1333.
შესწორებები | გენერატორი
დენიზი კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნობდა თავს, წინა კვირას დრო რომ არ გამოენახა და დიუზენბერი სახლში რომ არ მოენახულებინა.
Denise would have felt even guiltier if she hadn’t visited Dusinberre in his house as recently as Sunday.
1334.
შესწორებები | გენერატორი
– ამ ნაკვეთის ყიდვაზე ოფცია ერთ დოლარად შევიძინე, – უთხრა მას.
“I bought the option on this site for a dollar,” he said.
1335.
შესწორებები | გენერატორი
როცა მერე გონებაში აღსარებას ამბობდა და გამოაცხადა, არაფერიც არ მიქნია!
She visited the confessor in her head and was able to say, I did nothing!
1336.
შესწორებები | გენერატორი
ჯულიას ქმარი, გიტანასი, ფულს მიხდის სარეკლამო საიტის შექმნაში.
Julia’s husband, Gitanas, is paying me to produce a profit-making website.
1337.
შესწორებები | გენერატორი
მან კარგად შეასწავლა ისეთი ამერიკული საიტები, როგორებიცაა nbci.com და Oracle.
He made them study American sites like nbci.com and Oracle.
1338.
შესწორებები | გენერატორი
კვირაში ორჯერ ის და გიტანასი კლუბ „მეტროპოლს“ აკითხავდნენ და იქ, მასაჟის მერე და საუნის წინ, მათ მოთხოვნილებებს ძალიან ეფექტიანად აკმაყოფილებდნენ პოროლონის ძალიან სუფთა ბალიშებზე.
Twice a week he and Gitanas visited the Club Metropol and, after a massage and before a sauna, had their needs efficiently gratified on the indifferently clean foam cushions.
1339.
შესწორებები | გენერატორი
ინვესტორები მთელი მსოფლიოდან უგზავნიდნენ მსხვილ-მსხვილ თანხებს, რომლებსაც ყოველ პარასკევს რიცხავდა თავის ანგარიშზე „კრედი სუიზში“, მაგრამ ვერაფრით გადაეწყვიტა, ის ფული „პატიოსნად“ დაეხარჯა (ანუ „თავისუფალი ბაზრის პარტიისათვის“ პარლამენტში ადგილები ეყიდა) თუ თაღლითობა გაეგრძელებინა და თაღლითობით მოპოვებული მყარი ვალუტა კიდევ უფრო არაკანონიერ ბიზნესში დაებანდებინა.
Investors around the globe were sending him gaudy sums that he deposited in his Crédit Suisse account every Friday afternoon, but he couldn’t decide whether to use the money “honestly” (i.e., to buy seats in Parliament for the Free Market Party Company) or to commit fraud unabashedly and pour his ill-gotten hard currency into even less legitimate businesses.
1340.
შესწორებები | ბოლო შობა
სპორტულ ქურთუკში გამოწყობილმა ალფრედმა წამით შეიხედა მისაღებ ოთახში, ვაჟს ორი სიტყვით გამოელაპარაკა, გვერდითა ოთახში გადაინაცვლა და მთელ ხმაზე ააღრიალა ტელევიზორი ადგილობრივი ახალი ამბების მოსასმენად.
Alfred, wearing a sport coat, stopped in the living room and visited with Gary for a minute before repairing to the den for a high-decibel dose of local news.