ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1361.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ბოლო დროს შეინიშნება გამიზნული ან ერთი-ერთზე მარკეტინგის ტენდენცია, ამას ემატება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროგრესიც, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მარკეტინგულ კომუნიკაციაზე.
Recent shifts toward targeted or one-to-one marketing, coupled with advances in information and communications technology, have had a dramatic impact on marketing communications.
1362.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იმისათვის, რომ განსხვავებული ბაზრები დააკმაყოფილონ, მარკეტოლოგები უფრო მდიდარ, მაგრამ მეტად ფრაგმენტულ მარკეტინგულ კომპლექსებსა და მედიასაშუალებებს იყენებენ, ამით ისინი მომხმარებლებისათვის საკომუნიკაციო აურზაურის შექმნის რისკის წინაშე დგანან.
As marketing communicators adopt richer but more fragmented media and promotion mixes to reach their diverse markets, they risk creating a communications hodgepodge for consumers.
1363.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი შემთხვევა, მრავალი კომპანია იყენებს ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციას (იმკ).
To prevent this, more companies are adopting the concept of integrated marketing communications (IMC).
1364.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაბოლოს, იმისათვის, რომ ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგია განხორციელდეს, კომპანიას შეუძლია დანიშნოს მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი, რომელიც ვალდებული იქნება აკონტროლოს ამ კუთხით კომპანიის კომუნიკაციის მიმართულება.
Finally, to help implement its integrated marketing strategy, the company can appoint a marketing communications director who has overall responsibility for the company’s communications efforts.
1365.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანn 3 მოკლედ მიმოიხილეთ კომუნიკაციის პროცესი და ის ეტაპები, რომლებიც საჭიროა ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის საწარმოებლად.
Objective 3 Outline the communication process and the steps in developing effective marketing communications.
1366.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული კომუნიკაციის მომზადების ეტაპზე კომუნიკატორის უმთავრესი ამოცანაა სამიზნე აუდიტორიის დადგენა და მისი თვისებების განსაზღვრა.
In preparing marketing communications, the communicator’s first task is to identify the target audience and its characteristics.
1367.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ორგანიზაციის ყველა დონეზე მყოფი ადამიანები კარგად უნდა იცნობდნენ მარკეტინგულ კომუნიკაციასთან დაკავშირებულ მრავალ სამართლებრივ და ეთიკურ საკითხს.
People at all levels of the organization must be aware of the many legal and ethical issues surrounding marketing communications.
1368.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მილერქორსის მარკეტინგის მთავარი სპეციალისტი ენდი ინგლანდი დარწმუნებულია, რომ კომპანიას მილერ ლაითისთვის სწორი კურსი აქვს შერჩეული.
Andy England, chief marketing officer of MillerCoors, is convinced that the company has Miller Lite on the right track.
1369.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
სოციალური მედია ის დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც ჭეშმარიტად ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ძალისხმევას აერთიანებს.
Rather, social media are the glue that holds together a truly integrated marketing communications effort.
1370.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
მისი აღმასრულებლის, ინდრა ნოის თანახმად, მსოფლიოში მასშტაბით მეორე გამაგრილებელი სასმელების კომპანია მისი მარკეტინგის ბიუჯეტის ერთ მესამედს ძირითადად ინტერაქტიური და სოციალური მედიის დასაფინანსებლად გამოყოფს.
According to CEO Indra Nooyi, the world’s number two soft drink seller is shifting as much as one-third of its marketing budget to interactive and social media.
1371.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
რა თქმა უნდა, პეპსიკო არ არის ერთადერთი, რომელიც ციფრულ და სოციალურ მედიამარკეტინგზე გადადის.
Certainly, PepsiCo is not alone in the trend toward digital and social media marketing.
1372.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
მიუხედავად აქტიური, ე. წ. დაკავშირებული მარკეტინგის მნიშვნელობის ზრდისა, მიზეზობრივად პეპსიკოს მცდელობები ალბათ პირველი მაგალითია იმისა, როგორ ახერხებს მნიშვნელოვანი ბრენდი სოციალური პასუხისმგებლობა მთავარი თემა გახადოს და არა მხოლოდ დამატება.
Despite the growth of cause-related marketing, PepsiCo’s effort is perhaps the first example of a major brand making social responsibility the main theme of its campaign, rather than an add-on.
1373.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
კოკა-კოლას რეაქცია პეპსი რეფრეშზე ასეთია – იგი რიცხავს თითო დოლარს ამერიკის გოგოებისა და ბიჭების კლუბში ყოველთვის, როდესაც მისი ფეისბუქის გვერდის ვიზიტორი ვირტუალურ საჩუქარს გააზიარებს, ეს კი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რამდენად დაშორებულია რეკლამის მწარმოებელთა ერთობლივი მარკეტინგი სხვა სარეკლამო აქტივობებს.
Coca-Cola’s response to Pepsi Refresh, donating a dollar to Boys and Girls Clubs of America each time a visitor to Coke’s Facebook page shares a virtual Coke gift, illustrates how most advertiser’s cause-related marketing efforts are peripheral to other advertising activities.
1374.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 14. კომპანიის მაგალითი
ანა-მარია იზარაბელი, პეპსიკოს მარკეტინგის დირექტორი სურვილს გამოთქვამს, ეს კამპანია სამომავლო მოდელად გადააქციოს.
Ana Maria Irazabal, director of marketing for PepsiCo, wants this campaign to become the model of the future.
1375.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მას შემდეგ, რაც ზოგადად განვიხილეთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვის პროცესი, ჩავუღრმავდებით მარკეტინგული კომუნიკაციის თითოეულ საშუალებას.
Now that we’ve looked at overall integrated marketing communications planning, we dig more deeply into the specific marketing communications tools.
1376.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
როგორც მარკეტინგული კომპლექსის ნებისმიერი მექანიზმის შემთხვევაში ხდება, რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთობლივად უნდა შეჯერდეს და ჩამოყალიბდეს საერთო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის პროგრამის სახით.
As with all the promotion mix tools, advertising and PR must be blended into the overall integrated marketing communications program.
1377.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მე-16 -17 თავებში ჩვენ განვიხილავთ ინტეგრირებული კომუნიკაციის დანარჩენ ელემენტებს: პერსონალურ გაყიდვებს, გაყიდვების სტიმულირებასა და პირდაპირ მარკეტინგს.
In Chapters 16 and 17, we will discuss the remaining promotion mix tools: personal selling, sales promotion, and direct marketing.
1378.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
წინამდებარე თავში უფრო დაკვირვებით ჩავეძიებით მარკეტინგული კომუნიკაციის ორ მექანიზმს: რეკლამირებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.
In this chapter, we take a closer look at two marketing communications tools: advertising and public relations.
1379.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ეს მიზნები უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადრე უკვე მიღებული იყო მიზნობრივ ბაზართან, პოზიციონირებასა და მარკეტინგულ კომპლექსთან მიმართებით, რაც განსაზღვრავს რეკლამის ფუნქციას მთლიან მარკეტინგულ პროგრამაში.
These objectives should be based on past decisions about the target market, positioning, and marketing mix, which define the job that advertising must do in the total marketing program.
1380.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 15. რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ბრენდმა საკმაოდ სოლიდური თანხები დახარჯა რეკლამასა და მარკეტინგზე, მაშინ როდესაც მისი კონკურენტები ამ მიმართულებით ხარჯებს ამცირებდნენ.
The brand spent heavily on advertising and marketing at a time when rivals were retrenching.