ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1521.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 81, ფსიქოლოგია
კონსონანსის და დისონანსის აღქმის თავისებურების ექსპერიმენტული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ კონსონირებული და დისონირებული აკორდების სხვადასხვა წყვილის ხშირი მოსმენა მსმენელში იწვევს ასიმილაციური ილუზიის წარმოშობას, რაც განწყობის არსებობის აუცილებელი პირობაა.
Experimental studies of the perception of consonance and dissonance have shown that repeated listening to various pairs of consonant and dissonant chords results in the emergence of an assimilative illusion in the Ss, being one of the factors of the manifestation of fixed set.
1522.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 81, ქიმიური ტექნოლოგია
ტიტანისა და ცირკონიუმის მთრიმლავი მასალების გავლენა კოლაგენის ნატიფ სტრუქტურაზე.
The effect of titanium and zirconium tanners on the fine structure of collagen.
1523.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 81, ქიმიური ტექნოლოგია
როტორულ - პულსაციური აპარატის მუშაობის კანონზომიერების ანალიზის და გალის თხილის ნაწილაკების დისპერგირების პროცესის ექსპერიმენტული გამოკვლევის საფუძველზე მიღებულია დისპერგირებული ნაწილაკების გრანულომეტრიული შედგენილობის აღწერის მათემატიკური გამოსახულება.
An analysis of the principles of operation of a rotary–pulsed apparatus as well as of the experimental studies of the dispersion process of particles of nut–galls has resulted in a mathematical description of the granulometric composition of the dispersed particles.
1524.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 81, ჰიდროტექნიკა
მოცემულია ზოგიერთი საკონტროლო-საზომი სისტემის, მოწყობილობისა და სამარჯვის საიმედოობის მიახლოებითი მაჩვენებლები, რომლებიც დადგენილია ანალიზური პროგნოზირების საშუალებით.
Some approximate characteristics of the reliability of the checking and measuring systems, units and devices used in natural hydrotechnical constructions have been established on the basis of analytical forecasting.
1525.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ბიოქიმია
დადგენილია, რომ უმეტეს შემთხვევაში მიღებული კოორდინაციული ნაერთების ანტიტუბერკულოზური აქტივობა გაცილებით მეტია, ვიდრე სუფთა ინმჰ.
In most cases antituberculotic activity of the obtained coordination compounds has been found to be higher than that of pure INAH.
1526.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ბიოქიმია
გამდიდრებული ჩაი ქიმიური შედგენილობით უახლოვდება ხარისხოვანი ნედლეულიდან მიღებულ ჩაის.
The chemical composition of enriched tea is close to that produced from high quality material.
1527.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ბიოქიმია
დადგენილია, რომ როგორც ატფ, ისე ადფ ჰიდროლიზი მიმდინარეობს pH-ის ფართო ზღვარში და მისი ოპტიმუმი უდრის 6,0. ამფ ჰიდროლიზს არ განიცდის.
Both ATP and ADP have been found to hydrolyze in a wide pH interval, the optimum being 6,0, while AMP hydrolysis does not occur at the latter value.
1528.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ბიოქიმია
ლიმონის ფოთლების ქლოროპლასტების ლამელარული ცილების ამინომჟავების შედგენილობის შესწავლა.
Study of the amino acid composition of chloroplast lamellar proteins from lemon leaves.
1529.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ბიოქიმია
შესწავლილია ქლოროპლასტების ლიპოპროტეიდების ამინომჟავების შედგენილობა მწვანე და მოყვითალო-მომწვანო ლიმონის ფოთლებში.
The amino acid composition of chloroplast lipoproteins from normal-green and yellow-green lemon leaves was studied.
1530.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის მადნიანი კვანძის მეტალოგენიის საკითხისათვის.
On the metallogeny of the ore–region of Tusheti.
1531.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის მადნიანი კვანძის მეტალოგენიის საკითხი დაუმუშავებელი იყო.
The questions of the metallogeny of the ore–region of Tusheti have not been hitherto considered.
1532.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის სულფიდური მადნის სუსტი და მადანშემცველი ქანების მნიშვნელოვანი მეტამორფიზმი და იურული ასაკის დიაბაზების ბუდინაჟი გვაფიქრებინებს, რომ დადგენილი მადნეული ფორმაციების ასაკი იურისშემდგომი უნდა იყოს.
Weak metamorphism of the sulphide ore of Tusheti and considerable metamorphism of ore–bearing rocks and boudinage of Jurassic diabases points to post–Jurassic as the more probable age of the ore formations under study.
1533.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
მდ. თერგისა და შავი არაგვის სათავეებისათვის მისაღებია სამჯერადი გამყინვარების სქემა, როგორც ეს დადგენილია რიონისა და ენგურის აუზებისთვის.
The scheme of three–fold glaciations established for the Rioni and Enguri basins may be applied to the source regions of the Terek and Black Aragvi as well.
1534.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოფიზიკა
წარმოდგენილია რთული მრუდიდან ცნობილ სიხშირეთა ჰარმონიკების გამოყოფის სქემა.
A scheme is presented for the separation of harmonics with known frequencies from a compound curve.
1535.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოფიზიკა
სქემის შესამოწმებლად რვა ჰარმონიკისაგან შედგენილ იქნა რთული მრუდი.
A compound curve of eight harmonics was built in order to verify the scheme.
1536.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოფიზიკა
დადგენილია ე. წ. „ეფექტური ცენტრის“ დამოკიდებულება კათოდის ზომებზე.
The depth of “effective centre” was found to depend on the dimensions of cathodic area.
1537.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ელექტროქიმია
ჩვენი გამოკვლევებით დადგენილია ნიკელის და რკინის ჰიდროჟანგების ქცევა ნიკელის მონოფერიტის დამზადებისას.
The behaviour of nickel and iron hydroxides during the preparation of nickel monoferrite has been studied.
1538.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ელექტროქიმია
ელექტრომაგნიტური გაზომვებით დადგენილია, რომ მიღებული ელექტროლიტური ჟანგეული ნედლეულის აქტიურობის გამო ფერიტიზაციის პროცესი იწყება უკვე ელექტროლიზის პროცესში.
Measurement of the electromagnetic parameters has shown that partial ferritization begins already in the course of electrolysis due to the activity of the obtained electrolytic oxide raw materials.
1539.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ელექტროქიმია
დადგენილია ვერცხლისწყალ - პროპილენგლიკოლის საზღვარზე ნულოვანი მუხტის შესაბამისი პოტენციალის სიდიდე.
The value of the potential between the interface of mercury–propylene glycol at zero point charge has been established.
1540.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ სიცოცხლისუნარიან ძვალს ახასიათებს ღია მწვანე, მწვანე და მოყვითალო-მწვანე ნათება.
Viable bone was found to be characterized by light green, green and yellowish-green luminescence.