ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 84, ფიტოპათოლოგია
1964 – 1975 წლებში ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ საქართველოში დარაიონებული ხორბლის ჯიშები კავკაზი, ავრორა, უფხო 1, ბოლბუგდა 2, ყირგიზული 16, სტეპანოვკა 30, წითელი დოლი, შავფხა, მოწინავე მიმღებიანია ამავე ტერიტორიაზე გავრცელებული ხორბლის ღეროს ჟანგას გამომწვევი დაავადების ფიზიოლოგიური რასების 11, 15, 34, 40, 1K, 3K, 10KЯ, 25KЯ, 66K, 110 მიმართ როგორც ხელოვნურ, ისე ბუნებრივ პირობებში დასენიანების დროს.
Studies carried out by the author in 1964 – 1975 revealed that varieties of wheat occurring in Georgia: Kavkazi, Aurora, Upkho I, Bol–Bugda 2, Kirgizuli 16, Stepanovka 30, Tsiteli doli, Shavpkha, Motsinave, were susceptible to the physiological races: 11, 15, 34, 40, 1k, 3k, 10kja, 25kja, 66k, 110, of both aritifical and natural infection.
162.
ქართველოლოგი | ტომი 16, ბერნარდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების კვალდაკვალ
2008 წ.-ის თებერვალში ვეწვიე ტორე დელ გრეკოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკას და პირადად გავეცანი კაპუცინთა მონასტრისეულ წიგნებს, რომლებიც დაახლოებით სამ ათას ნაბეჭდ ტომს შეიცავს. მათი უმეტესი ნაწილი XVI-XVII სს.-შია დასტამბული.
In February 2008 I visited the municipal library of Torre del Greco and familiarized myself with the books of the Capuchin monastery, numbering up to three thousand printed volumes, most of them dating from the 16<sup>th</sup>-17<sup>th</sup> centuries.
163.
ქართველოლოგი | ტომი 18, კითხვები ქართული ბიბლიის თარგმანის მომდინარეობის შესახებ
მაგრამ თუ მონოფიზიტი ქართველების ინტერესს გავითვალისწინებთ - ჰქონოდათ მათთვის სარწმუნო წმინდა წერილი, სომხურის მიხედვით ქართულის სწორება სწორედაც რომ განყოფის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ.
But if we take into account the interests of Monophysite Georgians to have a reliable Scripture, the correction of the Georgian according to the Armenian must have taken place precisely after the split.
164.
ქართველოლოგი | ტომი 18, ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე
ინგლისელ მოგზაურთა 26 კაცისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც 1599 წლის დასასრულს ეწვია შაჰ-აბას პირველის სამეფო კარს, მეთაურობდა ცნობილი დიპლომატი ანტონი შერლი.
A group of 26-strong English travelers that visited Shah Abbas I’s court towards the end of 1599 was led by the well-known diplomat Antony Sherley.
165.
ქართველოლოგი | ტომი 18, ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე
შემდეგ შაჰის ელჩის რანგში ევროპაში გაემგზავრა, სადაც გარდაცვალებამდე, 1635 წლამე, ცხოვრობდა - რუსეთში, ცენტრალურ ევროპაში, იტალიაში, ესპანეთში და აქტიურად იყო ჩართული ევროპისა და სპარსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებში.
And then left for Europe in the rank of the shah’s ambassador, where he lived until his death in 1635. He visited Russia and Central Europe, Italy and Spain, taking active part in the political relations of Europe and Persia.
166.
ქართველოლოგი | ტომი 18, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
საწინააღმდეგო აზრის განვითარებას ამ მიმართულებით [რ. აბრამიშვილი], ვფიქრობ, მყარი საფუძველი არ უნდა ჰქონდეს.
I do not believe the development of an opposite view along this line (R. Abramishvili) has any firm ground.
167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
8 – 10 მკგ/კგ ჰალოპერიდოლის კუნთებში ინექცია იწვევდა თეჯირის უკან მოთავსებულ საკვებთან მისვლის დროის სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებას და ამოცანის სწორი გადაწყვეტის პროცენტის გაზრდას.
Intramuscular administration of 8 – 10 mkg/kg haloperidol caused a statistically significant decrease of the period of approach to the site of food location and increased the percentage of correct decisions.
168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ნიადაგმცოდნეობა
გამოკვლეულ ნიადაგებში თიხა მასალის შედგენილობაა: ქლორიტი დეფექტური სტრუქტურით, ჰიდროქარსები ქლორიტ-მონტმორილონიტური, კაოლინიტ-მონტმორილონიტური და ქარს-მონტმორილონიტური შერეულშრიანი წარმონაქმნებით, მეტაგალუაზიტი, კვარცი და მინდვრის შპატი.
In the soils investigated the following clayey materials are represented: chlorite, hydromica, chlorite–montmorillonite, kaolinite–montmorillonite mixed layer formation, metahalloysite, quartz and feldspar.
169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პალეობიოლოგია
მოცემულია მდინარე სუფსის ორ მეტრიანი ჭალის ტერასის დეტალური პალიონოლოგიური დახასიათება, რის შედეგად აღნიშნული ტერასა დათარიღდა გვიანჰოლოცენურად (სუბატლანტიური პერიოდის მეორე ნახევარი).
A detained palynological study of the two – metre terrace above the flood – plain of the river Supsa has enabled to attribute the deposited series to the late Holocene (the second half of the Subatlantic period).
170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, პეტროლოგია
ბუულგენის სერიის კრისტალურ ქანებში დადგენილია ანდალუზიტის ტიპის პროგრესული რეგიონული მეტამორფული ზონალობა.
Progressive regional metamorphic zonation of andalusite type has been established in the crystalline rocks of the Buulgen series.
171.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
სხვა წევრების არსებობის დროსაც წინადადებას ჩვეულებრივ შემასმენელი კეტავს. ქვემდებარე კი ჩვეულებისამებრ მარტივი წინადადების თავშია ხოლმე.
Even in the case of presence of other members the sentence is usually closed by a predicate, whereas the subject is usually posited at the beginning of a simple sentence.
172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, ორგანული ქიმია
რაბდოპისიტის თერმული პლასტიფიკაციის ტემპერატურის გავლენა თერმოპლასტიფიკატის ექსტრაქტის თვისებებზე.
On the influence of plasticization temperature of rhabdopissite concentrate on the properties of thermoplastificate extracts.
173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, ორგანული ქიმია
ტყიბულის ფისოვანი ლიფტობიოლითის-რაბდოპისიტის კონცენტრატის თერმული დამუშავებისას ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება კონცენტრატის თერმოპლასტიფიკატის ბენზოლური ექსტრაქტის გამოსავალი და ექსტრაქტში ასფალტენების შემცველობა.
A rise in the yield of extracts from thermoplastificate and in the amout of asphaltenes in the extracts was shown to occur with an increase of thermal processing temperature of the Tkibuli resinous liptobiolyte of rhabdopissite.
174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, პეტროლოგია
გამოყოფილია მწვანე ფიქლების ფაციესის პირობებში მეტამორფირებული, მეტაპელიტებით, მეტაბაზიტებითა და კვარციტებით წარმოდგენილი ლადევალის წყება.
It is suggested that the Ladeval suite is represented by metapelites, metabasites and quartzites which are metamorphosed in greenschist environmental conditions.
175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, პეტროლოგია
კავკასიონის კრისტალური გულის მეტამორფულ კომპლექსებში დადგენილია ლატერალური ზონალობა, რაც მაკერის სერიაში გამოხატულია მეტამორფიზმის ანდალუზიტ-სილიმანიტიანი, ხოლო ლაბის სერიაში - კიანიტ-სილიმანიტიანი ტიპის გავრცელებაში. ეს გვაფიქრებინებს წყვილი მეტამორფული სარტყლის არსებობაზე, რომელიც დამახასიათებელია კუნძულთა რკალის სტრუქტურებისათვის.
In the metamorphic assemblages of the crystalline core of the Greater Caucasus the established lateral zoning is expressed by development of andalusite-sillimanite type metamorphism in the Makera series and kyanite-sillimanite type in the Laba series, which may point to the formation of twin metamorphic belts typical of island-arc structures.
176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, ფიზიკა
U<sup>3+</sup>-ის ტეტრაგონალური ცენტრის ზეზენაზი ურთიერთქმედება SrF<sub>2</sub>-ის მონოკრისტალში.
Hyperfine interaction of U<sup>3+</sup> ion in tetragonal site in SrF<sub>2</sub> single crystal.
177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 87, ფიზიკა
დასრულებულია U<sup>3+</sup>-ის ტეტრაგონალური ცენტრის ზეზენაზი ურთიერთქმედების გამოკვლევა SrF<sub>2</sub>-ის მონოკრისტალში.
Hyperfine interaction of U<sup>3+</sup> ion in tetragonal site in SrF<sub>2</sub> single crystal has been investigated.
178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ორგანული ქიმია
რაბდოპისიტის ბენზოლის ექსტრაქტის კვლევა ნორმალური პარაფინული ნახშირწყალბადების შემცველობაზე.
Investigation of the benzene extract of rhabdopissite for the content of n – paraffin hydrocarbons.
179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ორგანული ქიმია
ტყიბულის საბადოს რაბდოპისიტის ბენზოლის ექტრაქტში ადსორბციული ქრომატოგრაფიის კარბამიდით დამუშავების შედეგად აირთხევადი ქრომატოგრაფიის გამოყენებით იდენტიფიცირებულია ნ. პარაფინული ნახშირწყალბადები C<sub>10</sub> -დან C<sub>26</sub> -ის ჩათვლით.
Using adsorption chromatography, carbamide treatment and gas – liquid chromatography, C<sub>10</sub> – C<sub>26</sub> paraffin hydrocarbons have been identified in the benzene extract of rhabdopissite.
180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 88, ქიმიური ტექნოლოგია
განხილულია ანდეზიტის ბაზაზე დაკრისტალებული მინის მასალების მიღების შესაძლებლობა.
The feasibility of obtaining glassceramic materials on the basis of andesite is discussed.