ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1881.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 18
ოლიგონუკლეოტიდის თანმიმდევრობებმა არ უნდა შექმნან სტაბილური შიდა მეორეული სტრუქტურები, როგორიცაა თმის სარჭის სტრუქტურა, რომელიც შეიძლება ჰიბრიდიზაციის რეაქციას ეწინააღმდეგებოდეს.
The oligonucleotide sequences should not form stable internal secondary structures, such as a hairpin structure, which could interfere with the hybridization reaction.
1882.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 18
მეცნიერებმა დაამუშავეს რამდენიმე პროგრამა, რომლებიც მიკრომატრიცაზე ნიმუშების დატანისთვის განკუთვნილი დეტექტორი თანმიმდევრობების შედგენისას ამ წესებს იყენებენ.
A number of programs have been developed that use these rules in designing probe sequences for microarrays spotting.
1883.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 18
პირველ რიგში ეს ტრანსკრიპტის თანმიმდევრობის წინასწარ ცოდნას არ ითხოვს, დნმ-ს მიკრომატრიცას ექსპერიმენტს კი, მხოლოდ მიკრომატრიცაზე დატანილი გენების შენიშვნა შეუძლია.
First, it does not require prior knowledge of the transcript sequence, whereas DNA microarray experiments can only detect the genes spotted on the microarray.
1884.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 18
ერთხელ კორეგულირებული გენების იდენტიფიცირების შემდეგ შეიძლება ამოვიღოთ აღმავალი დინების თანმიმდევრობები, რომლებიც კლასტერს მიეკუთვნება და ისინი ჩვეულებრივი რეგულატორული თანმიმდევრობების სახით გავაანალიზოთ.
Once coregulated genes are identified, upstream sequences belonging to a cluster can be retrieved and analyzed for common regulatory sequences.
1885.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო A-1
თქვენს ქმედებებზე პასუხი თავად უნდა აგოთ.
You have to accept the consequences of your actions.
1886.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
დაწყვილებული თანმიმდევრობების გათანაბრება.
Pairwise Sequence Alignment.
1887.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
თანმიმდევრობების შედარება ბიოინფორმატიკული ანალიზის არსია.
Sequence comparison lies at the heart of bioinformatics analysis.
1888.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ეს ახლად დადგენილი თანმიმდევრობების სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზის მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
It is an important first step toward structural and functional analysis of newly determined sequences.
1889.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ახალი თანმიმდევრობები ექსპონენციური სისწრაფით სეკვენირდება, ამიტომ, ახალი ცილის ფუნქციებისა და ევოლუციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზაში უკვე არსებულ თანმიმდევრობებთან შედარება.
As new biological sequences are being generated at exponential rates, sequence comparison is becoming increasingly important to draw functional and evolutionary inference of a new protein with proteins already existing in the database.
1890.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ამ ტიპის შედარების ყველაზე ფუნდამენტური პროცესია თანმიმდევრობის გათანაბრება.
The most fundamental process in this type of comparison is sequence alignment.
1891.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
რომლის დროსაც თანმიმდევრობებს ადარებენ საერთო ნიშან-თვისებების ძებნისა და მონათესავე თანმიმდევრობების ნაშთებს შორის კავშირების დადგენის მიზნით.
This is the process by which sequences are compared by searching for common character patterns and establishing residue–residue correspondence among related sequences.
1892.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
დაწყვილებული თანმიმდევრობების გათანაბრება ანუ თანმიმდევრობების წყვილების შედარება ორი თანმიმდევრობის გათანაბრების პროცესია. ის მონაცემთა ბაზაში მსგავსების ძებნის და თანმიმდევრობების მრავლობითი გათანაბრების საფუძველია.
Pairwise sequence alignment is the process of aligning two sequences and is the basis of database similarity searching and multiple sequence alignment.
1893.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ამ ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სამშენებლო ბლოკები, ნუკლეოტიდების ფუძეები და ამინომჟავები, ქმნიან ხაზოვან თანმიმდევრობებს, რომლებიც მოლეკულის პირველად სტრუქტურას განსაზღვრავენ.
The building blocks of these biological macromolecules, nucleotide bases, and amino acids form linear sequences that determine the primary structure of the molecules.
1894.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
მთელი ამ დროის განმავლობაში მოლეკულური თანმიმდევრობები შემთხვევით ცვლილებებს განიცდიდნენ. ევოლუციის პროცესში მოხდა ზოგიერთი მათგანის გადარჩევა.
During this time period, the molecular sequences undergo random changes, some of which are selected during the process of evolution.
1895.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
გადარჩეულ თანმიმდევრობებში თანდათანობით გროვდებოდა მუტაციები და დროთა განმავლობაში მოხდა მათი დივერგირება, ამიტომ, თანმიმდევრობების კონკრეტულ მონაკვეთებში ევოლუციის კვალი დღემდე შეიძლება არსებობდეს, რაც საერთო წინაპრის დადგენის საშუალებას იძლევა.
As the selected sequences gradually accumulate mutations and diverge over time, traces of evolution may still remain in certain portions of the sequences to allowidentification of the common ancestry.
1896.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ასე რომ, გათანაბრებით ჩატარებული თანმიმდევრობების შედარების საშუალებით შეიძლება კონსერვაციისა და ცვალებადობის ნიშან-თვისებების დადგენა.
Therefore, by comparing sequences through alignment, patterns of conservation and variation can be identified.
1897.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
გათანაბრებაში თანმიმდევრობების კონსერვაციის ხარისხი ავლენს სხვადასხვა თანმიმდევრობებს შორის ევოლუციურ კავშირებს. თანმიმდევრობებს შორის არსებული ცვალებადობა კი ასახავს იმ ცვლილებებს, რომლებიც ევოლუციის განმავლობაში ჩანაცვლებების, ჩართვებისა და ამოშლების ფორმით ხდებოდა.
The degree of sequence conservation in the alignment reveals evolutionary relatedness of different sequences, whereas the variation between sequences reflects the changes that have occurred during evolution in the form of substitutions, insertions, and deletions.
1898.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
თანმიმდევრობებს შორის ევოლუციური ნათესაობის განსაზღვრა უცნობი თანმიმდევრობის ფუნქციის დადგენაში გვეხმარება.
Identifying the evolutionary relationships between sequences helps to characterize the function of unknown sequences.
1899.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
როცა თანმიმდევრობების გათანაბრება თანმიმდევრობების ჯგუფებს შორის სარწმუნო მსგავსებას ავლენს, ისინი შეიძლება ერთ ოჯახს მივაკუთვნოთ (ცილების ოჯახებს მოგვიანებით, მეშვიდე თავში აღვწერთ).
When a sequence alignment reveals significant similarity among a group of sequences, they can be considered as belonging to the same family.
1900.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ამგვარად, თანმიმდევრობების გათანაბრება შეიძლება გამოუკვლეველი თანმიმდევრობის სტრუქტურისა და ფუნქციის პროგნოზის საფუძვლად გამოვიყენოთ.
Therefore, sequence alignment can be used as basis for prediction of structure and function of uncharacterized sequences.