ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1901.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული გეგმის ზუსტი ფორმატი და ხანგრძლივობა სხვადასხვა კომპანიისათვის სხვადასხვაა, იგი, როგორც წესი, შეიცავს იმ ნაწილებს, რომლებიც აღწერილია მეორე თავში.
Although the exact length and layout will vary from company to company, a marketing plan usually contains the elements described in Chapter 2.
1902.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მცირე საწარმოებმა შესაძლოა წარმოადგინონ უფრო მოკლე ან ნაკლებად ოფიციალური მარკეტინგული გეგმები, ხოლო კორპორაციებს ხშირად სჭირდებათ უმაღლეს დონეზე ჩამოყალიბებული მარკეტინგული გეგმები.
Smaller businesses may create shorter or less formal marketing plans, whereas corporations frequently require highly structured marketing plans.
1903.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ზოგჯერ კომპანია მარკეტინგულ გეგმას ათავსებს თავის ვებგვერდზე, რაც მენეჯერებსა და მუშაკებს საშუალებას აძლევს, მის კონკრეტულ ნაწილებს გაეცნონ და ცვლილებებისა და დამატებების კუთხით ითანამშრომლონ.
Sometimes a company will post its marketing plan on an internal Website, which allows managers and employees in different locations to consult specific sections and collaborate on additions or changes.
1904.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმები არ იქმნება ვაკუუმში.
Marketing plans are not created in a vacuum.
1905.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ხშირად, შიდა მონაცემთა ანალიზი ამოსავალი წერტილია მიმდინარე მარკეტინგული მდგომარეობის შესაფასებლად.
Often, an analysis of internal data is the starting point for assessing the current marketing situation.
1906.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამას მოსდევს მარკეტინგული დაზვერვა და საერთო ბაზრის, კონკურენციის, საფრთხეებისა და შესაძლებლობების კვლევა.
This is supplemented by marketing intelligence and research investigating the overall market, the competition, threats and opportunities.
1907.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
დაბოლოს, მარკეტინგული კვლევა ეხმარება მარკეტოლოგებს უფრო მეტი გაიგონ მათი მყიდველების საჭიროებების, მოლოდინების, აღქმების და კმაყოფილების დონეების შესახებ.
Finally, marketing research helps marketers learn more about their customers’ requirements, expectations, perceptions, and satisfaction levels.
1908.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამდენად, მარკეტინგული გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის მარკეტინგული კვლევა ჩატარდება და როგორ გამოიყენებენ მის შედეგებს.
Thus, the marketing plan should outline what marketing research will be conducted and how the findings will be applied.
1909.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმა გვიჩვენებს, როგორ შეძლებს კომპანია მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის წარმოებას და შენარჩუნებას.
The marketing plan shows how the company will establish and maintain profitable customer relationships.
1910.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
უპირველეს ყოვლისა, იგი ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ მარკეტინგის განყოფილების მუშაკები ერთმანეთთან და სხვა განყოფილებებთან ფასეული პროდუქტის უზრუნველსაყოფად და მყიდველთა დასაკმაყოფილებლად.
First, it affects how marketing personnel work with each other and with other departments to deliver value and satisfy customers.
1911.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ყველა ამ სახის ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წარმატებისათვის, ამდენად, მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება მარკეტინგული გეგმის მომზადების ეტაპზე.
All of these relationships are important to the organization’s success, so they should be considered when a marketing plan is being developed.
1912.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტინგული გეგმიდან – მარკეტინგულ ქმედებებამდე.
From Marketing Plan to Marketing Action.
1913.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
როგორც წესი, კომპანიები ამზადებენ წლიურ მარკეტინგულ გეგმას, თუმცა, ზოგიერთ გეგმაში უფრო ხანგრძლივი პერიოდებიცაა მოცემული.
Companies generally create yearly marketing plans, although some plans cover longer periods of time.
1914.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მარკეტოლოგები დიდი ხნით ადრე იწყებენ დაგეგმვას, რათა საკმარისი დრო ჰქონდეთ მარკეტინგული კვლევისათვის, ძირფესვიანი ანალიზისათვის, ხელმძღვანელების მიერ ამ გეგმის გადასახედად და დეპარტამენტებს შორის კოორდინაციისათვის.
Marketers start planning well in advance of the implementation date to allow time for marketing research, thorough analysis, management review, and coordination between departments.
1915.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
გარდაუვალი და ზოგჯერ გაუთვალისწინებელი გარემო ცვლილებების გამო მარკეტოლოგები მუდმივად მზად უნდა იყვნენ განაახლონ და მოახდინონ მარკეტინგული გეგმების ადაპტირება.
Because of inevitable and sometimes unpredictable environmental changes, marketers must be ready to update and adapt marketing plans at any time.
1916.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ეფექტური განხორციელებისა და კონტროლისათვის, მარკეტინგულმა გეგმამ უნდა განსაზღვროს, როგორ მოხდება პროგრესის შეფასება დასახულ მიზნებთან მიმართებით.
For effective implementation and control, the marketing plan should define how progress toward objectives will be measured.
1917.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
შესრულებული სამუშაოს სტანდარტები მარკეტინგული პროგრამების შედეგებს საზღვრავენ იმისათვის, რომ გამოჩნდეს, ცდილობს თუ არა კომპანია მისი მიზნების შესრულებას.
Performance standards track the outcomes of marketing programs to see whether the company is moving toward its objectives.
1918.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
კომპანია სონიკის მარკეტინგული გეგმის მაგალითი.
Sample Marketing Plan for Sonic.
1919.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
წინამდებარე ნაწილში განვიხილავთ წარმოსახვითი ახალი კომპანია სონიკის მარკეტინგულ გეგმას.
This section takes you inside the sample marketing plan for Sonic, a hypothetical start-up company.
1920.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
პირველადი მარკეტინგული მიზანია პირველ წელს გაიყიდოს 500 000 ცალი პროდუქტი.
The primary marketing objective is to achieve first-year U.S. sales of 500,000 units.