668043 Records found
575441.
Biology | Chapter XLVIII
მოსვენების პოტენციალი.
The Resting Potential.
575442.
Biology | Chapter XLVIII
მოსვენების პოტენციალს უწოდებენ ნეირონის ისეთ მემბრანულ პოტენციალს, რომლის დროსაც არ ხდება სიგნალის გადაცემა.
The membrane potential of a neuron that is not transmitting signals is called the resting potential.
575443.
Biology | Chapter XLVIII
ყველა ნეირონში მოსვენების პოტენციალი დამოკიდებულია იონურ გრადიენტებზე, რომლებიც არსებობენ პლაზმური მემბრანის უჯრედშიდა და უჯრედგარე არეებს შორის.
In all neurons, the resting potential depends on the ionic gradients that exist across the plasma membrane.
575444.
Biology | Chapter XLVIII
მაგალითად, ძუძუმწოვრებში უჯრედგარე სითხეში ნატრიუმის იონების (Na++) კონცენტრაცია შეადგენს 150 მილიმოლს (მM) და კალიუმის იონების (K+) კონცენტრაცია 5 მM-ს.
In mammals, for example, the extracellular fluid has a sodium ion (Na) concentration of 150 millimolar (mM) and a potassium ion (K) concentration of 5 mM.
575445.
Biology | Chapter XLVIII
ციტოზოლში Na++ კონცენტრაცია შეადგენს 15 მM და K+-ის კონცენტრაცია არის 150 მM.
In the cytosol, the Na+ concentration is 15 mM and the K concentration is 150 mM.
575446.
Biology | Chapter XLVIII
ამგვარად, Na++ კონცენტრაციის გრადიენტი, რომელიც გამოიხატება გარე კონცენტრაციის/შიდა კონცენტრაციასთან თანაფარდობის სახით, უდრის 150/15, ანუ 10.
Thus, the Na concentration gradient, expressed as the ratio of outside concentration/inside concentration, is 150/15, or 10.
575447.
Biology | Chapter XLVIII
K+-ის კონცენტრაციის გრადიენტი არის 5/150, ანუ 1/30 (აქ არის აგრეთვე ანიონური გრადიენტები, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ უგულებელვყოფთ მათ).
The K+ concentration gradient is 5/150, or 1/30. (There are also anion gradients, but we will ignore them for the moment.)
575448.
Biology | Chapter XLVIII
Na++ და K+-ის გრადიენტები შენარჩუნებულია ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოთი.
The Nat and K+ gradients are maintained by the sodium-potassium pump.
575449.
Biology | Chapter XLVIII
ის ფაქტი, რომ გრადიენტები პასუხისმგებელნი არიან მოსვენების პოტენციალზე, ნაჩვენებია მარტივი ექსპერიმენტით: თუ ტუმბო გამოთიშულია სპეციფიკური ტოქსინის დამატებით, გრადიენტები თანდათან ქრება, მოსვენების პოტენციალს იგივე ემართება.
The fact that the gradients are responsible for the resting potential is shown by a simple experiment: If the pump is disabled by the addition of a specific poison, the gradients gradually disappear, and so does the resting potential.
575450.
Biology | Chapter XLVIII
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმის გაგება, როგორ ქმნიან მოსვენების პოტენციალს იონური გრადიენტები, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია იმის შესწავლაში, როგორ მუშაობენ ნეირონები, ჩვენი საკუთარი ნეირონების ჩათვლით.
It is particularly challenging to understand how the resting potential arises from ionic gradients, but it is an essential step in learning how neurons, including our own, work.
575451.
Biology | Chapter XLVIII
თავდაპირველად განვიხილოთ ძუძუმწოვრების ნეირონის მოდელი, რომელიც შედგება ხელოვნური მემბრანით განცალკევებული ორი ნაწილისგან.
We start with a model of a mammalian neuron consisting of two chambers separated by an artificial membrane.
575452.
Biology | Chapter XLVIII
მემბრანა შეიცავს მრავალ იონურ არხს, რომლებიც მხოლოდ K+-ს აძლევენ მემბრანაში დიფუზიის საშუალებას.
The membrane contains many ion channels that allow only K to diffuse across the membrane.
575453.
Biology | Chapter XLVIII
ძუძუმწოვრების ნეირონის მსგავსი K+-ის კონცენტრაციული გრადიენტის მისაღებად, უნდა დავუმატოთ 150მM კალიუმის ქლორიდი (KCL) შიდა განყოფილებას და 5მM KCL გარეთა ნაწილს.
To produce a con centration gradient for K like that of a mammalian neuron, we add 150 mM potassium chloride (KCI) to the inner chamber and 5 mM KCl to the outer chamber.
575454.
Biology | Chapter XLVIII
მსგავსად ნებისმიერი ხსნარისა, K+ მიისწრაფვის დიფუზიით თავისი კონცენტრაციული გრადიენტის შესაბამისად, მაღალი კონცენტრაციის არიდან (შიდა განყოფილება) დაბალი კონცენტრაციის არისაკენ (გარე განყოფილება).
Like any solute, K tends to diffuse down its concentration gradient, from an area of higher concentration (inner chamber) to an area of lower concentration (outer chamber).
575455.
Biology | Chapter XLVIII
მაგრამ, ვინაიდან არხები სელექციურია K+-სთვის, ქლორის იონები ვერ გადიან მემბრანას.
But because the channels are selective for K chloride ions (CI) cannot cross the membrane.
575456.
Biology | Chapter XLVIII
ამის შედეგად, მემბრანის შიდა და გარე არეებს შორის მუხტის (ვოლტაჟის) სხვაობა განპირობებულიაYუარყოფითი მუხტის გაზრდით მემბრანის შიდა განყოფილების მხარეზე.
As a result, a separation of charge (voltage) develops across the membrane, with an excess of negative charge on the side of the membrane facing the inner chamber.
575457.
Biology | Chapter XLVIII
მემბრანული მუხტის განვითარება ხელს უშლის K+-ს გამოსვლას, ვინაიდან უარყოფითი მუხტის სიჭარბე იზიდავს დადებითად დამუხტულ K+-ს.
The developing membrane voltage opposes the efflux of K because the excess negative charges attract the positively charged K.
575458.
Biology | Chapter XLVIII
ამგვარად, იქმნება ელექტრული გრადიენტი, რომელიც მიმართულია კონცენტრაციული გრადიენტის საპირისპიროდ.
Thus, an electrical gradient builds up whose direction is opposite that of the concentration gradient.
575459.
Biology | Chapter XLVIII
როდესაც ელექტრული გრადიენტი საბოლოოდ გაუთანაბრდება კონცენტრაციულ გრადიენტს, მყარდება წონასწორობა.
When the electrical gradient exactly balances the concentration gradient, an equilibrium is established.
575460.
Biology | Chapter XLVIII
წონასწორობის დროს K+-ის სრული დიფუზია მემბრანაში არ ხდება.
At equilibrium, there is no net diffusion of K+ across the membrane.