საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მთარგმნელი: უცნობია
ტიპი: ხელშეკრულება
დარგი: საერთაშორისო ურთიერთობები
ორიგინალის ენა: ka
გამოცემის წელი: 2010
თარგმნის წელი: 2010
The purpose of this Memorandum of Understanding is to establish the general framework of cooperation between the Ministry of Agriculture of the Republic of Georgia and the Ministry of Agriculture, Livestock and Fisheries of the Republic of Argentina in the field of agriculture, livestock, fisheries and agroindustry, including the aspects related to primary production, processing, value adding, marketing, technological innovation and rural development.
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, შეიქმნას ზოგადი ჩარჩო თანამშრომლობისათვის საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და აგროინდუსტრიის სფეროში, იმ ასპექტების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია პირველადი პროდუქციის წარმოებასთან, დამუშავებასთან, ღირებულების დამატებასთან, მარკეტინგთან, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან და სასოფლო-სამეურნეო რაიონების განვითარებასთან.