ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
181.
ბიოლოგია | თავი LV
პოპულაციის ეფექტური ზომა (Ne) მსპ-ს ზემოთ შენარჩუნების დაცვითი მიზანი გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ პოპულაციებმა უნდა შეძლონ იმგვარი გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, რაც მისცემს მათ ევოლუციურად ადაპტირების საშუალებას.
The conservation goal of sustaining effective population size (Ne) above MVP stems from the concern that populations retain enough genetic diversity to be evolutionarily adaptable.
182.
ბიოლოგია | თავი LV
როგორ შეუძლიათ დაცვით ბიოლოგებს განსაზღვრონ პოპულაციის ეფექტური ზომა და გენეტიკური სხვადასხვაგვარობა ელოუსტოუნის მურა დათვების პოპულაციაში?
How might conservation biologists increase the effective size and genetic variation of the Yellowstone grizzly bear population?
183.
ბიოლოგია | თავი LV
მურა დათვებისა და მრავალი სხვა სახეობისთვის, რომელთა პოპულაციები ძალიან მცირეა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადაუდებელი დაცვითი მოთხოვნილებათაგან პოპულაციებს შორის გაფანტვის გზების ძიება იქნება.
For the grizzly bear, and probably for many other species whose populations are very small, finding ways to promote dispersal among populations may be one of the most urgent conservation needs.
184.
ბიოლოგია | თავი LV
ამ შემთხვევის შესწავლა, ისევე, როგორც დიდი პრერიის ქათმის შემთხვევის შესწავლა, მცირე პოპულაციური მიდგომის თეორიას დაცვის პრაქტიკულ გამოყენებასთან აკავშირებს.
This case study, as well as that of the greater prairie chicken, bridge small-population theory to practical applications in conservation.
185.
ბიოლოგია | თავი LV
განსხვავება შემცირებად პოპულაციას (რომელიც შეიძლება მცირე ზომის იყოს) და მცირე ზომის პოპულაციას შორის (რომელიც შეიძლება შემცირებადი იყოს) უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვაობა დაცვითი ბიოლოგიის ორი საბაზო მიდგომის პრიორიტეტებს შორის.
The distinction between a declining population (which may be small) and a small population (which may be declining) is less important than the different priorities of the two basic conservation approaches.
186.
ბიოლოგია | თავი LV
დაცვითი ბიოლოგია ხშირად ანიჭებს დიდ მნიშვნელობას მეცნიერებას, ტექნოლოგიას და საზოგადოებას შორის ურთიერთობებს, რაც ამ წიგნის ერთ-ერთ თემასაც წარმოადგენს.
Conservation biology often highlights the relationship between science, technology, and society-one of the themes of this book.
187.
ბიოლოგია | თავი LV
მრავალ სხვა სიტუაციაში დაცვითი ბიოლოგიის მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ ცალკეული სახეობის გარდა, რომლის გადარჩენასაც იგი ცდილობს, მთელი თანასაზოგადოება და ეკოსისტემა წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ელემენტს ბიომრავალფეროვნებისათვის.
In many situations, conservation must look beyond single species and consider the whole community and ecosystem as an important unit of biodiversity.
188.
ბიოლოგია | თავი LV
ლანდშაფტისა და რეგიონული დაცვის მიზანია მთლიანი ბიოტას შენარჩუნება.
Landscape and regional conservation aim to sustain entire biotas.
189.
ბიოლოგია | თავი LV
მაგრამ ახლა დაცვითი ბიოლოგია სულ უფრო მეტადაა მიმართული მთლიანი თანასაზოგადოების ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემისა და ლანდშაფტების შენარჩუნებისაკენ.
But increasingly, conservation biology aims to sustain the biodiversity of entire communities, ecosystems, and landscapes.
190.
ბიოლოგია | თავი LV
ლანდშაფტის ეკოლოგიის ერთ-ერთ მიზანს, რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც შეადგენს ეკოსისტემის მენეჯმენტი, წარმოადგენს ლანდშაფტის აწმყოს, წარსულისა და მომავლის მოდელების გამოყენების ცოდნა და ბიომრავალფეროვნების დაცვისადმი, როგორც ხმელეთის გამოყენების დაგეგმარების ნაწილისადმი, მიდგომა.
One goal of landscape ecology, of which ecosystem management is part, is to understand past, present, and future patterns of landscape use and to make biodiversity conservation part of land-use planning.
191.
ბიოლოგია | თავი LV
ლანდშაფტის დინამიკის გაგება უაღრესად მნიშვნელოვანია დაცვისას, რადგანაც მრავალი სახეობა იყენებს არა ერთ, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას, ხოლო მრავალი მათგანი კი ცხოვრობს ეკოსისტემებს შორის მდებარე ზღვარზე.
Understanding landscape dynamics is critically important in conservation because many species use more than one kind of ecosystem, and many live on the borders between ecosystems.
192.
ბიოლოგია | თავი LV
კორიდორების ყველა ფუნქცია ჯერ გამოკვლეული არ არის და მათი გავლენის შესწავლა აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს დაცვით ბიოლოგიასა და აღდგენით ეკოლოგიაში.
All the effects of corridors are not yet understood, and their impact is an area of active research in conservation biology and restoration ecology.
193.
ბიოლოგია | თავი LV
როცა დაცვითი ბიოლოგები დაცულ ტერიტორიებს გამოყოფენ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პროცესების შესანელებლად, ისინი იყენებენ არსებულ ცოდნას თანასაზოგადოებების, ეკოსისტემის და ლანდშაფტის დინამიკის შესახებ.
Conservation biologists are applying their understanding of community, ecosystem, and landscape dynamics in establishing protected areas to slow the loss of biodiversity.
194.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგიერთ ბიოლოგს აღელვებს ის, რომ ცხელი წერტილების სტრატეგია მეტისმეტადაა ფოკუსირებული დაცვის მცდელობებზე დედამიწის სახმელეთო ტერიტორიის ასეთ პატარა მონაკვეთებზე.
Some biologists are also concerned that the hot-spot strategy focuses too much of the conservation effort on such a small fraction of Earth's land.
195.
ბიოლოგია | თავი LV
უმთავრეს დაცვით საკითხს წარმოადგენს ის, თუ რა არის უკეთესი, დიდი ნაკრძალის შექმნა თუ მცირე ზომის ნაკრძალების ჯგუფების შექმნა.
A major conservation question is whether it is better to create one large reserve or a group of smaller reserves.
196.
ბიოლოგია | თავი LV
რაც უფრო მეტს სწავლობენ დაცვითი ბიოლოგები იმ მოთხოვნათა შესახებ, რაც საჭიროა საშიშროების ან საფრთხის ქვეშ მყოფი ორგანიზმების პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის მინიმალური ზომის შესანარჩუნებლად, უფრო ნათელი ხდება, რომ ეროვნულ პარკთა უმეტესობა და ასევე სხვა ნაკრძალებიც ძალიან მცირე ზომისანი არიან.
As conservation biologists learn more about the requirements for achieving minimum viable population sizes for endangered species, it is becoming clear that most national parks and other reserves are far too small.
197.
ბიოლოგია | თავი LV
სახმელეთო ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც ნაკრძალებისთვისაა გამოყოფილი გამოუყენებელია სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობისათვის.
Much of the land left for conservation efforts is useless for exploitation by agriculture or forestry.
198.
ბიოლოგია | თავი LV
მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგალითად თუ ნაკრძალის ტერიტორია გარშემორტყმულია კომერციული თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობის საკუთრებით, მიწების სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობისათვის გამოყენება ჩართული უნდა იქნეს დაცვის სტრატეგიაში.
But in some cases, as when reserve land is surrounded by commercially viable property, the use of land for agriculture or forestry must be integrated into conservation strategies.
199.
ბიოლოგია | თავი LV
საერთაშორისო შეთანხმებებში, რომელმაც მათ სხვა ქვეყნებთან ფინანსური ვალი შეუმცირა, კოსტა რიკის მთავრობამ გამოყო რვა ზონირებული ნაკრძალი, რომელთაც უწოდა “დასაცავი ტერიტორიები“, რომელიც წარმოადგენს ეროვნული პარკის ტერიტორიას.
In an international agreement that reduced its financial debt to other countries, the Costa Rican government established eight zoned reserves, called "conservation areas," which contain designated national park land.
200.
ბიოლოგია | თავი LV
როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის ეკოლოგმა, ტროპიკული დაცვითი ბიოლოგიის წამყვანმა მეცნიერმა, დენიელ ჯანზილმა თქვა: “კონსერვირებული ვრცელი ბუნების გრძელვადიანი გადარჩენის ალბათობა პირდაპირპროპორციულია იმ საზოგადოების ეკონომიკური სიჯანსაღისა და სტაბილურობისა, რომელშიც ეს ველური ბუნებაა შენარჩუნებული“.
As University of Pennsylvania ecologist Daniel Janzen, a leader in tropical conservation, has said, "The likelihood of long-term survival of a conserved wildland area is directly proportional to the economic health and stability of the society in which that wildland is embedded."