მოიძებნა 668064 ჩანაწერი
22541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტის პირობებში ნაწლავგარეთა ფისტულის დროს დადგინდა, რომ სისხლის შრატში ცილების ფრაქციები საგრძნობ ცვლილებებს განიცდის, განსაკუთრებით გლობულინები.
The author’s experiments have revealed that formation and development of a high small intestinal fistula is accompanied by considerable changes in the protein spectrum of blood serum, especially so in the globulin protein fraction.
22542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ქირურგის ტაქტიკა შარდკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.
Surgeon’s tactics in acute renal insufficiency due to nephroureterolithiasis.
22543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია კენჭოვანი გენეზის მქონე 30 ავადმყოფი, რომელთაც კლინიკაში სხვა კონსერვატულ მკურნალობასთან ერთად ჩაუტარდათ შარდსაწვეთის კათეტერიზაცია.
The author made a careful study of 30 patients with acute renal insufficiency. They were treated both by conservative therapy and by catheterization simultaneously.
22544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
აღნიშნული მკურნალობის შედეგად 7 შემთხვევაში შარდის გამოყოფა აღდგა, ხოლო 23 შემთხვევაში ჩატარდა სხვადასხვა სახის ოპერაციული ჩარევა.
In 7 cases the passage of urine was restored and in 23 cases various operation were carried out.
22545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
როდესაც ანურიის ხანგრძლივობა 2-3 დღეს არ აღემატება, საჭიროა კენჭის ამოღება ოპერაციული გზით.
In the cases when the duration of anuria does not exceed 2-3 days, an operation with calculi extraction is necessary.
22546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
თუ ანურის ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტია და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა რადიკალური ჩარევის საშუალებას არ იძლევა, მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ოპერაციის ორ ეტაპად წარმოება.
When anuria lasts for more than 3 days and the patient’s condition forbids a radical intervention a two-stage operation is considered expedient.
22547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
თირკმლის კალკულოზური გენეზის მწვავე უკმარისობის შორსწასულ შემთხვევებში დამაკმაყოფილებელ შედეგებს იძლევა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ პერიოდშიც წარმოებული ვივოდიალიზი.
When the cases of acute renal insufficiency are gone too far it is suggested to carry out vivodialysis before and after the operation.
22548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
კურდღლის ნაწლავთა ლორწოვანის ჰისტოენზიმოლოგიური თავისებურებანი.
Histoenzymological characteristics of the rabbit’s intestines.
22549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ წვრილი ნაწლავის ლორწოვანა ხასიათდება შედარებით მაღალი ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტული აქტივობით.
The mucous membrane of the small intestine is characterized by a high activity of the enzymes of the oxidation-reduction cycle.
22550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანაში ნად-დიაფორაზას, α-გლიცეროფოსფატდეჰიდროგენაზასა და ესთერაზას α-ნაფტილაცეტატის აქტივობა დაბალია.
Unlike the mucous of the small intestine, that of the large intestine has a low activity of NAD-diaphorase, α-glycerophosphate dehydrogenase and α-naphthylacetate esterase.
22551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
თირკმლის ელექტროლიტების გამომყოფი ფუნქციის შესახებ დიფუზური გლომერულონეფრიტის დროს ბავშვებში.
Electrolyte excretory renal function in children with diffuse glomerulonephritis.
22552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
გლომერულონეფრიტის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ 90 ბავშვში (2-დან 14 წლამდე) კლირენს-ტესტების საშუალებით შესწავლილია თირკმლის ელექტროლიტების გამომყოფი ფუნქცია.
Using clearance-tests, the electrolyte excretory renal function was studied in 90 children (2-14 years old) with different forms of diffuse glomerulonephritis.
22553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ დიფუზური გლომერულონეფრიტის დროს გარკვეულ პერიოდში შეშუპების არსებობა თირკმლის მილაკების აქტიურ მოქმედებაზე მეტყველებს.
The obtained data showed that the presence of oedema in a certain period of glomerulonephritis attests to the active function of renal tubuli.
22554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
თირკმლის მილაკების (უპირატესად ნეფრონის დისტალური ნაწილის) აქტიური ფუნქციონირება წარმოადგენს ადეკვატურ-დეტერმინირებულ საპასუხო რეაქციას გორგლების დაზიანებაზე.
This active function (mainly of the nephron distal part) is an adequately-determined response to the glomerulus affection.
22555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ელექტროლიტების მილაკოვანი რეაბსორბციის არაშესატყვისი გაძლიერება (მიუხედავად შეშუპების მაქსიმალური გამოვლინებისა და გორგლოვანი ფილტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითებისა), მიუთითებს მილაკების ფუნქციური შესაძლებლობის მნიშვნელოვან დაქვეითებაზე და მის ორგანულ დაზიანებაზე, რაც ცუდი პროგნოზის მაუწყებელია.
An inadequate increase of tubulus function (in spite of maximal oedema and considerable decrease of glomerulus filtration) points to a significant decrease of their functional capacity and their organic affection, which is a bad prognostic sign.
22556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ტვინის „იმუნობიოლოგიური“ ბარიერის საკითხის შესახებ.
Concerning the “immunobiological” barrier of the brain.
22557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილ იქნა ზურგის ტვინის სითხის ლიმფოციტების იმუნომორფოლოგიური შედგენილობა ფჰა-ტესტის, ავტორადიოგრაფიული და როზეტწარმოქმნის მეთოდის საშუალებით ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.
Immunomorphological composition of the cerebro-spinal fluid (CSF) lymphocytes was studied by means of the PhHA-test and the autoradiographic and rosette-formation methods in the infectious diseases of the central nervous system (CNS).
22558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილ იქნა, რომ ზურგის ტვინის სითხის ლიმფოციტები არაერთგვაროვანია და წარმოდგენილია T- და B-უჯრედებით.
Lymphocytes of the CSF were found to be dissimilar, being represented by T- and B-cells.
22559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებების დროს ადგილი აქვს დიდი რაოდენობით მათ მიგრაციას სუბარქნოიდულ სივრცეში, რაც აპირობებს უჯრედოვანი და ჰუმორალური იმუნიტეტის განვითარებას ზურგის ტვინის სითხეში.
During infectious diseases of the CNS T- and B-lymphocytes migrate in large numbers to the subarachnoid space, leading to the development of cellular and humoral immunity in the CSF.
22560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 83, ექსპერიმენტული მედიცინა
ამ ფაქტის დადგენამ საფუძველი მოგვცა წამოგვეყენებინა ახალი მოსაზრება ჰემატოენცეფალურ ბარიერის გარდა თავის ტვინის დამცველი მოძრავი „იმუნობიოლოგიური“ ბარიერის არსებობის შესახებ, რომლის მორფოფუნქციურ საფუძველს წარმოადგენს ზურგის ტვინის სითხეში არსებული T- და B-ლიმფოციტები და სხვადასხვა კლასის იმუნოგლობულინები.
Establishment of this fact has given the authors ground to assume the existence – apart from the haematoencephalic barrier – of a mobile “immunobiological” barrier protecting the brain, T- and B-lymphocytes and immunoglobulins of various classes circulating in the CSF constitute the morpho-functional basis of the barrier in question.