მოიძებნა 668072 ჩანაწერი
2301.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბიოქიმია
ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფერმენტულ სისტემებს შორის კავშირი დამახასიათებელია მხოლოდ იმ მემბრანული ფრაქციებისათვის, რომლებიც აწარმოებენ ბიოდენის გენერაციას, გამოთქმულია აზრი, რომ მას უნდა ჰქონდეს ფიზიოლოგიური მნიშვნელობა.
It is suggested that this biochemical interrelation between two enzyme systems must be of physiological significance, for it takes place only in these membrane structure which generate biopotentials.
2302.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბოტანიკა
ფოთლის ეპიდერმის ფუძემდებელი უჯრედების შესახებ.
On the fundamental cells of leaf epidermis.
2303.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბოტანიკა
ფუძემდებელი უჯრედების ორნამენტური გამოსახულებები შეიძლება დაჯგუფდეს სამ კლანად: სწორხაზოვნად, მრუდხაზოვნად და ნაირხაზოვნად.
Fundamental cells of leaf epidermis have the outline and general design of specific character. They may be grouped in three clans: rectilinear, curvilinear, varilinear.
2304.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბოტანიკა
კლანები იყოფა ტიპებად.
The clans are divided into various types.
2305.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბოტანიკა
პირველი ორი კლანის ტიპების საერთო რაოდენობა 24-ია.
The first two clans consist of 24 types.
2306.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, ბოტანიკა
ფუძემდებელ უჯრედთა ტიპები შეიძლება რეკომენდებულ იქნეს როგორც სადიაგნოსტიკო ნიშნები.
The described types of fundamental cells of leaf epidermis may be recommended for us in diagnosis.
2307.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გენეტიკა და სელექცია
მიკროსპოროგენეზი და მამრობითი გამეტოფიტის განვითარება ფეიხოაში.
Microsporogenesis and development of male gametophyte in the Feijoa Sellowiana berg.
2308.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
მდ. ხაშუფსეს (დასავლეთ აფხაზეთი) აუზის ბარემული და აპტური ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილება.
Stratigraphical division of the barremian-aptian deposits in the Khashupse basin (western Abkhazia)
2309.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
მოცემულია ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიული ჭრილი, შედგენილი კლდიანის ანტიკლინის სამხრულ ფრთაში, ს. ხაშუფსეს მიდამოებში ფაუნისტურად პირველად ხდება დადგენა კლდიანის ანტიკლინის გულის ამგები კირქვების ქვედაბარემული ასაკისა.
Stratigraphic section of the Lower Cretaceous deposits of the southern limb of the Kldiani anticline is given. The Lower barremian age of limestones occurring in the core of the Kldiani anticline is faunistically established.
2310.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
ზღვის ზღარბების მნიშვნელობა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისათვის.
On the significance of echinoids in the stratigraphy of the upper cretaceous deposits of Georgia.
2311.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ზღვის ზღარბების ფაუნას ენიჭება.
Echinoids represent one of the leading groups in the stratigraphy of the Upper Cretaceous deposits of Georgia.
2312.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
ამ მხრივ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია დანიური სართული, სადაც ამონიტების, ინოცერამებისა და ბელემნიტების არარსებობის გამო ზღარბების სტრატიგრაფიული ღირებულება შეუდარებლად მაღლდება.
In this respect the Danian stage, in which the echinoids become exclusively important for lack of ammonites, belemnites and inoceramids, is of special interest.
2313.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
ცალკეული სართულებისათვის დასახელებულია სახელმძღვანელო ნამარხები.
For separate stages leading fossils are named.
2314.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოლოგია
ზღვის ზღარბების ვერტიკალური გავრცელების საფუძველზე მაასტრიხტული სართული გაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო დანიური - სამ ზონად.
On the basis of vertical distribution of echinoids the Maestrichtian stage is subdivided into two and the Danian into three parts.
2315.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
ქარის მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების არასტაციონარული ამოხსნის შესახებ.
On a non-stationary solution of wind current differential equations.
2316.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
მოძებნილია ქარის მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების ზოგადი ამოხსნა არასტაციონარული მოძრაობის შემთხვევაში, როდესაც წნევის გრადიენტი სიმაღლისა და დროის ნებისმიერი ფუნქციაა.
Non-stationary solutions of wind current differential equations have been found when the pressure gradient, calculated per mass unit, is the arbitrary function of time and altitude.
2317.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
გრავიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დედამიწის ქერქის აგებულების შესწავლის დროს ღრმა სეისმური ზონდირების მასალების გამოყენების საკითხისათვის.
On the problem of using deep seismic sounding data for a deep-structure gravity study of the earth’s crust.
2318.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
განხილულია გრავიმეტრიული მასალების ოდენობითი ინტერპრეტაციის შედეგების გამოყენებით ღრმა სეისმური ზონდირების მონაცემების შეფასების საკითხი.
The paper deals with the problem of assessing the evidence of deep seismic sounding by using the results of a quantitative interpretation of gravity data.
2319.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
დედამიწის ქერქის ამ გზით მიღებული აგებულება უნდა აკმაყოფილებდეს სეისმურ და გრავიმეტრიულ კომპლექსურ პირობებს.
The structure of the earth’s crust obtained in this should satisfy complex seismic and gravity conditions.
2320.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 57, გეოფიზიკა
ქანების სითბოგამტარობის შესახებ 20-500 oC ტემპერატურის ინტერვალში.
On the heat-conductivity of rocks in the temperature range of 20-500 oC.