მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროტექნიკა
ქაღალდმკეთებელი მანქანის სექციის დრეკადი მექანიკური კავშირებიანი ელექტროამძრავის სიჩქარის რეგულატორისა და მაკორექტირებელი წრედების ასაწყობი პარამეტრების განსაზღვრა.
Determination of the parameters of speed regulator and correcting circuits of sectional electric drive of paper machine with elastic ganging.
23922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროტექნიკა
განხილულია ქაღალდმკეთებელი მანქანის სექციის უნიფიცირებული ელექტროამძრავის დინამიკის საკითხები, როდესაც ითვალისწინებენ მექანიკური კავშირების დრეკადობებს. მოყვანილია ფორმულები ამძრავის სიჩქარის რეგულატორისა და მაკორექტირებელი რგოლების (მიმდევრობითი RLC პასიური ფილტრისა და პარალელური RC მადიფერენცირებელი წრედის) ოპტიმალური პარამეტრების განსასაზღვრავად.
The paper considers generalized conditions of adjusting the speed regulator and correcting circuits (in series RLC of passive filter and parallel RC of differentiator) permitting to eliminate the effect of the elasticity of mechanical transmissions upon the dynamics of paper machine sectional electric drive and to obtain optimized dynamic processes.
23923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
მანგანუმის ქლორიდის პოლაროგრაფიული შესწავლა გამლღვალი კალიუმის ქლორიდის ფონზე.
Polarographic study of manganese chloride against the background of melted potash chloride.
23924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
მანგანუმის ქლორიდის პოლაროგრაფიული გამოკვლევები გამლღვალი კალიუმის ქლორიდის ფონზე ჩავატარეთ 800°C დამცავი ატმოსფეროს გარეშე.
A polarographic study of manganese chloride against the background of melted potash chloride has been carried out at 800° C in the medium of unprotected atmosphere.
23925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
ინდიკატორულ ელექტროდად გამოვიყენეთ ვოლფრამი, შედარების ელექტროდად - პლატინა.
Tungsten was used as an indicator electrode, and platinum as a reference.
23926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
პოლაროგრამებზე აღინიშნება ორი ტალღის არსებობა - 1190მვ ± 30მვ და 1130მვ ± 30მვ. პირველი ტალღა შეესაბამება ოთხვალენტიანი, ხოლო მეორე - ორვალენტიანი მანგანუმის იონების განმუხტვას.
The presence of two waves were recorded on the polarograms: 1190mv ± 30mv, and 1130mv ± 30mv, the former corresponding to the discharge of four – valent manganic ions and the latter to that of two – valent ones.
23927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
გამხნელის სიბლანტე და რეორგანიზაციის ენერგია.
Viscosity of the solvent and the energy of reorientation.
23928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
მუხტის გადატანის ელემენტარული აქტის კვანტური თეორიის გამოყენებით გათვლილია რეორგანიზაციის ენერგიის სიდიდე ეთილენგლიკოლისთვის.
Reorientation energy has been calculated for ethylene glycol on the basis of the quantum theory of the elementary act of charge transfer.
23929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
წყალსა და ეთილენგლიკოლში პროტონის გადატანის პროცესისათვის ექსპერიმენტულად დადგენილი რეორგანიზაციის ენერგიების ტოლობიდან გამოტანილია დასკვნა, რომ ეთილენგლიკოლში წყალბადური ბმების ბადე უფრო განშტოებულია და თითოეული მათგანი უფრო სუსტია.
On the basis of the experimentally determined equality of reorientation energies for proton transfer in water and in ethylene glycol it was concluded that in ethylene glycol the network of hydrogen bonds has more branches, each being weaker.
23930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ელექტროქიმია
სითხის სიბლანტე არ განსაზღვრავს უშუალოდ პოლარული გამხსნელის რეორგანიზაციის უნარს.
The viscosity of the liquid does not determine directly the reorientation capacity of the polar solvent.
23931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენათმეცნიერება
ინტიუციური და შეგნებული სწავლების ადეკვატური შეფარდება როგორც ენების ინტენსიური სისტემურ - სტრუქტურული მეთოდით სწავლების საფუძველი.
Adequate correlation between intuitive and conscious teaching as the basis of intensive system – structural method of teaching foreign languages.
23932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენათმეცნიერება
განხილულია ინტიუციური და შეგნებული სწავლების ადეკვატური გამოყენების შესაძლებლობა ენების ინტენსიური (სისტემურ - სტრუქტურული) მეთოდით სწავლებისას.
In the process of teaching foreign languages by the system – structural method the possibility of the use of optimum correlation between conscious and intuitive mastering of a foreign language has been ascertained.
23933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
აღმოსავლური ნაყოფჭამიას ენტომოფაგები აჭარაში.
Entomophagous insects of oriental fruit moth in Ajaria.
23934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
აჭარის სუბტროპიკებში ატამზე აღმოსავლეთის ნაყოფჭამიასაგან Grapholitha molesta Busck. გამოყვანილია ენტომოფაგები - 6 სახეობა სიფრიფანაფრთიენბის რიგიდან (Hymenoptera–Ichneumonidae და Braconidae) და 1 სახეობა ბუზების რიგიდან (Diptera–Larvivoridae).
Six spaces of the order Hymenoptera (Ichneumonidae and Braconidae) and one spacies of Diptera (Larvivoridae) have been reared from caterpillars of the oriental fruit moth (Grapholitha molesta Busck.) infesting the peach in Ajaria.
23935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
სვანეთში გავრცელებული ულვაშფირფიტოვანი ხოჭოების (Coleoptera, Lamellicornia) ვერტიკალური განაწილება.
Vertical distribution of beetles (Coleoptera, Lamellicornia) in Svaneti.
23936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
სვანეთის ტერიტორიაზე ავტორის მიერ რეგისტრირებულია ულვაშფირფიტოვანი ხოჭოების 43 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 20 გვარში და 2 ოჯახში.
Forty-three species of beetles (Coleoptera, Lamellicornia) belonging to 20 genera and 2 families have been identified in the territory of Svaneti.
23937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
დაბალმთიან სარტყელში მოპოვებულია 19 სახეობა, საშუალომთიანში - 27 სახეობა, მაღალმთიანში - 15 სახეობა, სუბალპურში - 10 სახეობა, ალპურში 5 სახეობა.
The zonal distribution of the recorded species is as follows: 19 species in the lower zone, 27 in the middle, 15 in the higher, 10 in the sub-Alpine and 5 in the Alpine zone.
23938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
ერთი სახეობა (Homaloplia Svanetica) ახალია მეცნიერებისთვის.
Among them Homaloplia Svanetica is new to science.
23939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
მეზოფილებს მიეკუთვნება 25 სახეობა, ქსეროფილებს - 7 სახეობა, ხოლო ევრიბიონტებს - 11 სახეობა.
25 species belong to mesophils, 7 to xerophils, and 11 to eurybionts.
23940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 85, ენტომოლოგია
ვაზის მავნე ენტომო - აკაროფაუნის ფორმირების თავისებურებანი დასავლეთ საქართველოში.
Peculiarities of the formation of harmful entomo- and acarofauna of the vine in western Georgia.